გივი ფორაქიშვილი
ბატონი გივი ფორაქიშვილი აშშ–ს ქართულ დიასპორაში ერთ–ერთი გამორჩეული პიროვნებაა. მას, მიუხედავად ამდენი წელი სამშობლოდან მოცილებისა, წუთით არ დაურღვევია კავშირი საქართველოსთან. ბატონი გივი მუდამ დაინტერესებული იყო ჩვენი ქვეყნის ბედ–იღბლით და ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია აქ მომხდარი არცერთი მოვლენა თუ ფაქტი.
მის წერილს "კარაბადინი" ჰქვია. მასში დიდი იუმორით არის აღწერილი უმძიმესი და უძნელესი ცხოვრება ერთი ქართველი კაცისა. როდესაც ჩვენი გადასახედიდან ვაკვირდებით, ხშირად მარტივად გვეჩვენება, ერთი შეხედვით, აყვავებულ, განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრება. მაგრამ ჩვენთან თუ ჭირს, იქ, იმ ქვეყნებში ასმაგდება შეჭირვება თავის თვისტომს მოცილებული კაცისთვის და უფრო რთული და დაუნდობელია ბრძოლა არსებობისა და გადარჩენისათვის.
1922 წლის 23 იანვარს ქალაქ თბილისში ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე სოფიო და სიკო ფორაქიშვილების ისტორიულ დარბაზში კიდევ ერთხელ დაირწა ქართველი ვაჟკაცის გივი ფორაქიშვილის აკვანი.
მის წერილს "კარაბადინი" ჰქვია. მასში დიდი იუმორით არის აღწერილი უმძიმესი და უძნელესი ცხოვრება ერთი ქართველი კაცისა. როდესაც ჩვენი გადასახედიდან ვაკვირდებით, ხშირად მარტივად გვეჩვენება, ერთი შეხედვით, აყვავებულ, განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრება. მაგრამ ჩვენთან თუ ჭირს, იქ, იმ ქვეყნებში ასმაგდება შეჭირვება თავის თვისტომს მოცილებული კაცისთვის და უფრო რთული და დაუნდობელია ბრძოლა არსებობისა და გადარჩენისათვის.
1922 წლის 23 იანვარს ქალაქ თბილისში ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე სოფიო და სიკო ფორაქიშვილების ისტორიულ დარბაზში კიდევ ერთხელ დაირწა ქართველი ვაჟკაცის გივი ფორაქიშვილის აკვანი.
ბატონი გივი თავის მოგონებებში წერს "ჩემს ბებიას და ბაბუას ოთხი შვილიშვილი ჰყავდათ და ყველანი თავიანთი ოჯახებით ერთად ვცხოვრობდით. ჩვენი სიყვარულით შესისხლხორცებულ ჟრიამულს ეჭირა იქაურობის ყოველი კუნჭული", მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ეს სიცოცხლით სავსე დარბაზი დროებით დაადუმა.
ბიძაშვილ-მამიდაშვილი ქუცნა ლორთქიფალიძე და გივი ფორაქიშვილი ომში გაიწვიეს. ერთი წლის შემდეგ დარბაზს ბატონი ქუცნას ცხედარი დაუბრუნდა. ბატონი გივის ამბავი კი 1951 წლამდე მშობლებისთვის გაურკვეველი იყო. მხოლოდ მოსული ცნობა დედის ქალბატონ ნატაშა ამბუკაძის გადასახლების შესახებ მაუწყებელი იყო, რომ ბატონი გივი ცოცხალი იყო.
1956 წელს კი მოვიდა ბატონი გივის პირველი წერილი. მისი მეორე წერილი ქალბატონმა ნინო რამიშვილმა და ბატონმა ილიკო სუხიშვილმა ჩამოიტანეს. ფორაქიშვილების დარბაზი ისევ გამხიარულდა.
"კარაბადინში" ბატონი გივი წერს:
არ ვიცი, როგორ დავიწყო, მაგრამ ეს წერილი არც ოლიმპიადას ეხება და არც ჩემს ოქროს მედლებს, რომელებიც არასოდეს მიმიღია. მინდა ჩემს ბიძაშვილებს და მათ შთამომავლობას მხიარული მოსაგონებელი ამბავი დავუტოვო გადაკარგული ბიძაშვილისა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების მოგონებებიდან ხანდახან გადაიხარხარებთ.
არ ვიცი, როგორ დავიწყო, მაგრამ ეს წერილი არც ოლიმპიადას ეხება და არც ჩემს ოქროს მედლებს, რომელებიც არასოდეს მიმიღია. მინდა ჩემს ბიძაშვილებს და მათ შთამომავლობას მხიარული მოსაგონებელი ამბავი დავუტოვო გადაკარგული ბიძაშვილისა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების მოგონებებიდან ხანდახან გადაიხარხარებთ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. გივი ფორაქიშვილი ითვლებოდა ერთ–ერთ პერსპექტიულ და ნიჭიერ ფეხბურთელად 30–იანი წლების ქართულ სპორტში. მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა, მას საქართველოს ნაკრებშიც კი მოუწია რამდენიმეჯერ თამაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. მეორე კურსიდან გაიწვიეს ჯარში – ეს იყო ის ავბედითი 9 ოქტომბერი 1940 წლისა.
იგი წერს:
ჩაგვყარეს საბარგო მატარებელში და ათი დღე – ღამის სიარულის შემდეგ ლიტვაში, ქ. კაუნასში ჩავედით. ჩემი რუსული, ჩვენ სოფლელ მოსახლეობასთან შედარებით, იმდენად უკეთესი აღმოჩნდა, რომ თარჯიმნად ამირჩიეს.
ჩაგვყარეს საბარგო მატარებელში და ათი დღე – ღამის სიარულის შემდეგ ლიტვაში, ქ. კაუნასში ჩავედით. ჩემი რუსული, ჩვენ სოფლელ მოსახლეობასთან შედარებით, იმდენად უკეთესი აღმოჩნდა, რომ თარჯიმნად ამირჩიეს.
კაუნასში ჩვენი დივიზიის საარტელერიო პოლკში ჩამრიცხეს, ზარბაზნებით სროლას გვასწავლიდნენ. ამ ხელობას ისე კარგად დავეუფლე, რომ ჩემმა მეთაურებმა დიდი მადლობა დაიმსახურეს.
ჩემი ნაწილი ომის დაწყების წინ პირდაპირ გერმანელების საზღვარზე იდგა. სამი დღე აკლდა ომის დაწყებას, რომ საზღვრიდან მომხსნეს და კაუნასში გამგზავნეს, როგორც ჩვენი ნაწილის ნაკრების მოთამაშე. ესეც ჩემი ბედი! გერმანელები 22 ივნისს დილის 5 საათზე იწყებდნენ ომს. მე რომ საზღვარზე ვყოფილიყავი, ალბათ, დღეს ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა.
ომის დაწყებიდან სამი დღე – ღამის განვალობაში არ გვძინებია. რამოდენიმეჯერ ვცადეთ მდ. ნემანის გადაკვეთა, მაგრამ უშედეგოდ. ლიტვის პარტიზანებმა ამის საშუალება არ მოგვცეს.
25 ივნისია. სადღაც მინდორზე გამომეღვიძა; ახლომახლო არაფერია. ვეძებ დასალევს. ჩემს ბედზე საიდანღაც ძროხა გამოჩნდა, გამიჩერდა, მოწველაზე დამთანხმდა. როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით გავავსე ბოთლი, მოვიყუდე და ვსვამ. იმდენად გართული ვიყავი ამ საქმით, რომ გერმანელთა ჯგუფის მოახლოება ვერც კი შევნიშნე. გასაქცევი აღარ მქონდა. ჩამსვეს საბარგო მანქანაში და გამაქანეს ქ. კაუნასისაკენ, ერთ–ერთ ტყვეთა ბანაკში. აქ ძალიან გამომადგა ბავშვობაში ნასწავლი გერმანული, ასე რომ, შემეძლო თარჯიმნად მემუშავა. ჩემი გამზრდელი და პედაგოგი იყო გერმანელი ქალბატონი მადამა, ანუ ალიდა როზენბერგი, რომელიც მე და ჩემს ოთხ ბიძაშვილს გვზრდიდა ფორაქიშვილების დარბაზში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მან არაჩვეულებრივად შეგვასწავლა გერმანული ენა.
ამ დღიდან იწყება ბატონი გივის ტყვედ ყოფნა. არ დარჩენილა ევროპის არც ერთი სახელმწიფო, სადაც არ გადაეყვანათ.
წითელ ჯარს ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დახმარებით, ქართველები გამოჰყავდათ ტყვეობიდან, რომლებიც შემდგომში ლეგიონერები ხდებოდნენ.
1943 წელს ქართულ ლეგიონში ჩამოვაყალიბეთ ფეხბურთის გუნდი, რომლის ხელმძღვანელად მე დამნიშნეს.
ომის ბოლო მოახლოვდა. ჩვენს ბატალიონს ამერიკელებმა იტალიაში იარაღი დააყრევინეს. ამ ჯერზე ამერიკელების ტყვეობაში ამოვყავი თავი.
