მიხეილ გრიგორაშვილი
1927 წელს ამერიკაში ჩასული ალექსანდრე ქართველიშვილი გახლდათ მიხეილ გრიგორაშვილის თანაშემწე სევერსკისთან ერთად შექმნილ ფირმაში,სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ამ ორი გენიოსი ავიაკონსტრუქტორის ერთად წარმოდგენა.
ამერიკის და კანადის ავიამრეწველობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა კონსტრუქტორმა მიხეილ გრიგორაშვილმა. სამწუხაროდ, ის რუს კონსტრუქტორად ითვლებოდა და ნაკლებად იყო ცნობილი ქართულ ემიგრაციაშიც კი. ქართველებმა ის საკმაოდ გვიან 2002 წელს გაიცნო ვლადი მიხეევის წიგნის მიხედვით დაწერილი სტატიებით.
მიხეილ გრიგორაშვილი 1888 წელს დაიბადა რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქ დერბენდში, სადაც მამამისი ლეიტონ გრიგორაშვილი საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა. დედამისმა მიხეილი და მისი და ნინო სანქტ-პეტერბურგში წაიყვანა კარგი განათლების მისაღებად.
მიხეილი საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტში ავიაციით დაინტერესდა და გაზეთი "აერომობილის" რედაქტორი გახდა.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვებთან ერთად დაარსა "რუსული საიმპერატორო აეროკლუბი".1911 წელს ცოდნის გასაღრმავებლად საფრანგეთში პიშოფის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა,მიიღო პილოტის დიპლომი,რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი გახდა და წარმატებული გაფრენებიც მოაწყო.პირველად საფრანგეთში ეიფელის ლაბორატორიაში ააწყო თავისი თვითმფრინავი, რომელსაც "РОССИЯ А“ უწოდა,ხოლო მოგვიანებით გაუმჯობესების შედეგად "РОССИЯ Б“.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სჩეტინინის ავიასამშენებლო ქარხანაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1915 წელს მთავარ კონსტრუქტორად გადავიდა პეტროგრადის ავეჯის ქარხანაში. გრიგორაშვილმა "მელცერში" თავისი სისტემის ხრახნები დაამზადა და რუსეთის ფლოტში გამოსცა, როგორც ჩანდა ისინი უცხოურ ხრახნებზე უკეთესი აღმოჩნდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მიხეილს პარიზში მოუსწრო. სამშობლოში 1918 წელს ჩამოვიდა ეროვნული საავიაციო მრეწველობის შესაქმნელად, მაგრამ არც სახსრები და არც კადრები მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა ამიტომ მუშაობა დაიწყო გზათა სამინისტროში ინჟინრად. თავისუფლება მოპოვებულ სამშობლოში დიდხანს არ მოუწია ცხოვრება, რადგან 1921 წელს ოკუპაციის გამო ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად მუშაობდა როდ–აილენდის შტატის ერთ–ერთ პატარა ფირმაში საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად. მალე სხვა რუს ემიგრანტ ავიატორებთან ერთად ისიც ‘GREGOR’-ის გვარით დეიტონში, რომელიც მდებარეობს აიდაჰოს შტატში, შეერთებული შტატების საჰაერო სამსახურის სამეცნიერო კვლელით და საცდელ-საფრენოსნო ცენტრში გადავიდა ინჟინერ-კონსტრუქტორად,სადაც ზედიზედ შექმნა თვითმფრინავთა მოდელები. 1923 წელს გახდა ნიუ-ორკის კუნძულ ლონგ-აილენდზე,გუარდიან სიტიში განლაგებული უმსხვილესი საავიაციო ფირმის კონსტრუქტორი.სადაც სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავთა მთელი ოჯახის დამუშავებაში მონაწილეობდა.გახდა მთავარი კონსტრუქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ფირმა" BED AIRCRAFT"-ის.მან ასევე შექმნა ბევრი მრავალფუნქციური კომერციული თვითმფრინავი, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.
1926 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.კანადური ფირმა „Car and Foundry“-ს მიწვევით ონტარიოს რაიონში, ფორტ-უილიამში გადასახლდა. ხელისუფლება იქ ავიამშენებლობის აწყობას აპირებდა, ამიტომ გრიგორაშვილს თავისი პროექტების რეალიზების საშუალება მისცეს. კანადაში თავის ცოლთან, ლი კლარკთან ერთად გადასახლდა. დაამთავრა ადრე დაწყებული „Meipl Lif“. ამასთან, ამზადებდა თვითმფრინავების სერიულ წარმოებას ამერიკული ლიცენზიით. ამდენად, იგი კანადური საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა.

