გიორგი მორალიშვილი
გიორგი მორალიშვილი დაიბადა 1921 წლის 18 სექტემბერს. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, იმერეთში, ჩხარის რაიონ სოფელ თერჯოლაში, შეძლებული გლეხის იასონ მორალიშვილის ოჯახში. სწავლა დაამთავრა ამავე სოფლის სკოლაში და მოეწყო ქუთაისის პედ. ინსტიტუტში გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა არ დასცალდა, იმის მიუხედავად, რომ მოწადინებული იყო ესწავლა. კარგი მომავლის ასაწყობად მას სწავლა ესახებოდა გონებაში, მაგრამ ბედის უკუღმართობა რომ არა, გიორგი მორალიშვილი, რომელიც წარჩინებულ სტუდენტად ითვლებოდა, თავის გარკვეულ სიტყვას იტყოდა და ბევრ სასიკეთო საქმესაც გააკეთებდა მომავალი თაობის აღზრდისთვის. მას თავისი ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და საქართველოში დაბრუნებულმა პირველად სწორედ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს მიაკითხა, რათა წამით მაინც დაებრუნებინა თავისი ოცნება სწავლასთან დაკავშირებით. იქ შემთხვევით შეხვდა თავისი პროფესორი დ. კოპალიანი, რამაც ძალიან გაახარა. გიორგის სანუკვარი ოცნება ახდა, იგი გამხდარიყო თუნდაც ერთი ქართველი ახალგაზრდის მასწავლებელი. ეს ახალგაზრდა აღმოჩნდა დიტო კოპალიანი მისი პროფესორის შვილიშვილი, რომელიც ამერიკში სწავლის დროს ცხოვრობდა ბატ. გიორგი მორალიშვილის ოჯახში. როცა ომში გაიწვიეს იგი მეორე კურსის სტუდენტი იყო. 1941 წლის 22 ივნისს ომი უკვე დაწყებული იყო 1942 წლის 15 იანვარს გოგისაც მოუხდა ომში ჩაბმა. სწორედ მაშინ დაიწყო მისთვის ნამდვილი ბრძოლა, ბრძოლა გადარჩენისთვის.
ომი ხშირად ჩვენს გონებაში ასოცირდება გაჭირვებასთან და არც აქ ყოფილა რაიმე გამონაკლისი. გოგისაც გაჭირვებასა და სიცივეში მოუხდა ომის გამოვლა. იგი იჯდა ისეთ „ლაგერებში“, სადაც წყალი წელამდე სწვდებოდა. სიცივის გამო გათოშილი ჯარისკაცები მთელი დღე თოვლიან მინდვრებზე დარბოდნენ, წყლის უქონლობის გამო ხელ–პირის დაბანა თოვლით უხდებოდათ, მათ მოუხდათ შიმშილის, სიცივის გამოვლა. ეცვათ შემოფლეთილი ტანსაცმელი. მათი საკვების რაციონი კი მხოლოდ ჩაისა და შავი პურისგან შედგებოდა.
შემდეგ ისინი ქალაქგარეთ ცხენის თავლაში შეყარეს. საკვებისა და სუფთა წყლის უქონლობის გამო გავრცელდა ტიფი და დიზინტერია. გოგიც ძალიან დასუსტდა, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. მას კუჭ–ნაწლავის დიზინტერია და პლევრიტის შეხორცება დაემართა. 22 წლის ბიჭს აღარც სიარული და აღარც ადგომა შეეძლო. გერმანელებმა ის სამკურნალოდ სან–ჩასტში გაგზავნეს, სადაც საბჭოთა ექიმები მკურნალობდნენ ჯარისკაცებს. გამოჯამრთელებული გოგი გერმანელებმა ტყვეთა ბანაკში ჩარიცხეს, რომელსაც "ინტერნაციონალი" ერქვა. რადგან იმ დორისათვის პარტიზანული მოძრაობები ძალიან გახშირდა, გერმანელებს ერთ ადგილას გაჩერება უჭირდათ, ბოლოს იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში წაიყვანეს.
