ნიკო თოფურია
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მაშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამ ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ბრძოლა დაიწყო 1939 წელს საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის. საქართველო საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო. ომში 300 000 ქართველი დაიღუპა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ერისათვის კატასტროფული დანაკარგი იყო.
ზოგი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ზოგიც ტყვედ ჩავარდა, ზოგსაც ბედმა გაუღიმა და შინ დაბრუნდა.
ომის დამთავრების შემდეგ ქართველმა ტყვეებმა ქართული სათვისტომოს დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწიეს. ემიგრანტთა შორის იყვნენ ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: დიმიტრი სინჯიკაშვილი, გაზეთ "ქართული აზრის" დამაარსებელი გ. ზალდასტანი, ა. კეკელია, გ. მორალიშვილი.
თუმცა იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც უცნობია საზოგადოებისთვის. ისინი უანგაროდ ემსახურებოდნენ სამშობლოს. მათმა უმეტესობამ ვეღარ შეძლო შინ დაბრუნება და სამუდამო განსასვენებელი უცხო ქვეყანაში ჰპოვა.
ჩემი მიზანია გაგაცნოთ, ნაკლებად ცნობილი ემიგრანტის ცხოვრება რომელიც 1951 წლიდან აშშ-ი ცხოვრობს და აქტიურად მოღვაწეობს ქართველთა სათვისტომოში.
ნიკო თოფურია ქართული ემიგრაციის ცოცხალი მატიანეა, რომლის თვალწინ მთელმა ეპოქამ გაიარა. მისი ემიგრანტული ცხოვრება მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტყვეთა ბანაკში დაიწყო და ამერიკის შეერთებული შტატების ქართველთა სათვისტომოში გაგრძელდა.
Mნიკო თოფურიას ბიოგრაფია შესანიშნავი დასტურია იმისა თუ რა გადაიტანა მეორე თაობის ემიგრაციამ ანუ იმ ემიგრაციამ, რომელიც ტყვედ ჩავარდა.
1918 წლის 15 დეკემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში, დომენტი და დონია თოფურიების ოჯახში, დაიბადა ვაჟი, რომელსაც დიდი ბაბუის პატივსაცემად ნიკოლოზი დაარქვეს.
თოფურიების წინაპრები ხუნწში ქალაქ აბაშიდან ჩამოსახლებულან. აღსანიშნავია, რომ მეგრული სიტყვა "თოფური" ქართულად თაფლს ნიშნავს.
თოფურიებს ექვსი შვილი ჰყავდათ, ზაფხულის არდადეგებისას სოფელში სტუმრად ჩამოსულმა ლადი თოფურიამ, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო "ბაიასავით"’ გაყვითლებული ნიკო, რომელსაც ჰეპატიტის დაავადება აღმოაჩნდა, თბილისში ექიმთან წაიყვანა. ნიკოს ბიძას, პლატონს და მის მეუღლეს დარიკო თოფურიებს შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს ნიკო ეშვილათ.
სიშორე დედისადმი სიყვარულს, სოფლის მონატრებას აღრმავებდა. სოფელში მშობლებთან, დებთან და უსაყვარლეს ძმასთან დათიკოსთან ჩასვლა უბედნიერესი წუთები იყო ნიკოს ცხოვრებაში.
1937 წელს თბილისის 32-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. 1938 წელს ჩაირიცხა კიდეც უნივერსიტეტში. საგანი, რომელსაც "თვალით უხილავის გონებით ხილვა სჭირდება" ძალიან უყვარდა.
სტუდენტობის მეორე წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ნიკო თოფურია 1941 წლის სექტემბერში ჯარში გაიწვიეს, დეკემბერში იგი როსტოვის ფრონტზე გაიყვანეს, რომელსაც ცხრა თვე გაუძლო.
1942 წლის სექტემბერში, კავკასიაში ყუბანის სადგურ "გარიაჩი კლუჩის" მიდამოებში ბრძოლისას ფეხში დაიჭრა. ამ ფაქტს ბატონი ნიკო ასე იხსენებს: ნაღმმტყორცნელთა ნაწილში ზურგით პატარა ზომის ნაღმმტყორცნები უნდა ეტარებინათ, თოფი ხან ქონდათ ხან-არა. ერთ-ერთი ბრძოლისას გერმანელებს მოულოდნელად წააწყდნენ. მათ ტყვიები დაუშინეს, ნიკოს ტყვია ფეხში მოხვდა და ტერფი დაუზიანა. გონზე მოსვლაც ვერ მოაწრო, გერმანელების ხმაური გაიგო. მიხვდა რაშიც იყო საქმე და შიშისგან იქვე გაშეშდა. გერმანელი თავზე დაადგა და წასვლა უბრძანა ბატონმა ნიკომ ხტუნვა-ხტუნვით მიაღწია ადგილს, სადაც გერმანელმა მიუთითა. გერმანელებმა იგი დამხმარე პუნქტში მიიყვანეს, სადაც ჭრილობა შეუხვიეს და წითელი ჯვრის ავტომობილით დაჭრილებთან ერთად კრასნოდარში წაიყვანეს. იქ დაჭრილი გერმანელები საავადმყოფოში დააწვინეს, ხოლო ტყვეები - ბანაკში გაანაწილეს. მათი დღიური ულუფა ხორბლის ბურღულის ნახარში და ორი ნაჭერი პური იყო.
