მამია ზაქრაძე
მამია ზაქრაძე 1920 წლის 10 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ გომში დაიბადა. მოკლედ რომ გითხრათ, ჯარში გაწვეული, ცოტა ხნის შემდეგ ომში აღმოჩნდა. თავგამოდებული ებრძოდა გერმანელ ფაშისტებს, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდებოდა. გერმანელები საბჭოთა ტყვეებს სასტიკად ექცეოდნენ. ომის შემდეგ ყოფილი ტყვეებისგან მუშათა ბატალიონებს ადგენდნენ და მათ ხან გზებს აწმენდინებდნენ, ხან კარტოფილს აღებინებდნე. ბატონმა მამიამ ექვსი წელი მიუნხენში შიშის ქვეშ გაატარა, თანაც, როგორი შიშის. ენკავედე, როგორც ძაღლებს ისე დასდევდა და თუ ვინმეს მათიანს შეამჩნევდა უცერემონიოდ იტაცებდა. ეგონათ ტყვეობას გადავურჩითო და უარეს დღეში ხვდებოდნენ. ცოცხლად გადარჩენილებს ოცნებად ჰქონდათ, როგორმე ევროპას გასცლოდნენ. ბატონ მამიასაც, როგორც კი საშუალება მიეცა ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად ამერიკაში წავიდა.
,,გერმანელები საბჭოთა ტყვეებს ისე სასტიკად გვექცეოდნენ, რომ კარგა ხანს ყველა გერმანელი მხეცი მეგონა'' - უთქვამს ბატონ მამიას. ამ სიტყვების გაგონებისას ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა მაშინ რატომ აირჩია მან ცხოვრების მეგზურად სწორედ გერმანელი ქალი. ომის შემდეგ, ტყვეობას თავი რომ დააღწია და ჩვეულებრივ გერმანელებთან მოუწია ცხოვრება, გაოცდა, სულ სხვა ხალხი დაინახა - წესიერი, მშრომელი, პატიოსანი. მათზე წარმოდგენაც რადიკალურად შეეცვალა. ბატონი მამიას მეუღლე ქალბატონი ჰელენ ზაიცი, მის მეზობლად ცხოვრობდა. ერთმანეთს მალევე შეეჩვივნენ, რასაც სიყვარული მოჰყვა და საბოლოოდ ისინი დაქორწინდნენ. ,,გერმანელებმა ტყვედ ჩამიგდეთ, ყველაფერი დამაკარგვინეთ, ახლა კი შენ ხარ ჩემი ტყვეო!'' - ხშირად ხუმრობით ეტყოდა ცოლს ბატონი მამია.

გერმანიიდან ამერიკაში 1950 წლის 10 ივნისს უკვე პატარა შვილთან ერთად ჩავიდა. მისი მასპინძელი ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ბატონი კირილე გურგენიძე იყო. მან ბატონი მამია დიდი პატივით მიიღო და სათანადოდ დააკვალიანა. მეორე დღეს, საღამოს რვა საათისთვის ზარმა დარეკა. კარში საშუალო ტანის კაცი იდგა, რომელმაც ბატონ მამიას ქართულად უთხრა: ,,მე ვარ სიკო ერისთავი. გავიგე, რომ პატიოსანი ქართველი ყოფილხარ, მე კი კარგი ქართველები მიყვარს და მათ ყველგან დავეძებო.'' ბატონ სიკოს თან ახლდა გიორგი ვაჩნაძე,მისი ძველი ნაცნობი მიუნხენიდან. ბატონმა სიკომ მამია ზაქრაძეს საკუთარ საზაფხულო ადგილას - ,,ალავერდში'' წასვლა შესთავაზა. მეორე დღეს ,,ალავერდში'' მისულ მამიას 30-მდე ადამიანი დახვდა. ,,არასოდეს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. ჩემი წლინახევრის ბიჭი ხომ ხელიდან ხელში გადადიოდა, ეფერებოდნენ, ათამაშებდნენ. მეც გავიხარე, სულში საოცარი სითბო ჩამეღვარა. მივხვდი, რომ სამშობლოს, მშობლებს, ჩემს ოჯახს სამუდამოდ მოშორებული, მარტო აღარ ვიყავი. ,,ალავერდის'' სახით დანატრებულ ქართულ გარემოს დავუბრუნდი . . . '' - იხსენებს ბატონი მამია.