1932 წელს პროკოფიევ-სევერსკის ახალი ფირმის მთავარი კონსტრუქტორის თანაშემწის ადგილი დაიკავა.მონაწილეობდა "SEV-1", "SEV-2", "SEV-3"-ის მოდიფიკაციების შექმნაში.
სევერსკიისთან ურთიერთობის გაფუჭების გამო დატოვა კომპანია და ლონგ-აილენდზე თავისი ფირმა "GREGOR AIRCRAFT"დაარსა. დააპროექტა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი "GR-1".

1953 წელს სტრუკოვის ფირმა ორ ნაწილად გაიყო"CEIZ" და "STRUKOR AIRCRAFT "-ად. მიხეილი კი პირველში "CEIZ"-ში დარჩა.1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123. მას შეეძლო ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენა დახსნილი ლუკით,დაჯდომის გარეშე ტვირთის გადმოქაჩვა და სიმაღლის სწრაფად აღება.1963 წელს იგი გააუმჯობესეს,აღჭურვეს 2 შიდაწვისა და ტურბო-რეაქტიული ძრავებით.
მიხეილ გრიგორაშვილი გამომგონებელია ვერტმფრენთა საჰაერო ხრახნების, პირველი ტურბო-რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავების.მისი სახელგანთქმული მოდელებიდან აღსანიშნავია გარდენ-სიტიში დაპროექტებული "ROYAL BIRD" (სამეფო ფრინველი) და პირველი ჰელიკოპტერი , ის ასევე ავტორია მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ავიაგამანადგურებელ–ბიპლანისა "გრეგორ FDB-1”
1940-იან წლების ბოლოდან მძმედ დაავადებული ავიაკონსტრუქტორი 1953 წელს გარდაიცვალა.
დაკრძალულია ნიუ-ჯერსის შტატში.

კვლევა
ბატონ მიხეილ გრიგორაშვილათან დაკავშირებით რეჟისორ-მკვლევარი ბატონი რამაზ ბლუაშვილი ბევრს ვერაფერს ვერ გვეუბნება რაც განაპირობებს ჩვენი კვლევების
შემდგომ გაგრძელებას.
შემდგომ გაგრძელებას.
შეხვედრა რამაზ ბლუაშვილთან-რეჟისორი და მკვლევარი აშშ-ში
მასალა დაიბეჭდა გაზეთ "ახალი განათლების" 2017 წლის XII ნომერში
დასკვნა
მოსწავლე ახალგაზრდულ სასახლეში სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე პროექტის მესამე ნაწილი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით.
“უწარსულოდ ვერ მოვიძიებთ სამომავლო გზებს”
სწორედ ამ სიტყვებმა გადაგვაწყვეტინა გაგვეხსენებინა უცხო ქვეყანას შეხიზნული ქართველი ემიგრანტები ალექსანდრე ქართველიშვილი და მიხეილ გრიგორაშვილი რომელთაც სამშობლოს მიტოვება სხვადასხვა გარემოებების გამო მოუხდათ და უცხო ქვეყნებში დაიდეს ბინა.
ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათი ცხოვრებისეული ისტორიების გაცნობა, ემოციებისა და განცდების გაზიარება.
ჩვენ ის თაობა ვართ, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავალს უწოდებენ.
მომავლისკენ კი ვერ გავიხედებით თუ არ ვიცით ჩვენი წინაპრების, მამების და ბაბუების წარსული. ამ წარსულით ვამაყობთ, რაც გვაძლევს მომავლისკენ ხედვის ძალას.
ამ თემაზე მუშაობამ ბევრი რამე გვასწავლა, გაგვაგებინა და გაზარდა ჩვენი მსოფლმხედველობა.
გამოყენებული ლიტერატურა
რუსუდან დაუშვილი “ქართული ემიგრაცია ამერიკაში”
რუსუდან დაუშვილი “ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში”
ელექტრონული ვერსიები, აუდიო-ფოტო მასალები. ქართველ ემიგრანტთა ჩანაწერები დღიურები ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები მოვიძიეთ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში.