ანტონ მორალიშვილი (მორალი)
აშშ–ში მცხოვრები მე–2 თაობის ემოგრანტთა შვილებიც კი ფესვებს არ კარგავენ.
2022 წლის 22 მაისს, აშშ–ში, ყოველწლიური პროექტის „ქართველები ამერიკაში“ ფარგლებში. გაიმართა რიგით მეათე ღონისძიება, სადაც დაჯილდოვდნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საკუთარი საქმით საქართველოს განვითარებაში და სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან ქართულ დიასპორას.
წელს ეს ჯილდო მიენიჭა მეორე თაობის ემიგრანტს, ბატონი გიორგი მორალიშვილი უფროს ვაჟს, ბატონ ანტონ მორალიშვილს.
ის დაიბადა ნიუ–იორკში, დაამთავრა pascack valley სკოლა და სწავლა განაგრძო ნიუ–იორკის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. საქართველოსადმი სიყვარული მამამ ბავშვობიდან ჩაუნერგა. პირველად შვიდი წლის იყო ტონი, როდესაც მამამ საქართველოში ჩამოიყვანა და მოხიბლული დარჩა ქვეყნით, საიდანაც მოდიოდა მისი ფესვები. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ჰყავდა ჩამოყვანილი. ბოლოს, 2019 წელს, მეუღლესთან, კატერინასთან ერთად, მოინახულა თერჯოლა და გამოთქვა სურვილი, რომ მამა–პაპისეულ მიწაზე აიშენოს პატარა სახლი.
ანტონ მორალიშვილი თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად