ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მეგობრობდნენ გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტ - ილია კუჭუხიძესთან. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი დაინტერესება ამ პიროვნების ცხოვრებით.
ილია კუჭუხიძე
"ერთხელ გრიგოლ რობაქიძეს აკაკი პაპავასათვის უთქვამს:
ემიგრანტობა ტრამვაით მოგზაურობაა: ვინ იცის – ვისთან ზიხარ, ვისთან მგზავრობ... შეგხედავს ხანდისხან შუშის თვალით, უსულოდ და უგრძნობლად, და თუ მას შენს შესახებ რაიმე ფიქრი ჩაესახა, ეს მხოლოდ ისაა, რომ შენ ჩქარა ჩამოხტე და ის უფრო ფართოდ დაჯდეს...."
ნაწყვეტი ი. კუჭუხიძის ჩანახატიდან "ემიგრაცია"
და არც ბატონი ილიასათვის ყოფილა გამონაკლისი ემიგრანტობის წლები. მასაც ისევე განუცდია "ტრამვაით მოგზაურობის" სიმწარე, როგორც მრავალ ქართველს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხვდა ემიგრაციაში: – ზოგი იტალიაში, ზოგი საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ–ში და სხვაგან.
ბევრმა არ იცის, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენთან ახლოს, კირჰაიმში ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც უმეტესწილად მინდია ლაშაურის ლიტერატურული ფსევდონიმით არის ცნობილი. მას ეკუთვნის არაერთი წიგნი, რომელიც მიუნხენშია გამოქვეყნებული: "История Грузии XIX-ХХ вв. в современной советской интерпретации" (საქართველოს XIX-XX სს-ის ისტორია თანამედროვე საბჭოთა ინტერპრეტაციაში (1956), "Необходимые возражения против искажения истории грузинского народа " (აუცილებელი შენიშვნები ქართველი ხალხის ისტორიის დამახინჯების წინააღმდეგ (1960), წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის როლი საქართველოში (1959), ქართული სული (I-II, 1961), ლაზთა მეფე გუბაზ მეორე (ისტორიული მოთხრობა, (1972), ფიქრები საქართველოზე (მოთხრობები და ლექსები, 1983), მინიატურები (პროზაული ჩანაწერები, 1987), ოდიშის მთავარი ცოტნე დადიანი (ისტორიული მოთხრობა, 1983), სამაგიდო რვეულიდან (მოგონებების წიგნი, 1985) ...
ოკლაჰომას უნივერსიტეტის პერიოდულ გამოცემაში "World Literature Today" შესულია ილია კუჭუხიძის ნარკვევები კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაზე", "დავით აღმაშენებელზე", საბჭოთა პერიოდის ქართულ პოეზიაზე... "Kindler"-ის მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიაში გამოქვეყნებულია მისი წერილები ბასილი ზარზმელის, თეიმურაზ პირველის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და სხვათა შესახებ; ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში ("ბედი ქართლისა“, "კავკასიონი", "ივერია", "სახალხო საქმე", "ქართული აზრი", "გუშაგი" ...) წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს, რომლებიც ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და სხვა საკითხებს შეეხებოდა ...
მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას, თავდაპირველად იყო საქართველო.
იგი 1901 წლის 18 ივნისს ხობში დაბადებულა. მამა – ვასილ კუჭუხიძე იმერეთიდან, სოფელ ფარცხანაყანებიდან იყო, ხობში სამკერვალო საამქრო ჰქონდა გახსნილი, ერთხანს ოჯახით იქ ცხოვრობდა და ილია კუჭუხიძე სამეგრელოშიც იზრდებოდა და იმერეთშიც, დედა – ქრისტინე ქარდავა.
ბავშვობას ძალიან ტკბილად იხსენებს, მოგონებების წიგნში ვკითხულობთ: "ხობი არის ჩემი საყვარელი სამშობლო, ხობისწყალი თერგივით ღრიალებდა, მისი ხმა ტკბილ მელოდიად ჩამესმოდა ყურში. ხობში გავატარე ბედნიერი ბავშვობა, დაუვიწყარია ხობი".
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ილია კუჭუხიძეს ბათუმში მოუწია ჩასვლა, იქ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში სწავლობდა. მუდმივი ბინა არ ჰქონდა და ხუხუნაიშვილების კეთილმა ოჯახმა უმასპინძლა და შვილივით მიიღო. სწორედ იქ გაიცნო სიმონ ჩიქოვანი, რომელიც ოთახის მეზობელი იყო, მან უშოვა სამსახური, – ლეგიონის კლუბთან არსებულ დრამწრეში მოკარნახედ მოაწყო.
