ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომელიც ყოველთვის საქართველოზე ზრუნავდა!
შოთა ვაშაკიძე
„ყველა ქვეყნის სიძლიერე განათლების სისტემასა და ინტელექტუალურ რესურსებშია. საქართველომაც პრიორიტეტად ინტელექტუალური რესურსები უნდა აირჩიოს.“
შ. ვაშაკიძე
ბატონი შოთა ვაშაკიძე შეერთებულ შტატებში მცხოვრები მესამე თაობის ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ფიზიკა, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაიბადა დიდი ფიზიკოსის ივანე ვაშაკიძისა და ეთერ დუღაშვილის ოჯახში 1950 წელს. 2000 წლის მაისში მიენიჭა რათგერსის უნივერსიტეტის წარმოების მართვის მაგისტრის ხარისხი. 1993 წლიდან ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. პროფესორი მიწვეული იყო იტალიაში – ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, აშშ-ში „მერილენდის“ უნივერსიტეტში, გერმანიაში მაღალი ენერგიის ფიზიკის ჯგუფში. ასევე მოღვაწეობდა ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში:
დააარსა და განავითარა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალი“, რომლის მიზანი იყო თანმშრომლობის პროექტების დანერგვის გზით აშშ-ში არსებული ქართველთა სათვისტომოს საქართველოსთან დაკავშირება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. ორგანიზაცია „კვალის“ წევრები, რომელთა რიცხვი აღემატებოდა 150-ს, რომლებიც ჩართულები იყsვნენ 12 პროექტში. თბილისის სახალმწიფგო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა სტუდენტებისა და მაძიებლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა სტუდენტებმა მიიღეს განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ქართველ სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში ლექციებს უკითხავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გამოჩენილი მეცნიერები და ლექტორები.
2003 წელს ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით „კვალი“ ხსნის საგანმანათლებლო ინფორმაციულ ცენტრს თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ ესარგებლათ ამერიკული სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი სასწავლო ცენტრით. საქართველოში პირველად ცენტრს ჰქონდა კომპიუტერული ქსელი, რომელიც ინტერნეტში იყო ჩართული სწრაფი გამოყოფილი ხაზით. აშშ-დან საგანგებოდ ჩამოიტანეს ბიბლიოთეკა. ცენტრი ასევე მასპინძლობდა აშშ-დან მოწვეული პროფესორ მასწავლებლებს.
- საერთაშორისო ასოციაცია „კვალის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი;
- სასწავლო ინფორმაციული ცენტრი „კვალის“ დირექტორი;
- „ამერიკაში საქართველოს ასოციაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, განათლების განყოფილების დირექტორი;
- „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი;
- რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორი;
- AT&T ბელის ლაბორატორიების წამყვანი მეცნიერ-მუშაკი.
დააარსა და განავითარა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალი“, რომლის მიზანი იყო თანმშრომლობის პროექტების დანერგვის გზით აშშ-ში არსებული ქართველთა სათვისტომოს საქართველოსთან დაკავშირება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. ორგანიზაცია „კვალის“ წევრები, რომელთა რიცხვი აღემატებოდა 150-ს, რომლებიც ჩართულები იყsვნენ 12 პროექტში. თბილისის სახალმწიფგო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა სტუდენტებისა და მაძიებლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა სტუდენტებმა მიიღეს განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ქართველ სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში ლექციებს უკითხავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გამოჩენილი მეცნიერები და ლექტორები.
2003 წელს ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით „კვალი“ ხსნის საგანმანათლებლო ინფორმაციულ ცენტრს თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ ესარგებლათ ამერიკული სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი სასწავლო ცენტრით. საქართველოში პირველად ცენტრს ჰქონდა კომპიუტერული ქსელი, რომელიც ინტერნეტში იყო ჩართული სწრაფი გამოყოფილი ხაზით. აშშ-დან საგანგებოდ ჩამოიტანეს ბიბლიოთეკა. ცენტრი ასევე მასპინძლობდა აშშ-დან მოწვეული პროფესორ მასწავლებლებს.