25 ქართველთან ერთად ამერიკელებმა ქ. პიზასთან აგებულ ბანაკში გამომკეტეს. ვინც სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, იმან თავისი მიიღო.
ერთ დღეს ბავშვობიდან დაჩემებულმა ყელის ტკივილმა თავი შემახსენა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. როცა ბანაკში დავბრუნდი, იქ არცერთი ქართველი აღარ დამხვდა.
ზოგიერთი გერმანელი ტყვეობის დასრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გადასახლებას ფიქრობდა.
ჩვენს ბანაკში ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც სიამოვნებით მივეკედლე. თუმცა ომისაგან დასუსტებულებს სათამაშოდ ენერგია არ გვყოფნიდა. ჩვენი ბანაკის მეთაურის ბრძანებით, დაგვინიშნეს ორმაგი ულუფა. ამან შედეგი გამოიღო. მალე "მასტერები" გავხდით. უფროსობას ძალიან მოსწონდა ჩვენი გუნდის თამაში, განსაკუთრებით – ჩემი. მითხრა, რომ სისწრაფე გაკლიაო. პირობა მივეცი, რომ თუ სამზარეულოში გამგზავნიდა სამუშაოდ, "ფრენას" დავიწყებდი. მან ეს საქმე მოაგვარა. სამზარეულოში მრეცხავად ამიყვანეს. მეც შევასრულე პირობა და მალე მართლაც "ფრენა" დავიწყე. ბანაკის უფროსმა ფეხბურთელების ნახმარი ტანსაცმლით გამოგვაწყო. ფეხბურთს ვეთამაშებოდით ჩვენ გვერდით გამომწყვდეულ გერმანელებს.
უფროსმა მზარეულმა ტონიმ ტყვეთა ბანაკი დატოვა. ერთმანეთს ისე დავუახლოვდით, რომ წასვლისას თავისი მისამართი მომცა და მითხრა გაჭირვების შემთხვევაში მასთან მივსულიყავი.
ასეული ადამიანი პიზადან ქ. ჰაილბრონში გადაგვიყვანეს.
ერთ დღეს ბანაკის ხელმძღვანელმა დამიბარა და მითხრა, როგორმე წავსულიყავი აქედან. მივეცი ჩემი "ბიძაშვილი" ტონის მისამართი და მასთან წაყვანა ვთხოვე.
მეორე დღეს ჩემი ხურჯინები საჭმლით დავტენე და გზას გავუდექი. ბანაკის უფროსმა მატარებელში ჩამსვა და გამამგზავრა.
მივედი ტონისთან, რომელიც იმ დროს ამერიკელი ოფიცრების სამზარეულოს მთავარი მზარეული იყო. ჰყავდა მეუღლე და ორი წლის პატარა ვაჟი. ტონიმ ძმასავით მიმიღო და ჩემი ამბავი გამომკითხა.
მალევე დავინიშნე ამერიკული სამზარეულოს მთავარი მზარეულის თანაშემწედ. 1945 წლის ნოემბერია, ჯერ კიდევ ტყვეთა ბანაკში ვიმყოფები, სადაც მზარეულად ვმუშაობ. ერთხელაც ჩემ წინ 3 უცხო პიროვნება შევამჩნიე, რომელთაც მთხოვეს გავყოლოდი და მათ შეკითხვებზე მეპასუხა:
– თქვენ რა ეროვნების ბრძანდებით?
– წარმოშობით ქართველი, გერმანელი ქვეშევრდომი.
– სად ცხოვრობთ გერმანიაში?
– დორთმუნდში, ქუჩაც ხომ არ გაინტერესებთ? – ვკითხე დაცინვით.
დორთმუნდი ქალაქი გერმანიაში. მისი ფართობია 280.4 კმ.2. მისი მოსახლეობაა 581.308.
– როგორ მოხვდით გერმანიაში?
– მეორე მსოფლიო ომის დროს!
– ვინ მოგცათ გერმანული ქვეშევრდომობა?
– გერმანულმა ჯარმა, რომლის ჯარისკაცი მე ვარ.
– თქვენ დღესაც საბჭოთა მოქალაქედ ითვლებით?!
– ეს თქვენი აზრია! ყველა გერმანელი ჯარისკაცი გერმანელი ქვეშევრდომია! ეს არის სინამდვილე!
– თქვენ ახლავე დატოვებთ ბანაკს და ჩვენ გამოგყვებით, თქვენ დღესაც საბჭოთა მოქალაქედ ითვლებით.
– ამერიკელი კომენდანტი უცხო პირებს: – თქვენ აიძულებთ გერმანელ ჯარისკაცს თქვენ გამოგყვეთ! ეს შეუძლებელია! გთხოვთ ახლავე დატოვოთ ჩვენი ბანაკი!
– თქვენ რა ეროვნების ბრძანდებით?
– წარმოშობით ქართველი, გერმანელი ქვეშევრდომი.
– სად ცხოვრობთ გერმანიაში?
– დორთმუნდში, ქუჩაც ხომ არ გაინტერესებთ? – ვკითხე დაცინვით.
დორთმუნდი ქალაქი გერმანიაში. მისი ფართობია 280.4 კმ.2. მისი მოსახლეობაა 581.308.
– როგორ მოხვდით გერმანიაში?
– მეორე მსოფლიო ომის დროს!
– ვინ მოგცათ გერმანული ქვეშევრდომობა?
– გერმანულმა ჯარმა, რომლის ჯარისკაცი მე ვარ.
– თქვენ დღესაც საბჭოთა მოქალაქედ ითვლებით?!
– ეს თქვენი აზრია! ყველა გერმანელი ჯარისკაცი გერმანელი ქვეშევრდომია! ეს არის სინამდვილე!
– თქვენ ახლავე დატოვებთ ბანაკს და ჩვენ გამოგყვებით, თქვენ დღესაც საბჭოთა მოქალაქედ ითვლებით.
– ამერიკელი კომენდანტი უცხო პირებს: – თქვენ აიძულებთ გერმანელ ჯარისკაცს თქვენ გამოგყვეთ! ეს შეუძლებელია! გთხოვთ ახლავე დატოვოთ ჩვენი ბანაკი!
1946 წელს, თებერვალში ამერიკელი ლეიტენანტის ბრძანებით, იძულებული გავხდი ბანაკი დამეტოვებინა.
გადავედი გერმანულ პატარა ქალაქში, რომელსაც კიციგენი ჰქვია. ჩემი ფეხბურთის კლუბის დახმარებით ვიშოვე ერთი პატარა ოთახი, თავისუფალ დროს ვვარჯიშობ ფეხბურთის მოედანზე. მოკლე ხანში გავიცანი მთელი ჩემი სპორტული საზოგადოება და ყველა პატივისცემით მეპყრობოდა, როგორც უსამშობლო ყოფილ გერმანელ ჯარისკაცს.
1946 წელია, ერთმა ნაცნობმა ლატვიელმა ოჯახმა მაცნობა, რომ მიუნჰენში შეხვედრია ექიმ გედე ასათიანს და მისამართი გადმომცა. გადავწყვიტე მისი ნახვა. ვიყიდე ბილეთი. მოგორდა ჩემი მატარებელი, გადმობრძანდნენ მგზავრები, მათგან ერთმა ქერა ქალიშვილმა ჩემი გული დაიპყრო. ისე მომეწონა, რომ მიუნჰენიდან წამოსვლის შემდეგ სადზურზე ვარ დარჭობილი მის გამოჩენას ველი. ბოლოს შევეგუე ჩემს ბედს და სადგურზე სიარულს თავი ვანებე. გადის დრო!!! ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა გოგონამ დაბადების დღეზე დამპატიჟა, მასპინძელი მხიარულად დამხვდა და რამდენიმე ახალი სტუმარი გამაცნო, მათ შორის კი ის ქერა ქალიშვილიც ერია, რომელსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღედაღამე სანთლით ვეძებდი!
"სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი".
თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იგი ჩემი ცხოვრების მეგობარი და ჩემი სამი ქალიშვილის დედაა! ჰოდა, აქ კი ნამდვილად ეს ამბავი ოქროს მედალსაც სჯობდა!!! გარბოდა დრო.
ბატონი გივი ფორაქიშვილი ამერიკაში გერმანიიდან თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთნ, ქალბატონ ილზესთან და სამი წლის მარინესთან ერთად ჩავიდა.
1956 წელია 25 ივლისი, მარინა, ილზე და მე წამოვედით ნიუ–იორკში. აეროდრომზე დაგვხვდა ლევ ტოლსტოის საქველმოქმედო საზოგადოების თანამშრომელი თეიმურაზ ბაგრატიონი. თეიმურაზი ჩემზე ალბათ 10–15 წლით უფროსი პიროვნებაა, იუგოსლავიის მფარველობით გაზრდილი, დიდად სიმპათიური, ერთ დროს ქართული კოლონიის პრეზიდენტი, ყველას დამხმარე და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა ნიუ–იორკში 1993 წელს. თეიმურაზმა ჩაგვაბარა ჩვენს მასპინძელ ნადიასა და ვალოდიას, რომლებსაც გერმანიიდან ვიცნობდით და ვმეგობრობდით ქ. კიციგენში. გავიდა კვირა, გადავწყვიტე რაღაცა სამუშაოს შოვნა. ამავე დროს ჩემმა ვალოდიამ მანჰეტენში მეცხრე სართულზე ბინა მიშოვა. შენობა, ალბათ, ასი წლის წინ იყო აშენებული, ულიფტო! მომდევნო დილას გადავწყვიტე სამუშაოს ძებნა.