მიუხედავად ყველაფრისა ბატონი ნიკო მადლიერი იყო ბედის, რადგან ცოცხალი გადარჩა. გაზაფხულზე ნიკო სამუშაოდ ბატალიონში გაგზავნეს, რომელიც ქართველი და აზერბაიჯანელი ტყვეებისგან შედგებოდა. სამუშაოდ წასვლა მისთვის ბედნიერება იყო, რადგანაც მინდორში კარტოფილს ან სიმინდის ტაროს პოულობდა ან ვინმე ღვთისნიერი სახლიდან საკვებს გამოუტანდა.
1942 წელს ფრონტის ხაზზე ნაღმი აფეთქდა, ნიკო მარჯვენა ფეხში დაიჭრა და როსტოვის საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც კრაკოვში გადაიყვანეს. აქ გაიცნო გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც სანიტრად მუშაობა შესთავაზა.
შიმშილმა და აუტანელმა პირობებმა ნიკო და მასთან მყოფი ქართველები იძულებული გახადა მოხალისეთა არმიაში ჩაწერილიყო, თუ გერმანელები საქართველოში შევიდოდნენ, ამ მოხალისეებს უნდა დაეცვათ საქართველოს ინტერესები.
1944 წელს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პორდენონეში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი. ამ ჰოსპიტალის მთავარი ექიმი, ეროვნებით იტალიელი, ქართველების დიდი მოყვარული იყო. მან ბევრი ქართველი დანიშნა საავადმყოფოში მაღალ თანამდებობაზე. ქართველთა შორის იყვნენ ექიმები, ფერშლები და დამხმარე პერსონალი, რომლებსაც სანიტრებს ეძახდნენ. მათ შორის იყო ექიმი გრიშა ოთარაშვილი. სამხედრო ჰოსპიტალში ნიკოს სამზარეულოს სურსათით მომარაგება ევალებოდა. აქ მას საკუთარი ოთახი ჰქონდა.შეეძლო ქალაქში გასვლა-გასეირნება, ქალაქის სიძველეების და არქიტექტურის დათვალიერება. სამზარეულოში მუშაობისას გაიცნო ადგილობრივი მცხოვრები, იტალიელი ქალბატონი, სახელად ელენა, რომლის დახმარებითაც შეძლო ჰოსპიტალიდან გაპარვა.
ომი გერმანელების მიერ უკვე წაგებული იყო და ცოცხლად გადარჩენილი ყოფილი ტყვეები იმედოვნებდნენ, რომ გამარჯვებული რუსეთი მათ აპატიებდა ტყვედ ჩავარდნას. მეორე მსოფლიო ომში გერმანელ და საბჭოთა არმიებს შორის ბრძოლა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებით დასრულდა. ამ საშინელ ომში საქართველომ დიდი დანაკარგი განიცადა. შინ ვერ დაბრუნდა 300 000 ქართველი, რამაც ზიანი მიაყენა საქართველოს გენოფონდს.
ომი უკვე დამთავრებული იყო, გაქცეულმა ბატონმა ნიკომ თავი იტალიელი პარტიზანების ბანაკს შეაფარა, სადაც დაახლოებით სამი თვე დაჰყო. მოგვიანებით, ბანაკი დაიშალა. ნიკომ იტალიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რომელიც მიიღო კიდეც. მშვიდობიან პერიოდში საჭირო გახდა საარსებო ლუკმა პურის შოვნა. მუშაობდა საწყობში მტვირთავად, სადაც საჭმელი უფასო იყო და შეეძლო ფულის დაზოგვა.
ამ პატარა ქალაქში მას უკვე ყველა იცნობდა. ზოგი "ჯორჯიანოს" ეძახდა, ზოგიც "რუსოს"’, ზოგიც კი "ნიკოლას".
სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში ბატონმა ნიკომ ბევრი გაჭირვება გადაიტანა, თუმცა მეგობრებიც შეიძინა. ერთ დღეს, ქალაქში ნაცნობი სომეხი შეხვდა, რომელმაც ქართველი ექიმი გრიშა ოთარაშვილი გააცნო, რომლისგანაც გაიგო, რომ შესაძლებელი იყო ამერიკაში ემიგრირება.
ყოფილ ტყვეებს არ სურდათ სამშობლოში დაბრუნება რადგან, საბჭოთა კავშირი ტყვედ ჩავარდნილებს არ სცნობდა საკუთარ მოქალაქეებად, მათ მოღალატეებად თვლიდნენ. ისევე, როგორც ქართველების უმეტესობამ, ნიკომაც გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება. ქართველების სპონსორი "ტოლსტოი ფოუნდეიშენ" გახლდათ, რომლის დირექტორი ბაგრატიონების ერთი-ერთი შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ ბაგრატიონი იყო.
ამერიკაში იმჟამად ცხოვრების დაწყება ადვილი იყო, რადგანაც ემიგრანტებს პრეტენზია არ ჰქონდათ ფუფუნებაზე. უბრალო მუშის დასაქმება კი არ ჭირდა.
1932 წელს, ნიუ-იორკის შტატის სამმართველოში, მცირერიცხოვანმა ქართველთა ჯგუფმა, გააფორმა ქართული სათვისტომოს არსებობა. ქართული ასოციაციის დამფუძნებლები იყვნენ ბ-ნი დიმიტრი ალავიძე, თავადი სიკო ერისთავი, ბ-ნი ვანო კობახიძე, ბ-ნი პავლე კვარაცხელია, თავადი გიორგი მაჩაბელი, თავადი ირაკლი ორბელიანი.
ქართველთა სათვისტომოს მიზანი იყო ინფორმაცია მიეწოდებინათ საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის თუ ცალკეული პირებისათვის, დახმარების ხელი გაეწვდინათ ამერიკაში ჩასული ქართველებისთვის.
1951 წელს ნიკო ამერიკაში ჩავიდა. სათვისტომოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ლეო დუმბაძე და ქალბატონი ელზა ცომაია ნიკოს მხარში ამოუდგნენ.
ნიუ-იორკის გარეუბანი - კოლეჯ პოინტი 50-იან წლებში გახდა ქართველების საცხოვრებელი ადგილი. აქ ფუნქციონირებდა ქარხანა, სადაც ქაღალდის ჭიქებს ამზადებდნენ. გასამრჯელო დიდი არ იყო, თუმცა დამატებითი საათებით შესაძლებელი იყო კარგი თანხის მიღება. ამ ქარხნის დირექტორი ბატონი თევდორე გაბელაია პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ემიგრანტი იყო. ქარხანაში 1500 კაცი მუშაობდა. დღეში 10 მილიონი სხვადასხვა ზომის ქაღალდის ჭიქა მზადდებოდა. ეს იყო მძიმე შრომა. თუმცა დაშინებული ადამიანებისთვის იგი მუდმივ სამუშაოს უზრუნველყოფდა. ქარხანაში იტალიელი ემიგრანტებიც მუშაობდნენ, ისინი ქართველებს ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარებოდნენ.
ევროპიდან ლტოლვილთა ნაკადი, მათ შორის ქართველებიც, ამერიკისკენ მიედინება. აქ ჩასულ ქართველებს ადრე ჩასულები მასპინძლობენ. ნიკოს ერთ-ერთი სტუმარი გიორგი მორალიშვილი იყო, რომელიც ქართველთა სათვისტომოსთან აქტიურად თანამშრომლობდა. ქართველები ერთმანეთთან მეგობრობდნენ, მათი დარდი და წუხილი საქართველო იყო.
ნიუ-იორკში ჩამოსვლიდან რამდენიმე წელში, 1957 წელს, ნიკო თოფურია თბილისში დაბადებულ ქალბატონ ელისაბედ რამიშვილზე დაქორწინდა. იგი ნოე რამიშვილის ნათესავი გახლდათ.
ელისაბედი კარგი მეოჯახე გამოდგა. მათ გოგონა, ნინო შეეძინათ. ნინოს სამი შვილი შეეძინა ბილი, ნიკო და დენი.
ნიკოსა და ელისაბედის დაოჯახებისას დიდი პრობლემა უბინაობა იყო. დანაზოგით და ქართველთა სათვისტომოს დახმარებით მათ შეიძინეს სახლი. ნიკოს სახლის შესაკეთებლად სხვადასხვა ხელობის შესწავლა მოუხდა. გარკვეული დროის შემდეგ ნიკომ მეზობლების დახმარებით სახლი შეაკეთა. ამ სახლში დღესაც იმართება წვეულებები საქართველოდან ჩასული სტუმრებისთვის.
საშუალო ხელფასზე მყოფი კაცისთვის სახლის შეძენა მიღწევა იყო. სახლის პირველი სართული მიტო სინჯიკაშვილს - გაზეთ "ქართული აზრი"-ის რედაქტორს დაუთმეს. ნიკო ამ გაზეთის ექსპედიტორი იყო. ამ გაზეთების ორიგინალები დღესაც ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის არქივსა თუ საჯარო ბიბლიოთეკაში.
1969 წელს ბატონი ნიკო თოფურია ქართული სათვისტომოს მდივნად აირჩიეს და მიუხედავად ასაკისა, დღესაც ემსახურება ამ საქმეს.

მაშინ როდესაც ნიკოს ცხოვრება ამერიკაში დუღდა, სამშობლოში მის ოჯახს ის დიდი ხნის გამოგლოვილი ჰყავდა. დედა 43 წლის ასაკში შვილზე დარდით გარდაიცვალა (თოფურიების ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომელიც მათ ნიკოს გარდაცვალებას აუწყებდა).
Nნიკოს სიმამრს მიმოწერა ჰქონდა დასთან თბილისში. ნიკომ ოჯახის სურათთან ერთად წერილი გამოაგზავნა პლატონ ბიძასთან და დარიკო ბიცოლასთან. სამწუხაროდ ბიძა უკვე გარდაცვლილი იყო.
Dდიდი ხნის გამოტირებული ნიკოს გამოჩენა, რომელიც ცოცხალი და ჯანმრთელი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი სიხარული იყო ახლობლებისთვის.
შემდეგ დაიწყო სახელმწიფოებს შორის კულტურული გაცვლა-გამოცვლის ხანა. ქართველი მოცეკვავეები ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით ჩადიოდნენ ამერიკაში. მათთან ყოველი შეხვედრა რომანტიულ ხასიათს იღებდა. ნიკოს სახლი იყო შეხვედრების ადგილი. ნიკოს და ელისაბედის ქართული ოჯახი ყოველ წელს იხდიდა ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულს "მადლიერების დღეს".
"ამერიკის დიდი ქალაქები, ცათამბჯენები, რკინიგზით დაქსელილი და ზღაპრული ტყე-პარკებით თუ გაზონებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი გზატკეცილებით, აეროპორტებით თვალწარმტაცი სანახავია. ვინც აქ არ ცხოვრობს ეჩვენება თითქოს ამერიკაში ადამიანებს პრობლემები არ აქვთ. ამერიკაში ადამიანებს აქვთ პირობები განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები,"’ - წერს ბატონი ნიკო წიგნში "სადაურსა სად წაიყვან"’, რომელიც 1998 წელს გამოსცა.
Yმიუხედავად საინტერესო ცხოვრებისა, ყველა ემიგრანტის ოცნება სამშობლოში დაბრუნება იყო. ბატონი ნიკო აღმოჩნდა იმ ბედნიერთა შორის, რომელსაც სამშობლოში ჩამოსვლის ოცნება აუხდა.
1996 წელს 76 წლის ასაკში 55-წლიანი განშორების შემდეგ, ნიკო თოფურია საქართველოში ჩამოვიდა. იგი მაშინ სამოცდათექვსმეტი წლის იყო.
საქართველოში ქართულად მოსაუბრე ადამიანების ნახვა, საკუთარ ოჯახში დაბრუნება მისთვის ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო.

თბილისში ბატონმა ნიკომ მოინახულა მშობლიური უნივერსიტეტის ეზო, ქიმიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის ნაცნობი და უცნობი ადგილები.
განსაკუთრებით მტკივნეული იყო მშობლიურ სოფელში ჩასვლა. ქალაქი მარტვილი, სოფელი ხუნწი, მდინარე ნოღელა, მეგრული ოდა ... ნიკოს თვალწინ დაუდგა ბავშვობის წლები, დედა რომლის გარდაცვალებაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებს და რომელსაც დიდი სიყვარულით იხსენებს.
მოგვიანებით სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ნიკო ისევ ნიუ-იორკში გაემგზავრა და ქართველთა სათვისტომოსთან ერთად დღესაც 92 წლის ასაკში საქართველოზე ფიქრით ცხოვრობს.
2010 წლის ივლისში ქალიშვილთან ნინოსთან და შვილიშვილ ნიკოსთან ერთად, საქართველოს მეორედ ეწვია და ისევ დიდი სიყვარულით დამუხტული, თვალცრემლიანი გაემგზავრა მეორე სამშობლოში.