ალავერდი
,,ალავერდი'' მხოლოდ ქართული არ ყოფილა. დაარსებული და ოფიციალურად გაფორმებული იყო, როგორც კავკასიური საზოგადოება, რომელშიც შედიოდნენ ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და რამდენიმე ოსი. რაოდენობით ქართველები სჭარბობდნენ, ყველაზე აქტიურებიც იყვნენ და საზოგადოების პრეზიდენტიც ყოველთვის ქართველი იყო. სამშობლოდან გადახვეწილებს მარტო ქართველებთან კი არა, საერთოდ კავკასიელებთან შეხვედრა უზომოდ ახარებდათ. ისინიც ასევე იყვნენ მათ მიმართ. თანაც, ამ საზოგადოებას ბატონი სიკო სიდამონ-ერისთავის სახით ისეთი პიროვნება ედგა სათავეში, რომ შეუძლებელია მის გვერდით ვინმე უხეირო ადამიანი ყოფილიყო. ბატონმა სიკომ თავის გარშემო ქართველებთან ერთად ჩრდილოკავკასიელებიც შემოიკრიბა და 1937 წელს ,,ალავერდი'' დაარსდა. ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. გადაწყვიტეს ერთობლივად ეყიდათ სახლი, რომელშიც ზაფხულობით დაისვენებდნენ და ამით ერთად ყოფნის საშუალება ექნებოდათ. როგორც ამ დიდი საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, ,,ალავერდის'' პირველ პრეზიდენტად ბატონი სიკო სიდამონ-ერისთავი აირჩიეს. რაღაც მიზეზების გამო ერთი წლის შემდეგ იგი გადადგა. შემდეგ თითო წელს პრეზიდენტები ჯერ თავადი გიორგი მაჩაბელი იყო, მერე თავადი ირაკლი ორბელიანი, მაგრამ ეტყობა ვერ შეძლეს ,,ალავერდის'' მოვლა-პატრონობა და თავი გაანებეს. ბოლოს ისევ ბატონ სიკოს სთხოვეს, გაეგრძელებინა თავისი დაწყებული საქმე. სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და ,,ალავერდის'' პრეზიდენტად ისევ ბატონი სიკო სიდამონ-ერისთავი აირჩიეს, რომელიც გარდაცვალებამდე შესაშური მონდომებით უვლიდა და პარტრონობდა ,,ალავერდსა'' თუ მის ყველა წევრს.
,,ალავერდში'' მოხვედრის დღიდან ბატონი მამია სიკო ერისთავს გვერდიდან არ მოშორებია. ,,არ ყოფილა შემთხვევა, ბატონ სიკოს რამე ეკეთებინა და მის გვერდით არ ვყოფილიყავი. ჯერ ერთი, მიხაროდა, რომ რაღაცით ვეხმარებოდი და, მეორეც, ბედნიერება იყო მის გვერდით ყოფნა.'' - ამბობდა ხოლმე ბატონი მამია.
ბატონმა სიკომ მეორე წელს კიდევ სხვა ქართველები მოიყვანა. ყოველ წელიწადს ახალ-ახალი ქართველები ემატებოდნენ ,,ალავერდს'', რომელიც თანდათან იზრდებოდა და მხიარულდებოდა. ბატონი მამია ხშირად ამბობდა: ,,ვერ წარმოიდგენთ, სამშობლოდან ძალით გადაკარგულ ქართველებს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ძმები, დები, ბიძაშვილ- მამიდაშვილები და ნათესავები. ერთმანეთის გარდა აბა, ვინ გვყავდა ამ უცხო მიწაზე''. ბატონი სიკოს ხელმძღვანელობით ეწყობოდა საინტერესო საღამოები, რომლებიც ქართული სუფრით მთავრდებოდა. მოუთმენლად ელოდნენ კვირის დადგომას, რადგან ამ დღეს ყველა ერთად იკრიბებოდა და ერთმანეთს საკუთარ ჭირ-ვარამს უზიარებდა. ფაქტიურად ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ,,ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ამიტომ უმეტესად რუსულად გვიწევდა საუბარი. რელიგიური განსხვავების მიუხედავად, ძალიან კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ვცდილობდით, მუდამ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენი მეგობრობა ბოლო დრომდე გრძელდებოდა.'' - იხსენებს ბატონი მამია.