ილია კუჭუხიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი იყო და მონაწილეობას ღებულობდა გამოსვლებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით იმართებოდა; ბათუმში ცხოვრების პერიოდის მოგონებისას იგი წერს:
"1924 წელს ბათომში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებანი და მეც გავები. შუაღამისას კარებზე დააკაკუნეს. ესენი იყვნენ ჩეკას თანამშრომლები. ერთი რუსი იყო, მეორე სომეხი. "აქ ცხოვრობს მოქალაქე კუჭუხიძე?" – "მე გახლავართ-მეთქი". უნდოდათ, რაიმე საბუთი ეგდოთ ხელთ. ჩემს ოთახში კედელზე არჩილ ჯორჯაძის დიდი სურათი ეკიდა. ჩეკისტები მალ-მალ გახედავდნენ ხოლმე სურათს. რუსმა ჩეკისტმა შემომიყვირა: "თქვენ ქართველი ხალხის მტერი ხართ!" – "ვითომ?! ჩემი ხალხი თქვენზე უფრო მე მიყვარს და ეს სავსებით ბუნებრივია". წამიყვანეს. ჩემთან ერთად არჩილ ჯორჯაძის სურათიც დააპატიმრეს. საწყალი არჩილი! – გავიფიქრე, – ცარისტულ მთავრობას გადაურჩა და ეხლა მოჰყვა პატიმრობაში-მეთქი". ილია კუჭუხიძე თვეზე მეტხანს ყოფილა დაპატიმრებული.
ბათუმის შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, სწავლობდა ჯერ პედაგოგიკის, შემდეგ, პარალელურად, – იურიდიული განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პროფკავშირებში კულტურის განყოფილების გამგედ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში, ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში სკოლის დირექტორად, თბილისში იურისტ-კონსულტანტად, კოტე მარჯანიშვილის სახელობით თეატრში სამხატვრო საბჭოს წევრად ...
პირველი ნაწერი 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება"-ში დაბეჭდა, ქართულ ჟურნალებში ქართული ლიტერატურისა და თეატრალური ცხოვრების საკითხებზე აქვეყნებდა სტატიებს ...
1941 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ილია კუჭუხიძე ჯარში გაიწვიეს. მოხვდა ქერჩში. ფრონტზე იყო შიმშილი, ამას საზარელი ზამთარიც ერთვოდა. მართალია, ბევრგან შეხვდებოდით პლაკატებს წარწერით: – "ყველაფერი ფრონტისათვის!", მაგრამ რეალურად ფრონტისთვის არც არაფერი იყო. წარმოიდგინეთ, რომ ასეულს, სადაც ილია კუჭუხიძე ირიცხებოდა, მხოლოდ ათი თოფი ჰქონდა.
1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა ათასობით ტყვე ჩაიგდეს ხელში, მათ შორის – ილია კუჭუხიძეც: "ღვთის ანაბარა ვიყავით მიტოვებულნი, უპატრონოდ, – სტალინმა ხელი აიღო ჩვენზე. ნუთუ არ იცოდა, რომ ომი ტყვეთა გარეშე არ ხდება! შიმშილისაგან ყოველდღიურად ასეულობით კვდებოდნენ. მეც უკვე ნახევრად მკვდარი ვიყავი. სისუსტისაგან ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, დავჯდებოდი, ვეღარ ვდგებოდი, ვკვდებოდი შიმშილისგან, მაგრამ მაინც არ მოვკვდი".
საბედნიეროდ ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა, მან მოუარა, ჩააცვა, პოლონეთში, რადომთან ახლოს, სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა და იქ ბიბლიოთეკის მუშაკად მოაწყო. შემდეგ ბერლინიდან ჩამოვიდა ქართული გაზეთის, "საქართველოს", მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე, რომელმაც თან წაიყვანა და რედაქციის მდივნად დანიშნა. გარდა გაზეთ "საქართველოსი", ილია კუჭუხიძე მუშაობდა ჟურნალ "ქართველი ერის" რედაქციაში, რომლის მთავარი რედაქტორი იყო გიორგი მაღალაშვილი, ხოლო ფაქტიური რედაქტორი – ვიქტორ ნოზაძე. ეს ის ჟურნალია, რომელთანაც თანამშრომლობდა მაშინდელი ქართული ემიგრაციის მთელი ელიტა: გრიგოლ რობაქიძე, აკაკი პაპავა, ტიტე მარგველაშვილი, გიგო დიასამიძე, რევაზ გაბაშვილი, ისიდორე მანწკავა, დავით საღირაშვილი და სხვები.
