ვახტანგ ჯობაძე
„როდესაც ღმერთი სამშობლოს სიყვარულსა და სხვა ამგვარ მცნებებს ზეციდან მოკვდავებისთის აფრქვევდა, ჩვენ ქართველებს „ზონტიკი“ გვეჭირა და ახლაც ვერ მოვსულვართ გონზე“
ვ.ჯობაძე
ბატონი ვახტანგ ჯობაძე სახელოვანი თანამემამულე, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი - მედიევისტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ტაო-კლარჯეთის და შავი მთის ქართველთა კოლონიის უბადლო მკვლევარი, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის დეპარტამენტის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ქართველ მეცნიერთა იმ პლეადას მიეკუთვნებოდა, ვინც თბილისის უნივერსიტეტის სრული კურსი დიდი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გაიარა.
დაიბადა თბილისში, 1917 წლის 18 მარტს. მამა ნიკოლოზი პროფესიით ეკონომისტი იყო, რომელსაც პარიზში მცხოვრები ქალბატონი თაქთაქიშვილი ანგელოზად მოიხსენიებს, დედა ეკატერინე.
1935 წელს სკოლა დაამთავრა. 1940 წელს – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურაში გიორგი ჩუბინაშვილთან მოხვდა, მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე: “სამცხის ათაბაგების პორტრეტული გამოსახულებები საფარასა და ჭულეში” და თითქოს გამოიკვეთა მისი მომავალი მოღვაწეობის კონტურები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ძირფესვიანად შეცვალა ვ. ჯობაძის შემდგომი ცხოვრება.
მართალია, მას, როგორც უნივერსიტეტის ასპირანტს, “ჯავშანი ჰქონდა” და ფრონტზე გაწვევა არ ეხებოდა, მაგრამ სრულიად ყმაწვილი მოხალისედ წავიდა ომში, ტყვედ ჩავარდა და ტყვეობის ჯოჯოხეთიც გამოიარა. ახალ ტყვეთა ბანაკში გადასვლას ბატონი ვახტანგი დიდი ტანჯვით იხსენებს: „აქ დაიწყო ტყვეობის ნამდვილი კოშმარი, რაც დღითი დღე უარესდებოდა,ბანაკს იმდენი ტყვეები ემატებოდა რომ კაცი დასაჯდომ ადგილსაც კი ძნელად იპოვდა. საზრდო თითქმის არ გვქონდა, დაიწყო შიმშლობა, დაავადებები და სიკვდილიანობის გახშირება. მდგომარეობამ კოშმარულ დონეს მიაღწია, როდესაც ჯარისკაცები მკვდარი ამხანაგის ხორცის ჭამასაც არ ერიდებოდნენ. მაგრამ ბატონმა ვახტანგმა გომასავლი იპოვა და ბანაკში სამაზერულო ააშენა, რამაც მდგომარეობა ცოტათი გამოასწორა. მაგრამ ყოველგვარი დაავადება მათ დღეებს თითებზე ითვლიდა. ამ სასოწარკვეთილ ხანაში, ბანაკში გამოცხადდნენ ძველი ქართველი ემიგრანტები, რომელთა უმრავლესობამ სამშობლო მიატოვა და უცხო ქვეყანაში ლტოლვა არჩია. ისინი სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდნენ ქართველი ტყვეების სიკვდილის ბანაკიდან დახსნას. ბატონი ვახტანგი იქიდან გამოიყვანეს გვარი შეუცვალეს, როგორც პავლე ციციშვილის ნათესავს და გაამწესეს ბრადენბურგის მონადირეთა დივიზიაში, როგორც „შოფერი“. დიდი წვალების შემდეგ ის ჩავიდა გერმანიაში. შვიდ ყმაწვილთან ერთად, დღის ნახევარს მოტორების მოქმედების სწავლაში და ავტომობილის რეცხვაში ატარებდა, ხოლო მეორე ნახევარს კი სამხედო ვარჯისში. სამხედრო სამზადის-სწავლება დაძაბული არ ყოფილა. ბატონი ვახტანგი ქალაქში ხშირად დადიოდა გაოცებული იყო გერმანელი ხალხის საქციელით. უაღრესი სისუფთავე, წესრიგი და საქმიანობა „ადამიან-ფუტკრებისა“ მისთვის თავბრუდამხვევი იყო, ამ ერის კულტურამ და ღირსებებმა მასზე უაღრესი შთაბეჭდილება მოახდინა. 1944 წლის ბოლო თვეებში, ყველასთვის აშკარა იყო რომ გერმანია ომს აგებდა, ხალხს საგრძნობი შიში დაეტყო . გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც მთელ ერს დამბლა დაეცა. აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა და ბატონი ვახტანგიც დიდმა შიშმა შეიპყრო. თავის ქვეყანაში ვერ გადადიოდნენ ამიტომაც მან და მისმა მეგობარმა როზმარიმ თავი ტყეს შეაფარა.ცუდი ამინდის დროს, მახლობელ ნაცნობ გლეხთან მიდოდნენ, რომლიც კვებავდა და ბოსლის სხვენზე თივაში აძინებდა. გული ტკიოდა, რომ მის გამო როზმარიც იზიარებდა ასეთ სახიფათო ცხოვრებას. მათ ტყეში ცხოვრებას ვეღარ გაუძლეს და თავი როზმარის დედა-მამას შეაფაერს, რომელნიც თვითონ აფარებდნენ თავს ერთ კეთილშობილ მემამულეს რეგენსბურგის მახლობლად.
ბატონი ვახტანგი მამამისის საათს იხსენებს , რომელიც დაკარგვის შიშით ომიანობის დროს ერთ ოჯახს მიაბარა. როცა მიაკითხა სახლის ნაცვლად ნანგრევებიღა დარჩენილიყო, ბომბებს დაენგრია. ის არ დანებდა და ნანგრევების თხრა დაიწყო თავისი საათის პოვნის იმედით. ამ დროს პოლიციაც მოვიდა რომელმაც არ დაიჯერა რომ ვახტანგი გაფუჭბულ საათს ეძებდა, მათი აზრით მას ოქრო ვერცხლი სურდა და ვერ მიხვდნენ რა მნიშნელოვანი იყო მისთის მამის ნაჩუქარი საათი.
მართალია ცოცხალი გადარჩა, მაგრამ იცოდა რა, სამშობლოში დაბრუნებულს დახვრეტა ან გადასახლება არ ასცდებოდა, იძულებული გახდა უცხოეთში დარჩენილიყო და ცხოვრების 60 წელზე მეტი საქართველოს გარეთ გაატარა.
უცხოეთის ცის ქვეშ უთვისტომოდ დარჩენილმა, დიდი ტანჯვითა და წვალებით მოახერხა ესწავლა გიოტინგენის, ფრაიბურგის, ერლანგენისა და სორბონის უნივერსიტეტებში, სადაც მისი ლექტორები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები – ეგზისტენციალიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ფილსოფოსი კარლ იასპერსი, არქეოლოგი ალფონს შნაიდერი (ნოქალაქევის პირველი გათხრების ხელმძღვანელი 1930-31 წლებში) და ცნობილი ანდრე გრაბარი. 1949 წელს ვ. ჯობაძე ფილოსოფიის დოქტორი გახდა ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშზე – ხახულის ხატზე დაცული დისერტაციისათვის. წლების განმავლობაში, ვ. ჯობაძე მუშაობდა ევროპის ქვეყნების სიძველეთსაცავებში, სადაც იკვლევდა იქ გაფანტულ ქართულ ძეგლებს.
ვახტანგ ჯობაძემ 1953 წელს ამერიკაში მცხოვრებ თავის მეგობრებს სთხოვა მისთვის მოსაწვევი დოკუმენტები გაეგაზვნათ. მალე ნიუ-ორკში მყოფ თავად გურიელისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი და აფიდევიტი. ამავე წლის მაისში ნიუ-ორკში ჩამოვიდნენ: „გემის ცხვირიდან შევსცქერი ამ სანაქებო ქალაქს და გაბრუებული ვარ. ცათამბჯენი, თავლუწვდენელი შენობებით, „liberty”-ს ფიზიკური განსახიერებები, ჩირაღდნიანი უზარმაზარ შარავანდედიანი ძეგლით. მომადგა პოსტის ვიღაც მუშა, რომელიც ცდილობდა მსხვილი თოკებით გემის პოსტზე მიბმას. ეს პირველი ამერიკელი, რომელიც ამერიკაში შემხვდა მეკითხება: როგორ მოგწონს ამერიკა? - ნანახ განცდილით გაბრუებულმა ვეღარ მოვახერხე პასუხის გაცემა, მაშინ თითონვე მიპასუხა: კარგი ქვეყანაა, არავინ გკითხავს თუ ვინ არის მამაშენი."
მისი პირველი მასპინძლი იყო ბატონი სიკო ერისთავი, რომელსაც საოჯახო საქმეებში უნდა დახმარებოდა, რაშიც იგი გასამრჯელოს იღებდა. მეორე ქართველ-ამერიკელი იყო ცარისტული არმიის მაღალი ოფიცერი: ვანო ამილახვარი;
მესამე კი თავადი ემხუარი, რომელიც უსახსრობის გამო ,,ზანგების“ კვარტალში ცხოვრობდა: „ორიოდ გროშს რომ იშოვნიდა, ტკბილეულს ყიდულობდა და ზანგის ბავშვებს ურიგებდა. თავისი გულკეთილობის გამო, შავკანინაები დიდ პატივს ცემდნენ და როდესაც გარდაიცვალა, მისი ნეშთი არავის დაანებეს და მართლა მეფურად, ზანგური გალობით თითონ დაასაფლავეს.
ბატონი ვახტანგი ასევე დაუმეგობრდა ჩინებულ პიანისტს ირაკლი ორბელიანს; ლეო დუმბაძეს ქართველების სათვისტომოს თავმჯდომარეს; ჯუნა ახმეტელს რეჟისორ სანდრო ახმეტელის შვილს; გივი ფორაქიშილს, რომელსაც გერმანიიდან იცნობდა; გოგი ღოღობერიძეს, მამია ზაქრაძს, ალექსანდრე(შუშუა) სულხანიშვილს, ვანო ნანუაშვილს, დავით მდივანს, პროფესორ კირილე თუმანიშვილს.
ამერიკაში ჩასულმა სრული სამასხური იშოვა კოლეჯ პოინტში, სადაც დაიწყო მუშაობა ე.წ.Lliliy Tulip-ის კომპანიის ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც პარაფინით გასანთლულ ქაღალდის ჭიქებს ამზადებდა. მისი დირექტორი იყო თევდორე გაბელია, ვახტანგს მასთან მეგობრული ურთიერთბა ჰქონდა. ეს ქარხანა ქართველთა თავშსაფრად იქცა.
ბატონი ვახტანგი დიდ მადლიერებას გამოხატავს ჯონდი დადიანის მიმართ იხსენებს: „სამშობიაროში ჩემი მეუღლის და ახლადდაბადებული ვაჟის ყოფნა 4300 დოლარი დაჯდა, გადახდის გარეშე ბავშვის გამოყვანა შეუძლებელი იყო. სასოწარკვეთაში მყოფს ქართველთა სათვისტომოში ნინაობის დღეს ჩემთის უცნობმა კეთილშბილმა ჯონდი დადიანმა გადმომცა ჩეკი, ჩემი ვალის გადასახდელად. შოკოლადი და ყვავილები კი ჩემი ძვირფასი მეუღლისთვის გამომატანა.“ ინციდენტის გამო მოუწია სამსახურის დატოვება, ფული უკვე დაგროვილი ჰქონდა და ჯონდი დადიანს ვალი გადაუხადა.

ვახტანგ ჯობაძის მეუღლე ირინე შვილ მიხოსთან და დედასთან ერთად
მუშაობდა ჰარვარდის, იუტისა და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტებში, სადაც ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს განაგებდა. იგი უცხოეთში მოღვაწე ერთადერთი მკვლევარი იყო, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლასმიუძღვნა.მან დიდხანს იმუშავა ტაო-კლარჯეთის, ანტიოქიისა და კვიპროსის ქართულ ძეგლებზე, რაშიც განუზომელი იყო მისი მეუღლის, ფილოსოფიის დოქტორის, საფრანგეთის, ინგლისისა და ესპანეთის თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის ირინე ბიბერის ღვაწლი, რომელმაც საკუთარი 6-სართულიანი სახლი გერმანიაში, თავის მაღაზიებით, გაყიდა და აღებული თანხით, თითქმის მეოთხედი საუკუნე ამუშავა ნოსტალგიამოძალებული მეუღლე ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებზე.
ბატონმა ვახტანგმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას შეალია მთელი თავისი ენერგია.
ანტიოქია- ეს იყო ქალაქი სადაც პირველად შეიქმნა და წარმოიქმნა სიტყვა „ქრისტიანი“ მის დასავლეთ სანახებში იღწვოდნენ მონასტრები, რომელთა დიდი ნაწილი VI საუკუნის 20-იან წლებში კატასტროფული მიწისძრის შედეგად მიწასთან გასწორდა. X-XI ქართველებმა აღადგინეს. ანტიოქიაში 13 ქართული მონასტერი მოიძია, გათხარა მხოლოდ სამი, მათგან ორი – წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანე და წმინდა ბარლაამის მონასტერი – ადრექრისტიანული ხანისა. 1981 წელს კუნძულ კვიპროსზე აღმოაჩინა ღალიის მონასტრის ნანგრევები, რომლის გათხრებისა კონსერვაციის მეორე ეტაპზე 2006-2007 წლებში ქართველ მეცნიერების და სტუდენტების ჯგუფი მუშაობდა. უფრო გვიანდელი პერიოდისაა შავი ჯვრის უნიკალური ქართული ტაძარი “ძელი ცხოვრების”, იგივე ჯვრის მონასტერი. მეცნიერმა მოახდინა ამ იშვიათი ძეგლის ლოკალიზება, მოცემული ეპოქისათვის ნიშნეული სივრცითი ფორმებისა და ხუროთმოძღვრული სკულპტურის საშუალებით, დაასაბუთა ქართველ კირითხუროთა და ადგილობრივ ოსტატთაგან მისი აგების თარიღი – 1040 წელი. ნათელყო, რომ ქართველ ოსტატთა ხელობის კვალი სხვა მონასტრებსაც ჭარბად ატყვია.

ვახტანგ ჯობაძე ანტიოქიის მახლობლად
ქართლი ეკლესიის ნაშთის წიაღში.
თითქმის მეოთხედი საუკუნე შეალია ბატონმა ვახტანგმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა გამოვლენასა და შესწავლას. ამ მიზნით ხანმოკლე თუ ხანგრძლივი შემოქმედებითი მივლინებით არაერთხელ იმოგზაურა თურქეთში. მას აქ გრიგოლ ხანძთელის მიერ VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული და ამოქმედებული ყველა მონასტერი აინტერესებდა.
დიდი იყო მისი დაინტერესება დავით კურაპალატის დროს X საუკუნის შუახანსა და XI საუკუნის დასაწყისში აგებული მონასტრებითაც. არაერთგზის მოიარა არტანუჯი, ენირაბატის ეკლესია, რომელიც მისი ფიქრით შესაძლოა შატბერდი იყოს, აგრეთვე ბორჩხისა და იმერხევის ქართული დასახლებანი. სამწუხაროდ, რიგ მიზეზთა გამო, აქ არქეოლოგიური კვლევების ჩატარება ვ. ჯობაძემ ვერ შეძლო. არადა, იქ უნიკალურ ძეგლთა საქართველოა. ტაო-კლარჯეთში დღემდე მეტნაკლები მხატვრული და ისტორიული ღირებულების მქონე 300-მდე ქართული ძეგლია შემორჩენილი და მათი ერთი ნაწილი უკვე დანგრევის პირასაა მისული. “უკეთეს” ყოფაშია დოლისყანა, ხახული, პარხალი, რომლებიც უკვე მეჩეთებად გადააქციეს. უჭირს სამკონქიანი დიდი საკათედრო ტაძრის შესანიშნავ მოდელად მიჩნეულ ოშკს. 1973 წელს ვ. ჯობაძემ ოშკის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს ჩასმულ ფილაზე აღმოაჩინა ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავისა და დავით III მაგისტროსის (შემდგომში დავით დიდი კუროპალატის) გამოსახულებანი, რომელთა არსებობა მანამდე არცერთ მკვლევარს არ აღუნიშნავს. ვახტანგ ჯობაძემ თითქმის მთელი ცხოვრება უცხოეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენას და შესწავლას შეალია და მისთვის მუდმივი თაყვანისცემის ობიექტი მისი დიდი მასწავლებელი ივანე ჯავახიშვილი იყო. ისიც ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ უკანასკნელად საქართველოში ბატონი ვახტანგი ამერიკიდან სწორედ ივანე ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე ჩამოვიდა მოხსენების წასაკითხად.

ვახტანგ ჯობაძე და ლალი ჯავახიშვილი თბილისის უნივერსიტეტში კონგრესზე.
ვახტანგ ჯობაძის თხემით ტერფამდე ქართველობა არამარტო უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე მრავალწლიან ყურებასა და ტაო-კლარჯეთის ქართული მონასტრების ბერ-მონაზონთა მუდმივ შემწეობაში იკვეთებოდა, არამედ იგრძნობოდა სულ მცირე ნიუანსებშიც. თუნდაც მისი ქალ-ვაჟის ქართულ სახელებში (ეთერი და ოთარი/მიხო), ან იმ გაუცნობიერებელ სიჯიუტეში, რომლითაც იგი თავის მეუღლეს, გერმანელ ქალს “ქართულად” ირინეს ეძახდა და იმ ლამაზ, წმინდა ქართულშიც, რომლითაც იგი საუბრობდა. ვახტანგ ჯობაძეს – მსოფლიოში აღიარებულ, ევროპული და აღმოსავლური ენების მცოდნე მეცნიერს – არცერთი დღე არ უცხოვრია საქართველოს გარეშე, თავისი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულს საქართველოს გარეთ მდებარე ქართული კულტურის ძეგლების შესწავლითა და კვლევით ივსებდა. მის შრომებში ქართველი კაცის სიამაყე და წუხილი წარმოჩინდება უპირველეს ყოვლისა. 2007 წლის 18 მარტს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მეზობლად, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მთის კალთაზე შეყუჟულ ულამაზეს კარმიდამოში, რომელიც მაღალმთიანი იმერეთის პეიზაჟს მოგაგონებთ გარდაიცვალა თავისი ქვეყნის სიყავრულით დამშვრალი ქართველი მეცნიერი.ანდერძის თანახმად, ბატონი ვახტანგ ჯობაძის ფერფლი მისმა ქალიშვილმა – ეთერმა საქართველოში ჩამოასვენა და კუკიის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით მიაბარა მშობლიურ მიწას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაუხადეს და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დამაშვრალ დიდ მეცნიერს. განუზომელია ვახტანგ ჯობაძის ღვაწლი და დამსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ძეგლების კვლევის საქმეში. ჩვენ კი არასოდეს დაგვავიწყდება დიდი მეცნიერი და შესანიშნავი პიროვნება, რომელმაც მკაფიო მაგალითი მოგვცა სამშობლოს განუზომელი სიყვარულისა.
მკვლევარის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დიდი მამულიშვილისადმი გამოსათხოვრად აღიქმება ვახტანგ ჯობაძის სულიერი მეგობრების, გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სხვადასხვა დროს გამოთქმული მოსაზრებები და წერილები[1].
ანდრია აფაქიძე: “დიდია ქართველ ისტორიკოსთა, კერძოდ, ქართველი ხალხის ინტერესი ვახტანგ ჯობაძის მრავალმხრივი მამულიშვილური მოღვაწეობისადმი, იმ სამეცნიერო მიმართულებებისადმი, რომლებიც ქართველთმცოდნეობას ასე მწვავედ აკლდა უკანასკნელ ხანებამდე. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსისა და არქეოლოგის დიდად დასაფასებელმა მეცნიერულმა ერუდიციამ, ტაოკლარჯეთის ქართული მიწისა და შავი მთის ქართველთა ისტორიის უბადლო არქეოლოგიურმა, ხელოვნებათმცოდნეობითმა და საისტორიო გამოკვლევებმა, რომლებიც შეჯამებულია 1976 და 1986 წლებში ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ ნაშრომებში, სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა “ქართველი ერისა და ქართული ცივილიზაციის ისტორიაში”.
