პეტრე ხვედელიძე
დაიბადა 1918 წლის, 25 იანვარს, თბილისში. ოჯახში, სადაც ხუთი ბავშვი იზრდებოდა: მიხეილი, თევდორე, კონსტანტინე, ქეთევანი და პეტრე. დედა ღვთისმოსავი ქალი ყოფილა, სწორედ მან დაარქვა ყველა შვილს წმინდანის სახელი.მამა-რკინიგზის მუშა ყოფილა, არაპროფესიონალი,მაგრამ ძალიან კარგი მოჭიდავე. დაამთავრა მე-10 საჯარო შრომის სკოლა.
ბატონი პეტრე იხსენებს შიმშილის და გაჭირვების პერიოდს. თუ როგორ აბარებდა დედა თავისი მზითვის ოქრო-ვერცხლს. გაჭირვების მიუხედავად დედა ყოველ წელს ყიდულობდა აბონიმენტს მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე, რადგან ოჯახში ხელოვნება ყველას უყვარდა. ამ სიყვარულით ზაფხულობით ხშირად დადიოდა უფრო სწორად იპარებოდა მუშთაიდის ბაღში, რადგან ბილეთის ფული არ ჰქონდა. სწორედ აქ ეზაირა პეტრე ამირანაშვილის,ნიკო ქუმსიაშვილის და ემანუელ აფხაიძის ხელოვნებას.
1937 წელს დააპატიმრეს მისი უფროსი ძმა,რომელიცსამხედრო იყო. ამის გამო იგი ვერ აგრძელებს სწავლას თბილისში და მიდის სტალინგრადში, სადაც მისი მეორე ძმა ინჟინრად მუშაობდა. ოჯახის წევრებმა ჯარში გაწვევის უწყენა 1939 წელს. მოსკოვში გაუგზავნეს, სადაც პეტრე სწავლის გაგრძელების მიზნით წავიდა და მხოლოდ სამი თვე დარჩა. ამავე წელს ჩამოდის თბილისში და 6 ნოემბერს მიდის არმიაში. იგი ჩაირიცხა პოლკის ასეულის სკოლაში სამამულო ომის დაწყებისთანავერომელიც 1941 წლის ივნისში დაიწყო.მისი სამხედრო ნაწილი ბესარაბიაში იდგა.სამი კვირა მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ,რადღან როგორმე სამშვიდობოს გაეღწიათ. გერმანელებმა ბევრი წითელარმიელი ჩაიგდეს ხელში. დიდი მცდელობის მიუხედავად მისი ნაწილიც დიდ ალყაში მოექცა. ბატონი პეტრე წერს: “რამდენიმე მეგობართან ერთად ალყა გავარღვიე და ბატალიონის უფროსი ვიშოვე,რომელიც ჩემი უფროსი ძმის-მიხეილის ყოფილი ხელქვეითი აღმოჩნდა.გამიხარდა მისი დანახვა. ვთხოვე თქვენთან დავრჩები-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა-ბრზანებაა, იქ უნდა დაბრუნდე სადაც იყავიო“. ამ „დაბრუნებაში“ პეტრე ხვედელიძე ტყვედ ჩავარდა,მაგრამ ომში ნანახმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი.
ტყვეობის შემდეგ პეტრე ხვედელიძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ უფიქრია. არა იმიტომ რომ გაუნელდა სამშობლოს სიყვარული უბრალოდ ომის წლებმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შეურიგებლობის გრძნობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ, რომელმაც მისი 2 ძმა იმსხვერპლა. მიხეილი 1937 წლის 23 სექტემბერს წაუყვანიათ სახლიდან. მეორე ძმა „დინამოში“ თამაშობდა მაგრამ თავი დაანებებინეს და გადაასახლეს. მესამე ძმას კონსტანტინეს კი ტყვეობაში შეხვდა. იგი იხსნებს: “თვითონ რომ არ დაეძახა ვერც ვიცნობდი, “იმდენად დრამატული იყო მათი შეხვედრა, რომ გერმანელებიც ტიროდნენ. ბატონ პეტრეს კაპიტნისთვის უთხოვია ჩვენი დიდი ოჯახიდან ეს მაინც გადაარჩინე,მე რაც გინდათ ის მიქენითო.კონსტანტინეს ზეინკლობა სცოდნია ამიტომ იგი ბრანდერბურგში გაგზავნეს სამუშაოდ.