- დააარსა და გამოსცა პირველი ინტერნეტ ჟურნალი „კვალი“;
- ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა პირველი ინგლისურ-ქართული ინტერნეტ ლექსიკონი;
- ქართული მწერლობის სტიმულირების მიზნით „კვალის“ ეგიდით 2002 წელს პირველად ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით, ნაწარმოებები გამოიცა კრებულის სახით და განთავსდა ინტერნეტში;
- ჩაატარა რამდენიმე მრავალრიცხვოვანი საზოგადოებრივი ღონისძიება, მათ შორის საქართველოს კულტურის დღეები ამერიკის შეერთებულ შტატებში;
- 2004 წელს პირველად „კვალის“ ეგიდით ჩაატარდა განათლების მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები;
- „კვალმა“ პირადად მოიძია აშშ-ში ქართველი ემიგრანტების ისტორიული არქივი, რომელიც მოიცავს ქართული ემიგრაციის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, პუბლიკაციებს და წიგნებს. 2014 წელს ამ არქივმა კვალისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის (ბატონი გ.კეკელიძე და ლ. თაქთაქიშვილი) ერთობლივი მოქმედებით ბინა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო;
- მის მიერ ჩამოტანილი საკმაო მოცულობის მედიკამენტები და ტანსაცმელი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაურიგდა უნარშეზღუდულ და უპოვარ ბავშვებს;
- ბოტანიკურ ბაღს ჩამოუტანა უნიკალური ჯიშის მცენარეთა თესლები.
ჯილდოები და წარდგენები
- 2003 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.
- 2003 წელს წარდგენილი იყო რობერტ ფ. კენედის საერთაშორისო პრემიაზე.
განხორციელებული პროექტები
"წლების წინ რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორ ჯიმ ელიოტთან საუბრის დროს გაჩნდა პირველი პროექტი, რომ ნიჭიერი ქართველი სტუდენტებისთვის – ამერიკაში დაგვეარსებინა ფონდი. ბატონი ჯიმ ელიოტი „ექსონის“ კომპანიაში მუშაობდა, სადაც თანხის ნაწილის მოძიება შეეძლო, ნაწილი კი ჩვენმა და ელიოტების ოჯახმა გაიღო. პირველი სტუდენტი რათგერსის უნივერსიტეტის სწავლის გასაგრძელებლად წავიყვანეთ. დროთა განმალობაში, როდესაც ჩვენი საქმიანობა გაფართოვდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალი“ შეიქმნა, რომელიც ამერიკაში სწავლის გაგრძელების მსურველ ნიჭიერ ახალგაზრდებს გზას უკაფავდა" – იხსენებდა ბატონი შოთა.
ბატონი შოთა ვაშაკიძის თაოსნობით 2003 წელს პირველად ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც გაიხსნა 18 ოქტომბერს რათგერსის უნივერსიტეტში რომელსაც 500-ზე მეტი ქარველი ემიგრანტი და 200–მდე უცხოელი სტუმარი ესწრებოდა.
კულტურის დღეებზე წარდგენილი იყო „კვალის“ ეგიდით ჩატარებული პირველ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მწერლის ბატონი ვანო ჩხიკვაძის პიესა-მონოლოგი, ერთი მსახიობის თეატრისთვის, „ორი მდინარის შესართავთან“, რომელშიც მონაწილეობდა მსახიობი ბატონი ჯემალ მონიავა.
წარმოდგენილი იყო ქართველი-ემიგრანტი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები, რომლებმაც დამთვალიერებლები აღაფრთოვანა. მაყურებელი განცვიფრებული იყო ქართული სიმღერებითა და ცეკვებით. აქვე უნდა აღინიშნოს ქართული სამზარეულო, რომელიც უმეტესად შოთა ვაშაკიძის მეუღლის ქალბატონ ნანას მიერ იყო მომზადებული მან თავის ხელით დაამზადა 700 ჩურჩხელა. კულტურის დღე რათგერსის უნივერსიტეტში შვიდი საათის განმალობაში გრძელდებოდა. აღფრთოვანებულ სტუმრებს დაშლა არ უნდოდათ, ნაწილმა ბატონ შოთას სახლში გადაინაცვლა.
ამონარიდი ვანო ჩხიკვაძის წიგნიდან „დასვალეთის ფანჯარა“, რომელშიც კარგად სჩანს ბატონი შოთა ვაშაკიძის ბუნება; ეს იყო დაძაბული დღეები და ღამეები, როცა ყველა წვრილმანი გადახედვას, დაზუსტებას მოითხოვდა, ხალხის შეკრებაზე ფიქრი, დაკვალიანება და გამასპინძლება ამდენი სტუმრისა მართლაც ბევრ თავსატეხს უჩენდა იდეის ავტორს. არ დამავიწყდება ამერიკაში უშოვნელი არაფერია მაგრამ ბატონმა შოთამ ნახატების ჩამოსაკიდი კაუჭები, თავად რომ უნდოდა ისეთი, ვერსად ვერ შეიძინა და ბოლო ორ ღამეს სხვა საზრუნავისგან მოცლილი თვითონ ამზადებდა, წვალობდა, თითებს იწეწკავდა, მაგრამ შაბათ დილისთვის 100 ცალი მაინც გააკეთა, მოიტანა პარკით და მკითხა:
- გამოვა რამე?