1964 წელს , ერთ-ერთი შეკრების დროს, დიდი მხიარულობისას, ბატონი სიკო უეცრად ცუდად გახდა. სამწუხაროდ იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ,,ალავერდი'' დაობლდა. ყველა ფიქრობდა, რომ ბატონ სიკოსთან ერთად ,,ალავერდიც’’ დასამარდებოდა.

დიდი ყოყმანის შემდეგ "ალავერდელებმა" მამიას სთხოვეს მათი სახელით სიკოს შვილისთვის ბატონი კონსტანტინესთვის ეთხოვა "ალავერდს" ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. გარკვეული დროის შემდეგ კი თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი მოადგილე ბატონი მამია ზაქრაძე იქნებოდა. სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და "ალავერდის" ხელმძღვანელად ბატონი კონსტანტინე, მის მოადგილედ მამია,მდივნად - ქალბატონი ნინო ერისთავი (კონსტანტინეს და), მოლარედ ვალერიან ძამია, ხოლო გამგეობის წევრებად - გივი ფორაქიშვილი, მიხეილ რეხვიაშვილი, რაშიდ დაღაფსუ (ჩერქეზი) და პეტრე ცოლოგოვი (ოსი) აირჩიეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც შეძლო ბატონმა მამიამ ,,უღლის'' დამორჩილება და გამგეობის წევრებთან ერთად კარგად წაიყვანა ,,ალავერდის'' საქმიანობა. ძველი წევრები ფრიად კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ. კვლავ გამოცოცხლა ,,ალავერდი'', თუმცა მათი ბედიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1964 წელს ხულიგნებმა ჯერ ერთი სახლი გადაწვეს, ხოლო 1973 წელს მთავარ სახლს წაუკიდეს ცეცხლი. ამ ძირითადი სახლის გარეშე ,,ალავერდის'' არსებობა შეუძლებელი იყო, მაგრამ კონსტანტინე ერისთავმა ძალიან მოინდომა, არათუ ძველი აღედგინა, არამედ სულ ახალი პროექტით, ხუთ თვეში აშენებული სახლი ჩააბარა ,,ალავერდელებს''. ხარჯები, რა თქმა უნდა, კონსტანტინემ და მისმა მეურლემ გაიღეს. კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და მისი მეუღლე რომ არა ,,ალავერდი 1964 წელს დაიხურებოდა.
ბატონ მამიას ალავერდამდე ცხოვრების საკმაო მძიმე და ტკივილიანი გზა გამოუვლია, დიდი ხნის განმავლობაში ,,სამშობლოს მოღალატის'' სტატუსიც ატარა. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა რატომ?! ბატონი მამია იხსენებს: ,,უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ,,სამშობლოს მოღალატის'' სახელი ამცდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ვითვლებოდი. თურმე დედაჩემს ჩემ გამო პენსიასაც კი აძლევდნენ 10 მანეთის ოდენებოთ...'' ერთი შემთხვევა რომ არა დედამისი და მისი ძმა (ოჯახიდან ისინიღა იყვნენ ცოცხლები) ვერასოდეს გაიგებდნენ ბატონი მამიას ამბავს . . . 1988 წელს ,,ალავერდში'' სოჭიდან მიშა რეხვიაშვილის და ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მამიამ იგი ოჯახში მიიწვია. ეხვეწა ბატონი მიშას და შენიანების მისამართი მომეციო. პირდებოდა - მივალ და შენს ამბავს გავაგებინებო, მაგრამ მისამართი მაინც არ მიუცია. ისევ კომუნისტების დრო იყო, ამიტომ ეშინოდა მისი ოჯახი არ აეწიოკებინათ. მიშას და მაინც ჩასულა სამტრედიაში და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ის იცოდა ბატონი მამია სამტრედიიდან იყო, მაინც მოუძებნია და მისი ნათესავის სამტრედიის მილიციის უფროსის დახმარებით მიუგნია.