ელენე მეტრეველი: “თავიდანვე მძიმე ბედი დაჰყვა შავი მთის ქართველთა კოლონიას თავისი ლიტერატურული სკოლით და ხელნაწერებით. მთავარი მიზეზი ამისა ის იყო, რომ მან ადრევე შეწყვიტა თავისი არსებობა. აოხრდა ეკლესია-მონასტრები, გაიბნა იქ შექმნილი ქართული ხელნაწერები. დღეს ქართული ეკლესია-მონასტრები (და არა მარტო ქართული) ნანგრევებად არის ქცეული. შავი მთა უკვე VI საუკუნიდან იზიდავდა ქართველებს. X-XI საუკუნეებში შავ მთაზე შეიქმნა ქართული მწიგნობრობის, მეცნიერული აზროვნების ძლიერი ცენტრი, რომელმაც განაგრძო ათონის სამწერლობო კერის ტრადიციები. აქ მოღვაწეობდნენ გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და მათი თანამოაზრეები. ქართული მწერლობის ეს რეგიონი მოუხილავი და შეუსწავლელი დარჩათ გამოჩენილ მეცნიერებს: ალექსანდრე ცაგარელს, ნიკო მარს, ივანე ჯავახიშვილს და რობერტ ბლეიკს. არადა ისტორიული რაიონია, თავისი მდიდარი წარსულით და კულტურით, დიდი ხანია, ევროპის ორიენტალისტთა ცხოველი ინტერესისა და კვლევის საგანია. სწორედ ამიტომ დიდად დასაფასებელია, რომ ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორმა – არქეოლოგმა და ხელოვნებათმცოდნემ, ვახტანგ ჯობაძემ, თავისი მეცნიერული კვლევის ობიექტად შავი მთის ქართველთა კოლონიის ისტორია გაიხადა და ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად თავი არ დაუზოგავს.
ანტიოქიის ქართველთა მონასტრების შესწავლის შედეგები, ვ. ჯობაძემ 2 წიგნად გამოაქვეყნა. პირველი წიგნის მეოთხე თავში ავტორი სათითაოდ იკვლევს X-XI საუკუნეებში ანტიოქიის სანახებში არსებულ 14 ქართულ სავანეს. განხილვას იწყებს სვიმეონ მესვეტის (უმცროსის) მონასტრით, რომლის ტერიტორიაზე ქართული ეკლესია არსებობდა. მკვლევარი აქვე ეხება გიორგი შეყენებულის სენაკს, რომელიც წყაროების ცნობით, სვიმეონის მონასტრის მახლობლად მდებარეობდა. მონასტრის შემოგარენის შესწავლისას, ვ. ჯობაძემ სვიმეონის მონასტრის მახლობლად, მიუდგომელი კლდის ფერდობზე მიაგნო სენაკს, რომელიც, მისი აზრით, გიორგი შეყენებულის სამყოფელი უნდა ყოფილიყო. დიდი და საინტერესო სამუშაო ჩაატარა ვ. ჯობაძემ კსიოსის მთაზე ბარლაამის მონასტრის შესწავლისათვის. ქართული წერილობითი წყაროების და მონასტრის ადგილზე შესწავლისას გამოვლენილი ქართული წარწერების ორნამენტების და არქიტექტურული სკულპტურების საფუძველზე, ვ. ჯობაძემ უეჭვო გახადა, რომ X საუკუნის დამლევიდან XIII საუკუნემდე ბარლაამის მონასტერი ქართველების საკუთრება ყოფილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვ. ჯობაძის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება “ძელი ცხოვრების” ეკლესიის შესწავლისათვის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები უეჭვოდ ადასტურებს, რომ ეს ძეგლი ქართულია, XI საუკუნეში ქართველი ხუროს მიერ აშენებული. “ძელი ცხოვრების” სახით ვ. ჯობაძემ ქართულ ხუროთმოძღვრებას შემატა XI საუკუნის პირველი ნახევრის კიდევ ერთი ბრწყინვალე ძეგლი.

ვახტანგ ჯობაძე თავის დის თინას სახლში მეგობრებთან ერთად.
ვ.ჯობაძის წერილი დას – თინა ჯობაძეს: “სიბერის მიუხედავად კიდევ ვემსახურები ჩემ სამშობლოს: გერმანულ ენაზე დავწერე საშუალო საუკუნეებისქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კატალოგი ბიბლიოგრაფიითურთ, დავურთე ნახაზები და 50 სურათიც. გამოვფინე გერმანიის უნივერსიტეტებში, რომ გერმანელებმა საქართველოს დადებითი მხარეც დაინახონ. ვაპირებ ამ გამოფენის მოწყობას ევროპის სხვა ქვეყნებშიც. 1999 წელს, ავსტრიაში შედგება სიმპოზიუმი “ქრისტიანობის გავრცელება კავკასიაში”, სადაც წავიკითხავ მოხსენებას და მოეწყობა გამოფენა “საშუალო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ”.
ნინო ხარაზიშვილი: “მას არცერთი დღე არ უცხოვრია უსაქართველოდ. ქართული ხელოვნების სიძველეებთან მუდმივი შეხება უამებდა შორს დარჩენილი მამულის სევდას. ამან გააძლებინა, ამაზე უფრო კი რწმენამ, რომ სწორედ მისი აქ მოღვაწეობა და შრომა სჭირდებოდა ყველაზე მეტად მის საქართველოს... იმთავითვე გაიხლართა ბედის ლაბირინთებში და იქნებ განგებამაც ინება ასე, მთელს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი სამშობლოსათვის, მისი ფართო საზოგადოებრიობისათვის ათეული წლების მანძილზე უცნობი რომ დარჩა. სტუდენტობისას ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, უცხოეთში მოგიწევს დაფუძნებაც და მოღვაწეობაცო, არაფრით დაიჯერებდა. მასაც, როგორც ყველა ქართველს, თავისი სადაურობა ძვლამდე ჰქონდა გამჯდარი. ხელოვნება ადრიდანვე იტაცებდა – უკრავდა ვიოლინოზე, მამის სკულპტურული პორტრეტიც ოსტატურად გამოუძერწავს ცვილისაგან. კარგადაც ხატავდა... თავისებურად ნატრობდა მთელს დედამიწაზე მიმოფანტული ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების მიმოხილვას. აი, ეს ნატვრა კი ნამდვილად აუხდა უმძიმეს ფასად”.
„ძველის თუ გარდასული ხანის გამოტირება არავის უშველის ამის მაგიერ უნდა ვაწარმოოთ „რეალ პოლიტიკ“. რეალურად შვხედოთ დღს არსებულ მდგომარეობას. არა „კბილთა ღრეჭანი და ცრემლთა დენანი“. უნდა დავინახოთ არა მხოლოდ უარყოფითი არამედ გამოვნახოთ ამ უარყოფითის გამოსწორების ან გადალახვის გზები და ლაქლქის მაგიერ ვაკეთოთ საქმე.“
ვახტანგ ჯობაძს ჰყავდა ორი შვილი. ეთერი და ოთარი/მიხო. შვილიშილები ნიკოლა და მარტინი, რომელიც ულამაზებდა ცხოვრებას.

ვახტანგ ჯობაძე და ქალიშვილი ეთერი ყაბალახ მოხვეული,
ვაჟიშვილი ოთარი შვილებთან ნიკოლთან და მარტინთან ერთად

კვლევა
მე ქეთი ზივზივაძე და თამუნა ხურცილავა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთკაში „ემიგრაციის“ კაბინეტში შევხვდით და ვესაუბრეთ ბატონ ვახტანგ ჯობაძის დის შვილს მხატვარს ბატონ ზურა ფოცხიშვილს. აქვე მოვინახულეთ არქივული მასალა და ბატონ ვატხტანგის მიერ გადაღბული ქართულ-კულტურული ძეგლების და მონასტრების ფოტო- მასალა, რომელიც ასოციაცია კვალის პრეზიდენტმა ბატონმა შოთა ვაშაკიძემ გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.
დასკვნა
„უწარსულოდ ვერ მოვიძიებთ სამომავლო გზებს“
ბატონ ვახტანგ ჯობაძის „ჩემი თავგადასავალი“ ჩემთვის მაგიდის წიგნად იქცა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შენი სამშობლოს ისტორიას და მისდამი სიყვარულს, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადაგალახვინებს.
ჩვენმა თაობამ უნდა გავითავისოთ, რომ პირნათლად ვატაროთ და დავიცვათ ქვეყნის მომავლის ღირსება, ისე როგორც ამას აკეთებდნენ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები. ეს კი გვაძლევს მომავლისკენ ხედვის ძალას.
გამოყენებული ლიტერატურა:
თემა გაშუქდა საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხზე "ჩვენ საგანძურში" და გაზეთ ახალ განათლების 2017 წლის IX ნომერში.
თემა მოსწავლე ახალგაზრდულ სასახლეში დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით.

- ვახტანგ ჯობაძე „ჩემი თავგადასავალი“,
- ვახტანგ ჯობაძე „წერილები“,
- რუსუდან დაუშვილი „ქართული ემიგრაცია“
- რუსუდან დაუშვილი „ქართული მრეწველობა და გამომგონებელები ამერიკაში
- აუდიო და ფოტო მასალები ელექტრონული ვერსიები