როცა საბჭოთა არმია ბერლინს მიუახლოვდა, ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ზალცბურგში გადასახლდა. ილია კუჭუხიძეც თან გაჰყვა მას. ომი რომ დამთავრდა, ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო, სადაც ლუკმა-პურისთვის ერთ გლეხთან მუშაობდა და მასთან ერთად ხეს ჭრიდა და შეშას ამზადებდა. შემდეგ ჩავიდა მიუნხენში, სადაც ბედმა გაუღიმა და აკაკი პაპავას რეკომენდაციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ "რადიო თავისუფალი ევროპის" ("რადიო თავისუფლება") ქართულ რედაქციაში მდივნის თანამდებობაზე დაიწყო. ამ რადიოში ალეკო ლორიას ფსევდონიმით წლების განმავლობაში მიჰყავდა რუბრიკა "საქართველო უპირველეს ყოვლისა!", რადიოდანაც ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიაზე ესაუბრებოდა თანამემამულეებს ...
"რადიო თავისუფლება" 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. რაც შეეხება ქართულ ენაზე გადაცემებს, ის 1953 წლის 17 მარტს დაიწყო. ქართული რედაქციის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ნოე ცინცაძეს მიუძღვის. ქართული რედაქცია პირველად შემდეგი პირებისაგან შედგებოდა: რაჟდენ არსენიძე, დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე. ეს სამი პირი ქართული რედაქციის ფუძემდებელია. შემდეგ შეუერთდნენ: ნიკო იმნაიშვილი, კარლო ინასარიძე, ვალიკო ინწკირველი, შალვა კალანდაძე და სხვები.
რედაქციაში ბევრი კეთილი საქმე კეთდებოდა, საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომლებზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო: საუბარი ძირითადად ეროვნულ პრობლემებს შეეხებოდა. "რადიო თავისუფლების" თანამშრომლები სიტყვით, განათლებით თავგამოდებულად იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ილია კუჭუხიძე თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში იყო ქართული რედაქციის თანამშრომელი. "რადიო თავისუფლებამ" ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ პიროვნებას აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება მისცემოდა, სოციალურთან ერთად, იგი განსაკუთრებით ეროვნულ პრობლემებს სწევდა წინ.
ილია კუჭუხიძემ 1953 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება, დისერტაციის თემა იყო "Georgien zwischen Nord und Süd" (საქართველო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის). მიუნხენის უნივერსიტეტში იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენას.
1984 წლის ნოემბერში პენსიაზე გავიდა. "რადიო თავისუფლებაში" ამ დროს მთავარი რედაქტორის პოსტზე კარლო ინასარიძე ჯანრი კაშიამ შეცვალა. მიუხედავად ამისა, ილია კუჭუხიძე, ჯანრი კაშიას ინიციატივით, მაინც ამზადებდა გადაცემებს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვა მწერალთა, ქართული კულტურის საკითხების შესახებ.
უზომოდ ენატრებოდა საქართველო ...
ერთხელ, თურმე, საავადმყოფოში ათი თვის განმავლობაში მოუწია ყოფნა, მოგონებების წიგნში წერს:
"ჩემს მოსანახულებლად რედაქციის თანამშრომელი ნოდარ გაგულაშვილი მოვიდა, ხელში რაღაც გახვეული ეჭირა. ეს მისი მეუღლის, ნუნუს მიერ მომზადებული ლობიო და ხაჭაპური გახლდათ. არ დამავიწყდება, რა გულიანად შევექეცი ნოდარის მიერ მოტანილ საჭმელს. მოულოდნელად განყოფილების მთავარი ექიმი რაიმერი შემოვიდა, ვთხოვე გაესინჯა ქართული ხაჭაპური, – ასეთი გემრიელი რამ ჯერ არ მიჭამიაო", – ეს არის, ბატონო ექიმო, ქართული საჭმელი მეთქი" ...
საქართველოში 1985 წელს ილია კუჭუხიძის ნაშრომებს თავისი სტატიით პროფესორი, გერმანისტი, ბ-ნმა შოთა რევიშვილი გამოეხმაურა დადებითად. ეს იყო პიროვნება, რომელსაც ბ-ნი ილია პირადად არ შეხვედრია. ასეთივე შორიდან შეძენილი მეგობარი ჰყავდა ბ-ნი გიორგი მორალიშვილის სახით, რომლის ოჯახშიც, ამერიკაში, თავისი ქალიშვილი გაბრიელაც გაგზავნა სტუმრად (გიორგი მორალიშვილის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით). შემდგომში მწერალი გერმანიაში რამდენჯერმე მოინახულა პროფესორმა, ბ-ნმა გურამ შარაძემ, ბ-ნი გურამი ხშირად წერდა მის შესახებ ...