,,ერთ მშვენერ დღესო, - მწერდა დედა, - ჭიშკარს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მოადგაო. მის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა, ვიფიქრე ხუთი შვილიდან ერთიღა დამრჩა და ამასაც იჭერენო, მაგრამ იმ გასახარელმა კარებშივე მომაძახა - ბებო, ნუ გეშინია კარგი ამბავი მომაქვსო. სახლში შემოვიდა, გადამეხვია და ჩუმად მითხრა - გილოცავ, შენი შვილი, შენი მამია ცოცხალია და ამერიკაში ცხოვრობსო. შვილო სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდიო ... '' - იხსენებს ბატონი მამია ზაქრაძე. ამის შემდეგ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. იგი იხსენებს: ,,სათქმელადაც კი ძნელია ის განცდები და ის ქარიშხალი, რაც ჩემს გულში ტრიალებდა. სანამ გერმანიას დავტოვებდი, ისე მინდოდა სახლში წასვლა, გიჟივით ვიყავი, ღამეები არ მეძინა, დაჭრილი ნადირივით ვბორგავდი. რამდენჯერმე კინაღამ გადავდგი ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი სახლში მისვლას არავინ მაღირსებდა... ბოლოს ხომ მაინც ვიპოვეთ ერთმანეთი. უკვე წერილებით ვეხმიანებით ერთმანეთს, ამანათებს ვგზანი... სამტრედიის მილიციის უფროსი კი გამოდგა კაცური კაცი, მაგრამ ხომ იცით ასეთი ამბავი დიდხანს არ დაიმალება და ჩემი გამოჩენით დედაჩემი იმით დასაჯეს, რომ ის 10 მანეთი წაართვეს, ჩემი ,,დაღუპვის'' გამო რომ აძლევდნენ. დედამ 100 წლამდე იცოცხლა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ავად გამხდარა. ჩემს ძმას ექიმი მოუყვანია. იმ სულელს ასაკი რომ გაუგია, მოურიდებლად უთქვამს: აბა, ბებო, რაღა გინდა, კი მოსულა შენი წასვლის დროო. გაბრაზებულ დედაჩემს მკვახედ უპასუხია: შენზე კარგად ვიცი, რომ წასვლის დრო დამდგარია, მაგრამ ჩემი შვილის ჩამოსვლას ველოდები, არ მინდა მის უნახავად მოვკვდეო.'' სამწუხაროდ, ბატონი მამიას დედა 1988 წელს შვილის უნახავად გარდაიცვალა.
საქართველოში ჩასვლა მხოლოდ 1995 წელს მოახერხა, თუმცა სამშობლოში ნაცნობი აღარავინ და არაფერი დახვდა, ამიტომ ისევ ,,ალავერდში'' დაბრუნდა. მის ხელმძღვანელობასაც მალევე დაანება თავი.