იქ გოგიმ და მისმა მეგობრებმა გაიცნეს მეზობლის შვილი, რომელსაც კავშირი ჰქონდა პარტიზანებთან, ასე რომ, ერთ ღამეს გიორგი მორალიშვილმა, გოგი ირემაშვილმა, ვასილ კონტრიკძემ და ნიკოლოზ ესართიამ თავი მოუყარეს სანდო მეგობრებს და გაიპარნენ. 50 კაცი გაუდგა აპენინის მთებისაკენ გზას, სადაც პარტიზანთა ბანაკი ეგულებოდათ. გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდათ, რადგან იმ დროს იტალიელი შავხალათიანები პარტიზანებზე ნადირობდნენ. როგორც იქნა, მიაღწიეს პარტიზანთა ბანაკს და დაიწყო მათი პარტიზანული ცხოვრების სტილის შესწავლა. მათ უხდებოდათ ქუჩური ბრძოლები, იყო ბევრი დაღუპული და ბევრი გამარჯვებაც. ბრძოლები თითქმის ყოველდღე უხდებოდათ. ერთ–ერთ ბრძოლაში დაიღუპა 14 ქართველი, რომლებიც გოგიმ და მისმა მეგობრებმა სოფ. რიგატონში ეკლესიის კაპელის კედელში დაასაფლავეს. 14 ქართველი გმირის ცხედარი ასვენია იტალიის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ხდებოდა 1944 წელს.
ქართველ პარტიზანებს მეთეურობდა იტალიელი ურანგო (ქარიშხალა). მათ ძირითადად ქალაქების განთავისუფლებაში უხდებოდათ მონაწილეობის მიღება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთელი ზამთრის განმავლობაში მათ მთებში უხდებოდათ ყოფნა. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით თავი გაჰქონდათ, ტყეში ყოფნა ერთგვარი რისკიც კი იყო, რადგან ტყე სავსე იყო მხეცებითა და მტაცებლებით. ღამღამობით მათ მგლების ყმული ესმოდათ, ამიტომ გამუდმებით პაპიროსს ეწოდნენ ან ასანთი ჰქონდათ ანთებული. ასე უხდებოდათ თავის გატანა ცივ და მკაცრ ზამთარში აპენინის მთებზე შეხიზნულ ქართველ პარტიზანებს.
ომი დამთავრდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით. ასე და ამგვარად, ომის დამთავრებამ გოგის იტალიაში მიუსწრო. რა თქმა უნდა, ყველანი სულმოუთქმელად ელოდნენ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ ზოგჯერ ბედი უმუხთლებს ხოლმე კაცს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იგი სამშობლოში ვერ დაბრუნდა და ავსტრიიდან–იტალიამდე კომპასისა და რუკის ნაგლეჯის თანმხლებით მარტო მოუხდა ფეხით ჩასვლა. სანამ რამეს იშოვიდა ქალაქებში დაეხეტებოდა. ერთხელ მას ჯუზეპე ვერდის მონუმენტის ნანგრევებში მოუხდა ღამის გათევა. თავს აფარებდა სკვერებს და მიტოვებულ ადგილებს. ერთხელ, როდესაც იგი წყლის დასალევად მარიამ ღვთისმშობლის შადრევანთან შეჩერდა, რუსი ოფიცრები დაინახა. სასწრაფოდ მარიამ ღვთისმშობლის მონუმენტს ამოეფარა და დიდი ხანი ფეხაწეული იდგა, რათა ჩრდილი არ დასცემოდა და ეს ოფიცრებს არ შეემჩნიათ თორემ კარგი დღე არ დაადგებოდა. ოფიცრები შადრევანთან შეყოვდნენ, შემდეგ კი როგორც იქნა წავიდნენ, მაგრამ გოგი ისეთი შეშინებული იყო გამოსვლას ვერ ბედავდა, რამაც თითქოს გადაარჩინა. უცებ მანქანის ძრავსი ხმა გაიგო, ოფიცრები ბრუნდებოდნენ. აქ კი იფიქრა, არაფერი მიშველისო, ერთ–ერთი ოფიცერი მანქანიდან გადმოვიდა და შადრევანს მიუახლოოვდა, ძირს დაიხარა და დავარდნილი ქუდი აიღო. მერე მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუდგა, ასე გადაურჩა ბატ. გოგი სიკვდილს. შემდეგ მან იტალიელი მეგობრის წყალობით იშოვა სამსახური და მოედნების გამწმენდად მოეწყო. ჩაცმითაც კარგად ვერ იცმევდა, ეცვა გახუნებული ტანსაცმელი, რომელიც ერთ დღეს მეგობარ გოგონასთან სეირნობის დროს გაეხა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. საბედნიეროდ გოგონას ხელჩანთაში აღმოჩნდა რამოდენიმე ქინძისთავი, რომელიც მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
ქ. პარმაში ათი წელი იცხოვრა. იგი მუშაობდა შუშის ფაბრიკაში, შუშის ინსპექტორად. თავის ნათესავებთან კავშირი დაკარგული ჰქონდა. ხვდებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელი იყო. ამიტომ 1955 წელს გადაწყვიტა ამრიკის შეერთებულ შტატებში წასულიყო. 1956 წლის 15 მარტს იგი მარეიკაში ჩავიდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ "ტოლსტოი ფონდეიშენში", რომელიც მდებარეობდა ნიუ–ჯერსიში. თეიმურაზ ბაგრატიონის დახმარებით, მან სამუშაო იშოვა, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.