არაფერი უთაკილია, რაც შრომასთან იყო დაკავშირებული. ხან ცომს ზელდა, ხან ხალიჩებს ბერტყავდა, ერთხანს მზარეულობდა კიდეც და ვერ ივიწყებდა თავის საყვარელ ფეხბურთს. ხანდახან ჩარლი ჩაპლინი ეგონა თავისი თავი, რადგან პირში ლურსმნებგამოტენილს ყუთების აწყობა ასკინკილითა და ტანგოს ილეთებით უხდებოდა.
აშშ–ში ახლად ჩამოსულმა გივი ფორაქიშვილმა ქართული კოლონიის კრებაზე თითქმის მთელი ქართველობა გაიცნო. მათ შორის იყვნენ სანდრო ბარათელი და გოგი მორალიშვილი. იგი 21 წლის მანძილზე მათთან ერთად მუშაობდა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ ნიუ–იორკი დატოვა და ოჯახთან ერთად ფლორიადში გადავიდა. ასე დამკვიდრდა ნელ-ნელა სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ერთი შრომისმოყვარე ქართველი კაცი ამერიკის მიწაზე.
მის "კარაბადინში" მრავალი ქართველი ემიგრანტის გვარია მოხსენიებული, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით არის მოწოდებული თითოეულის ცხოვრების ეპიზოდები. სანდრო ბარათელი, თეიმურაზ ბაგრატიონი, გიორგი პიტავა, გოგი მორალიშვილი, საშა სულხანიშვილი, სიკო ერისთავი, მამია ზაქარაძე, ჯიმშერ ახმეტელი - ეს არის არასრული სია იმ ქართველებისა, რომლებიც მოხვდნენ გივი ფორაქაშვილის "კარაბადინში". ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის მიწაზე თავისი "ალავერდი" შექმნეს. "ალავერდი" მათთვის, მათი შვილებისთვის იყო წმინდა ადგილი, სადაც ისინი თავს ნაღდ ქართველებად გრძნობდნენ. სწორედ ამიტომ, ბატონმა გივიმ თავისი ქალიშვილის ქორწილი ალავერდში გადაიხადა.
ცხრა მთას იქით გადაკარგული ემიგრანტები ერთგულად უვლიდნენ ალავერდს:
ყოველ ზაფხულს მე და ილზე ბავშვებით ჩავდიოდით ალავერდში. რასაკვირველია, ჩევნ ალავერდის წევრები ყოველგვარ სამუშაოს ვასრულებდით: ბალახის კრეჭა, სახურავების შეკეთება, კაბინების შეღებვა, საცურაოს წმენდა და სხვა. ხშირად ვაწყობდით საქველმოქმედო საღამოებს, რათა პატარა შემოსავლით ალავერდის ხარჯები დაგვეფარა.
ასე და ამრიგად, ჩემო ბიძაშვილებო და მეგობრებო!
ჩემს მონაყოლსაც ბოლო უნდა ჰქონდეს! გაგაცანით ჩემი ცხოვრების მხიარული ავან–ჩავანი. დღე არ გავიდოდა, რომ ჩემი ბიძაშვილები, მეგობრები და მშობლები არ გამხსენებოდა.
გივი ფორაქიშვილმა ცხოვრების უკანასკნელი წლები ფლორიდაში გაატარა. მისი ფერფლი დღეს მის სახლშია და ელოდება მიმობნევას მის ორ სამშობლოს საქართველოსა და ამერიკას შორის.
გივი ფორაქიშვილმა ცხოვრების უკანასკნელი წლები ფლორიდაში გაატარა. მისი ფერფლი დღეს მის სახლშია და ელოდება მიმობნევას მის ორ სამშობლოს საქართველოსა და ამერიკას შორის.
ფოტოგალერეა
ფორაქიშვილების დარბაზი
სადაც დაიბადა და გაიზარდა ბ-ნი გივი ფორაქიშვილი.
დარბაზი აღდგენილია 2010 წელს დიმიტრი კოპალეიშვილის მიერ.
დარბაზი აღდგენილია 2010 წელს დიმიტრი კოპალეიშვილის მიერ.