- რა თქმა უნდა ღმერთი ყველაფერს ხედავს!
- მინდა კაცმა დაინახოს, გაიგოს ჩვენმა დაფანტულმა სათვისტომომ, რომ ერთად თუ არ ვიქნებით პასიურობით, უმოქმედობით ჩვენს პრობლემებს არაფერი ეშველება. რასაც ირგვლივ ხედავ და მოგწონს ყველაფერი არაადამიანურმა შრომამ, კანონისადმი პატივსცემამ, დისციპლინამ შექმნა ... ბევრი ამერიკული უნივერსიტეტი ლამის თავად ამერიკის სახელმწიფოს ტოლია: ამათმა წინაპრებმა იცოდნენ რომ განათლების გარეშე შორს ვერ წავიდოდნენ და ინდიელთა მიწაზე დამკვიდრებისთანავე სასწავლებლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები ააშენეს ... ”

2004 წლის ივლისში, ბატონი შოთას თაოსნობით საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის განვითარების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმოფანტულმა ქართველმა ემიგრანტებმა, ფორუმის მიზანი იყო თანამშრომლობის პროექტების დანერგვა, აშშ-ში ქართველთა სათვისტომოს საქართველოსთან დაკავშირება.
ამ პროექტის განსახორცელებლად ბატონ შოთა ვაშაკიძეს თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა, რათა ურთიერთობები დაემყარებინა ამერიკაში მცხოვ-რებ ექიმებთან, მეცნიერებთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. პერიოდულად მის სახლში ქალაქ ფრიჰოლდში იკრბებოდნენ ემიგ-რანტები, ქართველი მედიკოსები, მეცნიერები, განათლების სისტემის მუშაკები, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ჩამოდიოდნენ. ერთწლიანი მზადების შემდეგ თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთა-შორისო ფორუმი, რის შედეგადაც მოხდა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სპეციალისტთა დაკავშირება და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება. ფორუმს ესტუმრა ქართული ემიგრაციის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია.

მრავალწლიანი შრომის შედეგად ბატონ შოთა ვაშაკიძის და ჩვენი პედაგოგის ქეთევან ქიქოძის მიერ მოძიებულ და შეგროვებულ იქნა ამერიკის შეერთრებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ისტორიული არქივი. არქივში შეხვდებით ქართული ემიგრაციის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, პუბლიკაციებსა და წიგნებს.
„ღვთის კაცი“ ასე უწოდებდნენ ბატონ შოთას აშშ-ში მცხოვრები მეორე თაობის ემიგრანტები, რომლებიც იმ პერიოდში მივიწყებულად გრძობდნენ თავს.
სწორედ მათზე მზრუნველობისა და კეთილგონიერების გამო მიანდეს არქივი, რომელმაც მისი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით, ბინა საქართ-ველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის კაბინეტში დაიდო.
ბატონი შოთა თავის ოჯახთან და მეორე თაობის ქართველ ემიგრანტებთან ერთად სისტ-ემატურად აღნიშნავდა ოთხ ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს „ალავერდში“.
ინტერვიუები ბატონ შოთას მეგობრებთან:
ა/წ 5 აპრილს შევხვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს:
ბატ. კონსტანტინე ჟღენტი - შოთას ბავშვობიდან ვიცნობდი, იგი მისი ძმის ბადრის მეშვეობით გავიცანი, რომელიც საქართველოში არის ქართული თემის განვითარების პროგრამის, "კვალის" წარმომადგენლობის დირექტორი. ძირითადად, ჩვენი ნაცნობობობა ოჯახური ურთიერთობით შემოიფარგლებოდა, შოთა ნამდვილი პატრიოტი იყო, მუდმივად ცდილობდა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთებას, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. შოთამ ამერიკაში ჩასულს ორჯერ მიმასპინძლა თავის თბილ და ლამაზ ოჯახში. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი მეუღლის ქალბატონ ნანა ლეგრანის სტუმარ-მასპნძლობა. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე და რა თქმა უნდა, საქართველოზე, რომელზეც ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. ჩემი აზრით, მისი პროგრამა, რომელიც ქართველი სტუდენტების აშშ-ში სწავლის დაფინანსებას ეხებოდა იყო ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობებს აძლევდა მიეღოთ ცოდნა და შემდეგ იგი ქვეყნის სასიკეთოდ გამოეყენებინათ. ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველი ინტერნეტ გაზეთი „კვალი“, რომელიც ბატონმა შოთამ დააარსა. მე ხშირად საერთაშორისო საკითხების შესახებ ვუგზავნიდი სხვადასხვა ქვეყნებიდან სტატიებს.
არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას თავის წარმოჩენის გარეშე. სწორედ ასეთი იყო შოთა ვაშაკიძე.
ის ნამდვილი „უნივერსიტეტელი“ იყო, მუდმივად გული შესტკიოდა უნივერსიტეტში მომხდარზე. მუდმივად ცდილობდა ამ ადგილისათვის ღირებული გაეკეთებინა, მიუხედავად იმასა, რომ ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა.
ბატონი შოთა იყო ძალიან თავმდაბალი, ინტელიგენტი, ინტელექტუალი ადამიანი, რომელმაც ქვეყანას უამრავი კარგი საქმე გაუკეთა.
ბატონი დავით აფციაური - როგორც ბატონმა კონსტატინემ აღნიშნა მე და შოთა ბავშობიდან არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრისთვის. 1993 წელს ვაშინგტონში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში გადავიდა ნიუ-ორკში. სწორედ ამ დროს მოხდა ჩვენი გაცნობა საერთო ნაცნობების საშუალებით. დავმეგობრდით იმ ფასეულობების საფუძველზე, რომელიც ორივეს გაგვაჩნდა.
ბატონი შოთა ბრწყინვალედ საქმიანობდა მეცნიერებაში, მან თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი უფრო გააძლიერა აშშ-ში, რითაც გახდა ცნობილი სპეციალისტი. იმ პერიოდში ჩვენი რეგიონიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, საერთოდ არავინ არ საქმიანობდა ამ სფეროში, ბატონი შოთა ვაშაკიძე იყო პირველი. როგორ არ უნდა ყოფილიყო აღიარება მისი პროფესიონალიზმის და ცოდნის, როგორც მეცნიერის, როცა დაიწყო მუშაობა ტელეკომუნიკაციების კომპანიაში AT&T ბელის ლაბორატორიების წამყვან მეცნიერ მუშაკად. რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორი სხვადასხვა პროექტებში ძალიან წარმატებული იყო.
მე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ახალი მიმართულება – „მათემატიკური მოდელის მეთოდების გამოყენება ეკონომიკაში“, თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამაზე ვრცლად არ ვსაუბრობდით ვინაიდან ვიწრო სპეციალიზაციაა. თუმცა ხანდახან მეუბნებოდა, რომ მისმა წვლილმა, ფორმულებმა, გამოგონებამ ხელი შეუწყო დიდ კომერციულ შედეგიან საქმიანობას და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ძალიან დასანანია, რომ ჩვენ ვერ მოვასწარით მისი ამ მეთოდის გამოყენება საქართველოში.
მე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ეპიზოდი, მახსოვს როგორ უხაროდა შოთას, როდესაც ჩავერთე საქართველოს ცნობადობის გაძლიერების სახით თანამშრომლობაში კოლუმბიის უნივერსიტეტთან. 1994/96 წელს ჩვენ შევქმენით ორ სემესტრიანი პირველი კურსი საქართველოს შესახებ “HISTORY OF MODERN GEORGIA”.
“GEORGIAN STUDIES” – ეს იყო შესავალი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს გაცნობას, მის პრობლემებს, პოლიტიკურ და ეკონომიურ მდგომარეობას.
ბატონი შოთა და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი ნანა ლეგრანი, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით. მათი სახლის კარი ყველა ქართველისთვის ყოველთვის ღია იყო. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა ის ყოველთვის პოულობდა დროს თანადგმოისთვის, მეგობრობისთვის.
ბატონი შოთა იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, სულიერი სიმდიდრით და პატრიოტიზმით. იყო შესანიშნავი მაგალითი ქართველი ხალხისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდიხანი მოუწია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა, მაინც ცხოვრობდა სამშაობლოს პრობლემებით, სურდა ქვეყანა განვითარებულიყო და გამხდარიყო კიდევ უფრო ძლიერი და ჯანმრთელი, ყველანაირი გაგებით.