საქართველოში ილია კუჭუხიძეს დარჩა ოჯახი: მშობლები, მეუღლე – ნატო სოლოღაშვილი, ორი შვილი: – ნოდარი და მზია ... ოჯახთან კავშირი მხოლოდ მას შემდეგ აღადგინა, რაც საბჭოთა კავშირში „გარდაქმნის“ პროცესი დაიწყო. ოჯახთან დაკავშირებაში თავისი წვლილი რეზო თაბუკაშვილმაც შეიტანა.
ბ-მა ილიამ მიუნხენში ცხოვრებისას 1966 წელს კიდევ ერთხელ შექმნა ოჯახი. მოახერხა და საქართველოში დარჩენილი შვილიშვილი მაინც ნახა. ისინი 1991 წლის სექტემბერში მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მათი პირველი და, სამწუხაროდ, უკანასკნელი შეხვედრა იყო. თუმცა, მანამდე მიმოწერა ჰქონდათ. წერილებში ბ-ნი ილია შვილიშვილს, გოჩას, ძალიან თბილად ეფერება, თითქმის ყველა წერილის ბოლოს რჩევებს აძლევს, ერთგან იმ სიმბოლური სიტყვებით ასრულებს წერილს, რომელიც მხოლოდ მის შვილიშვილს კი არა, ალბათ ყველა ქართველს ეხება: – "იყავი ჭკუით, ცოტა ილაპარაკე და ბევრი ისმინე, რა თქმა უნდა, კარგი და სასარგებლო შენთვის და შენი ქვეყნისთვის".
ილია კუჭუხიძე 1992 წელს 91 წლისა მიუნხენში გარდაიცვალა.
მიუხედავად, იმისა, რომ საქართველოდან შორს, ცხოვრობდა, ყოველთვის იცოდა, რა მდგომარეობა იყო სამშობლოში, კარგი სიახლე აბედნიერებდა და, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა, თუ რამ ცუდი ხდებოდა საქართველოში, თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურისა და ტრადიციების, სარწმუნოების, მუდამ ერთგული იდეისა – "საქართველო უპირველეს ყოვლისა!", ყველგან და ყოველთვის ცდილობდა, ქართველი ხალხისთვის ემსახურა... მინდა შემოგთავაზოთ ერთი წერილი, გურამ შარაძისადმი მიწერილი, რომელშიც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი:
"მართლაც რომ ბედნიერი ბრძანდებით, ბატონო გურამ, რომ არ გიხდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა "კაენის აღზევების" ხანაში. ეხლა, მადლობა ღმერთს, ნისლი გადაიწმინდა მთელს საბჭოეთში და კერძოდ საქართველოში. ჰქრის ახალი სიო ... ცა გაცისკროვნდა და ღმერთმა ნუ ჰქნას მისი დათალხვა... ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ბედნიერი ბრძანდებით, რომ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ იაზროვნოთ, არავითარი მბრძანებელი არ განსაზღვრავს თქვენს აზროვნებას".
ერთხელ ბ-ნმა რაჟდენ არსენიძემ ილიას მისწერა: "როცა კუჭუხიძეს ვექილიკებოდი, მე არ მავიწყდებოდა მინდია ლაშაურის ლიტერატურული დამსახურება, მისი ღირსება და სახელი საპატიო ადგილს დაიჭერს ქართულ მწერლობაში".
და მართლაც, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ის ქართველი კაცი, რომელიც, სამშობლოსაგან იძულებით მოცილების მიუხედავად, თავისი კალმით მთელი ცხოვრება ემსახურა მას, ნამდვილად იმსახურებს, რომ საქართველოში მის სახელს ყოველთვის მადლიერებით იხსენიებდნენ.
მასალები ილია კუჭუხიძის შესახებ მოვიპოვეთ ქ-ნი ლალისა და ბ-ნი გოჩა კუჭუხიძეების ბიბლიოთეკიდან, რომელიც ინახავს ილია კუჭუხიძის ხელნაწერებს, პირად წერილებს, საგაზეთო სტატიებსა და სხვა საარქივო მასალას. სამწუხაროდ, მის კიდევ ორ შვილიშვილს, გელა და მამუკა ენუქიძეებს, ვერ შევხვდით.
გერმანიიდან ბ-ნი ილიას არქივის ჩამოსატანად დიდი ღვაწლი გასწია ბ-ნმა გურამ შარაძემ, საქართველოს სახელმწიფო არქივში შეიქმნა ილია კუჭუხიძის საარქივო ფონდი, რომლის დაარსებას საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური არქივის დირექტორმა, მწერალმა ბ-ნმა ვახტანგ გურგენიძემ ჩაუყარა საფუძველი. არქივის დიდი ნაწილი ქართული ემიგრაციის მუზეუმში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.