დაოჯახდა იტალიელ ქალბატონზე ემილიაზე, რომელიც მრავალი ქართველი ემიგრანტის დედობილი იყო. დასახლდა ნიუ-ჯერსიში ქალაქ ჰილსტელში ჰქონდა სამუშაო, ოჯახი, მაგრამ სამშობლო ენატრებოდა.
საქართველოში სტუმრობისას დედის სიტყვებმა ააღელვა "დედიკო ძალზე გამიხარდა შენი მოსვლა, მაგრამ ეხლა იმას ვფიქრობ, რომ შენ აქ არ გაჩერდები,ისევ უნდა წახვიდე და ამაზე გული მწყდებაო". ეს იყო მისი ბოლო საუბარი დედასთან. გიორგი კმაყოფილი იყო იმით, რომ ამდენი გაჭირვების შემდეგ მაინც გადარჩა გაზარდა ოთხი შვილი და შეეძინა 10 შვილიშვილი. ყოველი წლის 4 ივლისს მეორე თაობის ემიგრენტები თავიანთი ოჯახებით იკრობებოდნენ ალავერდში.
საქართველოში სტუმრობისას დედის სიტყვებმა ააღელვა "დედიკო ძალზე გამიხარდა შენი მოსვლა, მაგრამ ეხლა იმას ვფიქრობ, რომ შენ აქ არ გაჩერდები,ისევ უნდა წახვიდე და ამაზე გული მწყდებაო". ეს იყო მისი ბოლო საუბარი დედასთან. გიორგი კმაყოფილი იყო იმით, რომ ამდენი გაჭირვების შემდეგ მაინც გადარჩა გაზარდა ოთხი შვილი და შეეძინა 10 შვილიშვილი. ყოველი წლის 4 ივლისს მეორე თაობის ემიგრენტები თავიანთი ოჯახებით იკრობებოდნენ ალავერდში.
"ვინ იცის კაცი სად მოკვდება
სად მოწყდება თავის ტანსა
სამახსოვროდ მაინც ვტოვებ
დაწერილსა სახელ გვარსა"
ამ სიტყვებით ასრულებს თავისი ამბის მოყლლას გიორგი მორალიშვილი, ქართველი ემიგრანტი,რომელმაც სიმშვიდე შორეულ ამერიკაში ჰპოვა,ნიუ–ჯერსიში. ესაა მისი ტრაგიკული გზა საქართველოდან–ამერიკამდე.
2008 წლის თებერვალში გიორგი მორალიშვილის ცხედარი მისმა მეორე სამშობლომ ამერიკამ მიიბარა. მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოში მშობლების საფლავზე დევს ქვა წარწერით.
"ბატ. გოგი მორალისვილს, ამერიკაში მყოფ მე–3 თაობის ემიგრანტებისგან".
"ბატ. გოგი მორალისვილს, ამერიკაში მყოფ მე–3 თაობის ემიგრანტებისგან".