,,31 წელი განა ცოტაა? ამ ხნის განმავლობაში ,,ალავერდისთვის'' მოვლა-პატრონობა არ დამიკლია. "ალავერდი" ჩემი სული და გული, ჩემი სიცოცხლე იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, წლებს თავისი მიაქვს. 75 წელი რომ შემისრულდა, მივხვდი, ,,ალავერდს'' სხვა ენერგია და შემართება სჭირდებოდა. დადგა დრო, როცა ვინმე ღირსეული უნდა შემნაცვლებოდა. როცა ჩემი გადაწყვეტილება "ალავერდის" წევრებსაც გავუმხილე, არ მოეწონათ, მაგრამ რაღას იზამდნენ. რადგან ვთქვი, უკან აღარ დავიხევდი. ალექსანდრე ცოგოლოვის სახლში დიდი გაცილება მომიწყვეს და 31 წლიანი დამსახურებისთვის კარგადაც დამასაჩუქრეს. მაჩუქეს, ბალახის საჭრელი მანქანის ბორბლებისაგან დამზადებული გვირგვინი და ნახატი ''ალავერდი'' ... ''

ბატონი მამიას შემდეგ, 1997 წლიდან, ,,ალავერდის'' ხელმძღვანელობა ისევ ძველი თაობის წარმომადგენელმა, ბატონმა ვალერიან ძამიამ ჩაიბარა და თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად დიდი ამაგი დასდო ,,ალავერდს'', ძალიან კარგად უძღვებოდა ყველაფერს. მაგრამ მერე მასაც სიჭარმაგე მოერია და მიხვდნენ, რომ ძველ წევრებს ,,ალავერდის'' მოვლა აღარ შეეძლოთ. რა არ სცადეს ,,ალავერდის'' შესანარჩუნებლად. თავად კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი იყო მისი გადარჩენით დაინტერესებული. იგი მზად იყო, კვლავ გაეღო თანხა, ოღონდ ვინმე გამოჩენილიყო ისეთი, ,,ალავერდის'' პატრონობას იკისრებდა. არც ბატონ მამის დაუკლია ცდა, მაგრამ რამდენი ახალი ქართველიც მიიყვანა ,,ალავერდში'', არც ერთმა არ ივარგა. ორი კვირის მერე გარბოდნენ. როგორ არ სცადეს, მაგრამ ვერავინ დააკავეს. ვინმე ღირსეული ადამიანი, რომ გამოჩენილიყო, ,,ალავერდი'' ისევ მათი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ იგი 2003 წელს გაიყიდა.
ალავერდი
,,საშინელ დღეში ვიყავით, ,,ალავერდის'' გაყიდვის დღე რომ დაინიშნა. მივდიოდით და ფეხები უკან გვრჩებოდა. ,,ალავერდის'' გაყიდვას კონსტანტინე ერისთავთან ერთად გამგეობის წევრებიც ვესწრებოდით. თვალს ვარიდებდით, არ გვინდოდა, ერთმანეთისთვის ცრემლი გვეჩვენებინა. როგორია, ამდენი ხნის ნაწვალები, აქამდე სიყვარულით მოტანილი ხელიდან გვეცლებოდა. ისე გვიყვარდა იქაურობა, გივი ფორაქიშვილი იტყოდა ხოლმე - პენსიაზე რომ გავალ, სულ ,,ალავერდში'' უნდა გადმოვიდე, აქაურობას თავს არ გავანებებო. ,,ალავერდის'' შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია . . . როცა ყველაფერი დამთავრდა, ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს რაღაც სანუკვარი მოვიგლიჯეთ გულიდან . . . ვიდექით და მდუმარედ ვეთხოვებოდით ,,ალავერდს'' . . . რამდენიმე ხნის შემდეგ ისე მომენატრა იქაურობა, გულმა აღარ მომითმინა და ,,ალავერდისკენ'' გავწიე. ვიფიქრე, კიდევ ერთხელ შევავლებ თვალს მეთქი, მაგრამ სადღა იყო ჩვენი ,,ალავერდი''. ახალ პატრონს ყველაფერი მიწასთან გაესწორებინა და მის ადგილზე გრანდიოზული მშენებლოდა წამოეწყო. აი, ასე სევდიანად დასრულდა ,,ალავერდის'' 67 წლიანი ისტორია . . . '' - იხსენებს ბატონი მამია ზაქრაძე - კაცი რომელიც 31 წელი უვლიდა ,,ალავერდს''.
დღესდღეობით ბატონ მამიას ჰყავს ორი შვილი, ქალიშვილი ვერა და ალფრედი (გურამი), ასევე მას ჰყავს სამი შვილიშვილი: მაია (20), გრეგორი (24) და მაიკლი (31).
ბატონი მამია თბილისს ორჯერ ესტუმრა 1994 წელს და 2012 წელს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ბატონ მამიას 95 წელი უსრულდება.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონი მამიას ძმის შვილს, ბატონ მამული ზაქრაძეს ფოტო მასალისა და გარკვეული ინფორმაციის მოწოდებისათვის.
პროექტზე მუშაობდნენ სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლეები: იამზე მჭდლური და ლაშა უნგიაძე