გერმანელები დარწმუნდნენ რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. ამიტომ ე.წ. კავკასიური ნაწილების მოშორება გადაწყვიტეს 1944 წელს პეტრე ხვედელიძე ჩაბარდა. მისი დივიზიის მეთაურს პოლკოვნიკ მახცს საშინლად სძულდა ჰიტლერი,ახლო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ ვლადიმერ შარაბიძესთან,რომელიც მისი უფროსი ძმის თანაკლასელი იყო. მახცმა ფარული მოლაპარაკება გამართა დეგოლისტებთან, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველები და გერმანელები დეგოლის ჯარის ნაწილებისთვის მიეერთებინათ. ამით ის ქართველებთან ერთად გერმანელების გადარაჩნესაც ცდილობდა მაგრამ ქართველთა ერთ ნაწილს ილუზია შეექმნა, რომ თუ ფრანგ პარტიზანებს შეუერთდებოდნენ სტლინის რისხვას თავს დააღწევდნენ.ყოველივე ამან ქართველთა შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. პოლკოვნიკმა მახცმა შარაბიძეს ურჩია ქართველები განეიარაღებინათ, რადგან შეიძლებოდა კომუნისტები და ანტიკომუნისტები ერთმანეთს დარეოდნენ.განიარაღება უმტკივნეულოდ მოხდა. ვლადიმერ შარაბიძემ გახსნა სახელოსნოები, სადაც ქართველებისთვის ჩოხა-ახალუხები იკერებოდა, მზადდებოდა ხანჯლები, იმართებოდა საინტერესო საღამოები და ლექციები იკითხებოდა საქართველოს ისტორიაზე.ერთ დღეს ქართველები მორიგი ლექციის მოსასმენად რომ წავიდნენ გერმანელებმა მათი იარაღი ფრანგებს გადასცეს,რადგან ყველაზე დიდი საშიშროება თავიდან აიცილეს. მახცმა შარაბიძეს უთხრა: “ვისაც სურს დაბრუნდეს რუსებთან,ვისაც არა თქვენი დევნილი მთავრობა პარიზშია და ვალდებულია დაგეხმაროთო“
ხანმოკლე სპორტული კარიერა
პეტრე ხვედელიძის მეორე ძმა ფეხბურთს თბილისის ,,დინამოში“ თამაშობდა. გუშინდელი დღესავით ახსოვს, თუ როგორ დაატარებდნენ მისი ძმის მეგობრები კისერზე შემოსმულს, როდესაც ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ სტადიონზე. დასვამდნენ მეკარის უკან და ისიც თამაშს უყურებდა.
მრავალი წლის შემდეგ მისი ცხოვრება კვლავ ფეხბურთელებსა და ფეხბურთს დაუკავშირდა, ოღონდ უკვე უცხოეთში ...
ომი მთავრდებოდა ... მისი სამხედრო ნაწილი ევროპის საომარი ზონიდან დაბრუნდა. იმ დროისათვის საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის პოლკებს მეტროპოლიებში განთავსება ეკრძალებოდათ, ისინი კოლონიებში უნდა ყოფილიყვნენ ... სიდი-ბელ-აბესში (ქალაქი ალჟირის ჩრდილო-დასავლეთით) იდგნენ, ის იყო პატარა ქალაქი, სადაც ერთი-ორი კინო დარბაზი, პარკი და რამდენიმე ბარი იყო. ასე რომ, ცოტა გართობა შეიძლებოდა, მაგრამ მათ, როგორც ახალბედა ლეგიონერები, ექვსი თვის მანძილზე ყაზარმის დატოვება ეკრძალებოდათ, სანამ კონტრაქტს ხელს არ მოაწერდნენ ... ესკადრონში მანქანის მართვას ასწავლიდნენ და დღეები მეტად უფერულად მიდიოდა, რადგან არც ერთმა არ იცოდა ხვალინდელი დღე რას მოუტანდა... იშვიათად, მაგრამ მაინც იყო ოდნავ "მხიარული" დღეებიც. ეს მაშინ, როცა ზემდეგი ახალბედებს ჰკითხავდა, თუ ვის ჰქონდა უმაღლესი დამთავრებული, ასეთი კი ორი-სამი ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე და სწორედ მათ ხვდებოდათ დიდი პატივი "ფეხსალაგი" - ტუალეტის დასუფთავებისა ...
ერთ დღეს კი მთავარი ყაზარმიდან ერთ-ერთმა ლეგიონერმა ფეხბურთის ბურთი შემოაგდო, იქვე სტადიონიც იყო და თქვა, რომ ვისაც სურვილი ექნებოდა, შეეძლო ეთამაშა. პეტრე ხვედელიძეს ბურთი ბავშვობიდან უყვარდა, მართალია, ძლიერი დარტყმა არ ქონდა, მაგრამ აზრიანად თამაშობდა. ამ ლეგიონერმა შეამჩნია მისი ჭკვიანური თამაში და მეორე დღესაც მიაკითხა, რათა ლეგიონერთა გუნდთან ერთად სათამაშოდ მაროკოში წასულიყო.
ვინაიდან ლეგიონერობის კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ ჰქონდა, ყაზარმიდან გასვლა ეკრძალებოდა, მაგრამ იგი სთავაზობდა, რომ ყველაფერს პოლოვნიკი მოაგვარებდა მის კაპიტანთან. მართლაც, ექვსი თვის მანძილზე ფეხბურთის წყალობით მისი ცხოვრება ცოტა მრავალფეროვნი გახდა. შემდეგ კი გამოუცხადეს რომ ლეგიონერთა ძირითად გუნდში გადაყვანა გარანტირებული ქონდა ... პეტრეს აღფრთოვანება არ გამოუხატავს, ამაზე კი, მისმა კეთილისმყოფელმა უთხრა, რომ უბრალო ლეგიონერის სტატუსი ყოველდღიურ სიკვდილთან თამაში იყო, მაშინ როდესაც ფეხბურთის გუნდში კონტრაქტით გათვალისწინებულ ხუთ წელს, გუნდთან ერთად სულ მოგზაურობაში უხიფათოდ გაატარებდა ...
მეორე დილასვე კაპიტან ჯინჭარაძესთან გამოცხადდა ... მის გვერდით ლეიტენანტი მარტინესი იყო ... რადგან პეტრემ ფრანგული არ იცოდა, გერმანულად მიმართა და აუხსნა საქმის ვითარება ... თხოვდა დახმარებას, რომ ფეხბურთელთა გუნდში არ გადაეყვანათ, რადგან ესკადრონში საშუალება ჰქოდა მანქანის მართვა ესწავლა და თუ სიკვდილს გადაურჩებოდა, უცხოელთა ლეგიონის დატოვების შემდეგ შეეცდებოდა, რომ სხა ქართველებივით მასაც ტაქსიზე ემუშავა. ფეხბურთი კი შეიძლებოდა ხუთი წელი ეთამაშა და შემდეგ ხელში არაფერი რჩებოდა. იმ დროს 27 წლის იყო ... კაპიტანმა ჯინჭარაძემ და მარტინესმა ბევრი იცინეს და იხალისეს, ეუბნებოდნენ, რომ მის ადგილას ყველა ამ შეთავაზებას "მაღარიჩით“ აღნიშნავდა ... ასე რომ, საფეხბურთო კარიერა საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში მისივე სურვილით მალე დასრულდა ...
ომის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის პირველი ცხენოსანი პოლკი ყაზარმაში დაბრუნდა. ამ პერიოდისთვის ბატონ პეტრეს მანქანის მართვა უკვე კარგად ჰქონდა თვისებული. კავალერიის მაიორმა ვანო ვაჩნაძემ თავის მძღოლად აიყვანა. ბატონ ვანოსთან თორმეტი წელი სამხედრო სამსახურში ჰქონდა გატარებული. იგი იყო მეფის დროინდელი ოფიცერი, მონაწილეობდა ტაბახმელასთან ბრძოლაში და ცხადია შემდეგ ემიგრაციაში აღმოჩნდა, რასაც საფრანგეთის კავალერია და მაიორის წოდება მოჰყვა. ბატონ პეტრეს ამ ჩინებულ ქართველზე ლაპარაკი უჭირდა ... მას გენერლიდან დაწყებული ჯარისკაცით დამთავრებული ყველა პატივს სცემდა. ჩვენი ემიგრანტი ბედნიერია, რომ ასეთ ადამიანთან მსახურობდა და მეგობრობდა.