მუშაობდა და მეგობრობდა ახალგაზრდებთან ფიქრობდა მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და მომავალზე. ბატონ შოთას ბევრი მხარე ჰქონდა საინტერსო, ძლიერი და სამაგალითო.

უნივერსიტეტში შევხვდით საქართველოს მეცნიერაბათა აკადემიის წევრ კორესპონდენტს ფიზიკოს.ბატონ ანზორ ხელაშვილს
ბატონი შოთა იყო ნიჭიერი ახალგაზრდა, ბუნებრივია რომ ფიზიკისადმი სიყვარული მას ბავშობიდან დაჰყვა. მამა ივანე ვაშაკიძე წარმატებული ფიზიკოსი იყო, რომელიც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა ზაფხულობით კი, ოჯახთან ერთად დუბნაში იმყოფებოდა. დუბნა იყო გაერთიანებული ინსტიტუტი ყველა სოციალური რესპუბლიკის, ამ პატარა ქალაქში ყველა ფიზიკით ცხოვრობდა. ეტყობა ამ გარემოებამ განაპირობა შოთას და ბადრის დაინტერესება ფიზიკით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ე.წ. კვანტური მექანიკის პრინციპულ საკითხებზე. დისერტაციის დაცვის შემდგომ უფრო სერიოზულ საკითხებს მოეკიდა, კერძოდ 1984-85 წლებში წავიდა ამერიკაში, ეს ის პერიოდი იყო როცა ახალი მიმართულება გაჩნდა ფიზიკაში ეგრედწოდებული „სუპერ სიმეტრიები“. შოთა მოხვდა ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში, მისი ხემძღვანელი იყო წარმატებული ფიზიკოსი ჯიმი გეითსი, რომელთან ერთადაც შეასრულა რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი და ამ მასალებზე დაყრდნობით 90-იან წლებში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.შოთა მუშაობდა ფიზიკის მოწინავე სფეროებში. დამოუკიდებლობის შემდეგ ემიგრირებული საბჭოთა ფიზიკოსებისთვის სოროსმა შექმნა სპეციალური ფონდი, რომლითაც ეხმარებოდა მათ, და ქართველ სტუდენტებსაც შოთას შუამდგომლობით. რაც შეეხება „კვალის“ სამკითხველო დარბაზს, აქ ტარდებოდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. ჩემი ბოლო ხელმოწერით პრორექტორის რანგში სამკითხველო დარბაზი გადაეცა „კვალს.“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკურ ლიტერატურაზე მეცნიერებს ნაკლებად მიგვიწვდებოდა ხელი. შოთას დახმარებით ბიბ-ლიოთეკა სისტემატურად მარაგდებოდა უცხოური თანამედროივე სამეცნიერო ლიტერატურით. შოთას ინიციატივით და ხელშეწყობით მოხდა დარბაზის კომპიუტერიზაცია. ასევე, პირველად შეიქმნა სალექციო კურსი, რომელსაც სისტემატურად ქართველ სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში უკითხავდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და ლექტორები.

ასევე შევხვდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრ შოთა გარუჩავას.
ბატონ შოთას სტუდენტებთან ძალიან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ყოველდღიურად აინტერესებდა ჩვენი მოსაზრება იმ კურსებთან დაკავშირებით, რომელიც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა (როგორ მოგვწონდა, რამეს ხომ არ შევცვლიდით). აქ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით მოგვეწოდებოდა ცოდნა, ვიდრე უნივერსიტეტში, რადგან ლექტორებიც სათანადოდ იყვნენ შერჩეულები და ჯგუფიც წარმატებული, მოტივირებული სტუდენტე-ბისგან იყო დაკომპლექტებული. შოთას შერ-ჩეული ჰქონდა ის პრაქტიკული აუცილებელი საგნები, რომლებიც არ იყო გათვალისწი-ნებული უნივერსიტეტებში, რამაც უპირა-ტესობა მომანიჭა სხვა სტუდნეტენთან შედარებით. სწორედ ამ კურსებზე შეძენილი ცოდნის წყალობით ჩავირიცხე შვეიცარიაში ბიოფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.
ა/წ 12 აპრილს საქართველოს პარლამენტში შევხვდით პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გიორგი ვოლსკის
მიჭირს ბატონ შოთაზე წარსულში საუბარი. მისდამი დიდი სიმპატიით ვიყავი განწყობილი, მან უამრავ ქართველ სტუდენტს გაუკვალა გზა უდიდესი სასწავლო ცენტრებისკენ, ისინი დღეს კორიფეები არიან. მის მიერ უნივერსიტეტთან დაარსებული ინსტიტუტი გარკვეული ინტელექტის აკუმულაციის ადგილი იყო.
ბატონი შოთა გავიცანი ნიუ-იორკში, მაშინ როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო წარმომადგენლობა გადავიდა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სადაც დიპლომატიური მისიით ვიმყოფებოდი. ახალ ჩასულებს ბატონმა შოთამ თანადგომა გაგვიწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბატონი შოთას ოჯახში, მისი და მისი მეუღლის ქალბატონი ნანა ლეგრანის სტუმართმოყვარეობით, საქართველოში ვიგრძენით თავი და ჩვენ მათი ხშირი სტუმრებიც გავხდით.
მასზე გადაჭარბებით არ მინდა ვისაუბრო, რადგან იგი ძალიან თავმდაბლი იყო, თუმცა აუცილბლად უნდა ითქვას, რომ მისმა პიროვნულმა თვისებებმა ბევრი განაპირობა. ის იყო ნამდვილი ქალაქელი, საზოგადო მოღვაწე, სანდო ადამიანი, ხელგაშლილი, მაღალი დონის ექსპერტი. ძალიან სერიოზული თანამდებობა ეკავა ამერიკის წამყვან კომპანიაში “AT&T”.

პროფესორი ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხემძღვანელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. საქართველოს ამერიკის შესწავლის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ვასილ კაჭარავა.
ბატონი შოთას შესახებ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ვიცი. პირველ რიგში ჩვენ ოჯახები გვაკავშირებდა ერთმანეთს. მისი ძმა – ბადრი ვაშაკიძე ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ და სწორედ აქედან ვიცნობდი. მათი ძმობა განსაკუთრებული მეგობრობით, ურთიერთთანამშრომლობით, მხარში დგომით და სიყვარულით გამოირჩეოდა.
ჩვენი საქმიანი-მეგობრული დაახლოება გაგრძელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სადაც 1994 –1998 წლებში საელჩოში ვიყავი საქართველოს დესპანი.
ქართველებზე მზრუნველი შოთას ოჯახი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ძალიან ცოტა შემხვედრია, სამშობლო რომ ესე ყვარებოდეს და ერთგულად ემსახურებოდეს, თორემ მოგეხსენებათ ლაპარაკი ყველას შეუძლია.
ბატონი შოთა, მისი პროფესიონალიზმის დამსახურებით ყოველთვის მაღალ თანამდებობეს იკავებდა, თუმცა მუდმივად განიცდიდა ნოსტალგიას თავისი ქვეყნის მიმართ. მას ძალიან უყვარდა სამშობლო და მისი წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. მე, ჩემი ოჯახი და საელჩოს სხვა წევრები ყოველგვარი საქმიანი ინტერესების გარეშე არაერთხელ ვყოფილვართ სტუმრად მასთან, უბრალოდ როგორც ქართველი ქართველთან და მეგობარი მეგობართან.
ბატონი შოთა ძალიან ბევრს აკეთებდა და თანამშრომლობდა საქართველოს საელჩოსთან. გამუდმებით გვეხმარებოდა თავისი კავშირებით ამერიკულ საზოგადოებაში, სამეცნიერო წრეებში. ასევე გვედგა გვერდში ჩვენ, ამერიკის შესწავლის ასოციაციას და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტს, ამერიკის საელჩოსთან ურთიერთობებში, რადგან ამერიკის მოქალაქე იყო და მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა, ამიტომ ჩვენ წინსვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
ამერიკის შესწავლის ასოციაცია ყოველწლიურად აწყობდა კონფერენციებს, რომლებიც ეხებოდა ამერიკას - მის ისტორიას, კულტურას და იქაურ ცხოვრების სტილს. ბატონი შოთა იყო სექციის ხემძღვანელი და საპატიო სტუმარი, რომლის მოხსენებებიც დიდ ინტერესს იწვევდა.
პიროვნება, როგორიც ბატონი შოთა იყო ძნელად წარმოსადგენია, სულ მცირედზეც კი, რომ არ ელოდებოდი ყველანაირად დაგეხმარებოდა და ამოგიდგებოდა გვერდში. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის ძალიან ამაყობდა თავის შვილებით და მათი წარმატებებით.

შოთა ჩემთვის იყო მასწავლებელი, რომელმაც დამანახა, მასწავლა და დამეხმარა ამერიკის შეცნობაში, მისი ღირებულებების აღქმაში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის ბატონი თამაზ დარჩიძის ჩანაწერები შოთას შესახებ
2015 წლის მიწურულს დავიწყე მუშაობა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. ამ რთული სტარტის პერიოდში დამიკავშირდა ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი შალვა სიხარულიძე და დიდხანს მესაუბრა ჩემთვის უცნობი პიროვნების, ბატონი შოთა ვაშაკიძის შესახებ, რომელსაც შეეძლო დახმარების გაწევა. ბატონ შოთასთან შეხვედრის შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გამეშვა. ალბათ წარმოგიდეგენიათ, თუ როგორი ძვირფასია შორეული ქვეყინდან მცირე ხნით სამშობლოში ჩამოსული ადამიანისათვის თითოეული წუთი, როცა მასთან შეხვედრას ელიან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ასეთ დროს ბატონი შოთა იჩენს დიდ საზოგადოებრივ, მოხალისეობრივ ინიციატივას და მთელ დღეს ატარებს ბოტანიკურ ბაღში, არა უბრალოდ დასასვენებლად, არამედ ბაღის საჭიროებებზე მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, დახმარების გზების ძიებისათვის. ეს იყო ჩემთვის დიდი სინათლე იმ რთულ დღეებში და თუ გნებავთ პირადი მხარდაჭერაც კი. ჩვენი დისკუსია მოგვიანებით საქმიან კონტაქტში გადაიზარდა, საქველმოქმედო ორგანზიაცია "კვალსა", რომლის პრეზიდენტიც გახლდათ ბატონი შოთა, და ბაღს შორის გაფორმდა თანამშორლომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბოტანიკური ბაღის კოლექციებისათვის საინტერესო მასალის შემოტანას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სასათბურე მეურნეობის განვითარებას. მოგვიანებით, ბატონმა შოთამ გამოგვიგზავნა მუხის, ფიჭვის, ნაძვის, სექვოიას საინტერესო და იშვიათი სახეობების თესლები, რომელთა გამრავლების პროტოკოლების შექმნაზე ბაღი დღემდე მუშაობს, მიღებულია ზოგიერთი მათგანის აღმონაცენი, რომელიც სულ მალე შეურთდება ბაღის ცოცხალ მცენარეთა კოლექციას. ბატონ შოთასთან ერთად დიდი გეგმები გვესახებოდა, მათ შორის იყო ბოტანიკური ბაღისთვის პროფესიული კადრების მომზადების ინიციატივა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება საქმიანი და მუდამ მხარდაჭერისათვის განწყობილი ბატონი შოთა ვაშაკიძე!
ოჯახი

ბატონი შოთას ცხოვრების მეგზური, სკოლის მერხიდან უერთგულესი, კეთილშობილი ქალბატონი ნანა ლეგრანი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად, პირველი და ერთადერთი ინგლისურ–ქართული ინტერნეტ–ლექსიკონის შექმნაზე. ყველა პროექტის განხორციელებისას კი მხარში ედგა მეუღლეს.
ბატონი შოთას შთამომავლობა დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არასდროს ივიწყებს საქართველოს.
მისი ქალიშვილი ნია – ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტის კონსულტანტია.
ნიას მეუღლე – მარკ პერი არის ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი.
საქართველოში სამი წელი იყო აშშ ელჩის მოადგილე.
მისი ვაჟი ივანე (ივა) – უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მაღალი ტექნოლოგიების და პროგრამული საინჟინრო პროგრამების დირექტორი. მისი მეუღლე – სტეფანი არის კომუნიკაციების სპეციალისტი.
შვილიშვილები სკოლის მოსწავლეები არიან.
შვილიშვილები სკოლის მოსწავლეები არიან.
დასკვნა
„უწარსულოდ ვერ მოვიძიებთ სამომავლო გზებს“:
ბატონი შოთას ბიოგრაფიის გაცნობამ და მის მეგობრებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ მონდომებით ცდილობდა იგი მნიშვნელოვანი კავშირის ე.წ. უხილავი ხიდის განმტკიცებას ამერიკასა და საქართველოს შორის. ბატონი შოთა ჩვენთვის ღირსეული მაგალითია.
ჩვენმა თაობამ უნდა გავითავისოთ, რომ პირნათლად ვატაროთ და დავიცვათ ქვეყნის მომავლის ღირსება, ისე როგორც ამას აკეთებდა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ბატ. შოთა ვაშაკიძე. ეს კი, გვაძლევს მომავლისკენ ხედვის ძალას.

ფოტოგალერეა
გამოყენებული ლიტერატურა:
- საერთაშორისო ასოციაცია „კვალის“ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ავტორთა რჩეული.
- ვანო ჩხიკვაძე „დასავლეთის ფანჯარა“
- გაზეთების სტატიები და პუბლიკაციები.
- აუდიო და ფოტო მასალები ელექტრონული ვერსიები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა თემა სიგელით. მოსწავლე ახალგაზრდულ ეროვნული სასახლეის მოსწავლეთა 73-ე სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენციის საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში მოპოვებული გამარჯვებისათვის.
ქეთი ზივზივაძე და თამუნა ხურცილავა
მეცნიერებათა აკადემია |
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
ურთიერთობების სექცია |
თემა ასევე გაშუქდა გაზეთ “ახალ განათლებაში” 2019 წელი №18.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა 2021 წელს გამოსცა ამერიკის შესწავლის საკითხების მე-8 კრებული, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებს და როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკლევარების ნაშრომებს აღნიშნული მიმართულებებით. კრებულში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სტატიამ ბატონი შოთა ვაშაკიძის შესახებ, სახელწოდებით ,,შოთა ვაშაკიძის ღვაწლი - როგორ ააშენა სამშობლოს ღირსეულმა შვილმა ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის“. სტატიის ავტორი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი ნინო ხურცილავა. ავტორი გვიყვება ბატონი შოთა ვაშაკიძის მოღვაწეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, აღწერს რა მის უმნიშვნელოვანეს, შეუფასებელ როლს ქართული მეცნიერების განვითარების, ქართველი პროფესორ-სტუდენტების მხარდაჭერის, ქართული კულტურის აშშ-ში ღირსეულად წარდგენის პროცესში; სტატია მოგვითხრობს ბატონი შოთა ვაშაკიძის, როგორც მესამე თაობის ემიგრაციის ღირსეული წარმომადგენლის მიღწევებისა და ღვაწლის შესახებ.
P.S.
ამონარიდი პროფესორ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ბ-ნ ანზორ ხელაშვილის სტატიიდან (გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“,
15 აპრილი 2019 წელი):
შოთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შევიდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1973 წელს. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტში. 1975-1991 წლებში კი მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო 1991-92 წლებში - შეთავსებით თეორიული ფიზიკის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა ასპირანტების სამეცნიერო მუშაობას. შოთა 1989-90 წლებში მიავლინეს ფრასკატის (იტალია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, როგორც მიწვეული პროფესორი. 1993 წლიდან იგი სამეცნიერო კვლევებს ატარებდა აშშ-ს უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკის და ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით. სწორედ ამ პერიოდში შეასრულა შოთამ თავისი ფუნდამენტური გამოკვლევები ველის კვანტური თეორიის მოწინავე ფრონტზე საზღვარგარეთელ კოლეგებთან ერთად მას ეკუთვნის გამოკვლევები ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა სუპერგრავიტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ შოთა პირველი ქართველი მეცნიერი იყო, ვინც ამ ურთულეს და პრესტიჟულ სამეცნიერო დარგს მოეკიდა. მან შეასრულა და გამოაქვეყნა ნაშრომები კოვარიანტულად და კვანტულ 10 განზომილებიან გრინშვარცის სიგმა მოდელში, მიიღო მოძრაობის განტოლებები სუპერგრავიტაციულ იანგ-მილსის თეორიაში, დაამუშავა სუპერსივრცეების გეომეტრია და მისთვის სუპერსიმების შესწორებანი. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ძლიერად ბმული სისტემების მაგნიტური მომენტების გამოთვლა და არაწრფივ კვანტურ მოდელებში ბოგოლიუბოვის გარდაქმნის გამოყენება, ჩარმონიუმის სპექტრების აღწერა ლოგარითმული პოტენციალით და სხვ. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევებში უხვად იყენებდა კომპიუტერული გამოთვლების მეთოდებს, რაც მაშინ ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო უმრავლესობისთვის.