ამავე პერიოდში ბატონი პეტრე მეგობრობდა ლევან ზურაბიშვილთან, რომელიც ლევილის სასაფლაოზეა დასაფლავებული. ლევილი პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იგი სხვა ახლომდებარე სოფლებისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის ის მეტად ძვირფასია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული.ქართველმა ემიგრანტებმა ლევილში ააშენეს მართმადიდებლური ქართული ეკლესია სადაც დღემდე შაბათ კვირას ქართველები იკრიბებიან. მამულში ასევე ჩნდება ქართული სასაფლაო, სადაც მრავალი ქართული მამულიშვილის "ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე ..."

ლევან ზურაბიშვილის გარდაცვალებიდან 35-ე გაზაფხული მიილია. უამრავი რამ შეიცვალა, მაგრამ ლევილის მამულში დღესაც საქართველოს დროშა ნაღვლიანად ფრიალებს. ლევან ზურაბიშვილის წერილის ადრესატი-ბატონი პეტრე ხვედელიძე იყო. ის მისი სულიერი ძმისა და მეგობრის გარეშე 92-ე წელს შეხვდა ვაშინგტონში. 1956 წელს ბატონი პეტრე საფრანგეთიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა.
ალბათ ყველას გსმენიათ აშშ-ს მთავრობის ოფიციალური, საგარეო სამაუწყებლო ქსელის „ამერიკის ხმის“ შესახებ. იგი ინფორმაციას გადასცემს, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით. დაარსდა 1942 წელს. 2012 წელს კი არსებობის 70 წელი შეუსრულდება. ალბათ საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ აქ მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი პეტრე ხვედელიძე გახლდათ.
1956 წელს, პეტრე ხვედელიძემ, 38 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საფრანგეთი. დაიწყო მისი მეორე ემიგრაცია, ამჯერად აშშ-ში. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ასაბუთებს, რომ აშშ-ს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა თავსი სამშობლოს დახმარებოდა, ვიდრე საფრანგეთს, ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანას. ამასთანავე ვარაუდობდა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზებას იქ უფრო მოახერხებდა, რა თქმა უნდა ისევ საქართველოს საკეთილდღეოდ, რაშიც ნამდვილად გაუმართლა.
გამგზავრებიდან 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იურკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. 11 წელი და 6 თვე იმსახურა, როგორც ტექნიკოსი. მუშაობის პარალელურად, დამატებითი განათლების მისაღებად საღამოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა. ორი წელი კი Queens College-ში ისწავლა.
1958 წელს აირჩიეს აშშ-ში ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად, შემდეგ მდივნად.
1963 წელს კი მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.
სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ შტატებში ეკონომიკური კრიზისის გამო, თავისი სპეციალობით სამუშაო დაკარგა, ქართული სათვისტომოს მდივნობის ვადაც ამოეწურა, უმუშევარი იყო. ასეთ ვითარებაში მყოფმა, მეგობრების რჩევით, „ამერიკის ხმის“ კორესპონტენტის ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი და გაუმართლა. იქ სამუშაოდ რომ მივიდა, 49 წლის გახლდათ. მისი გადაცემის ერთადერთი დევიზი იყო სიმართლე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ობიექტური ანალიზი.
ამერიკის ხმაში ბატონი პეტრე 1985 წლის ივნისამდე მუშაობდა. რედაქციაში მუშაობისას კი მიღებული აქვს სიგელები და მადლობები.
ბატონი პეტრე იხსენებს ანზორ კავსაძის ბრწყინვალე გასტროლს აშშ-ში 1974 წელს. სწორედ მაშინ ბატონმა პეტრემ მათი კონცერტის 50 ბილეთი იყიდა და ამერიკის ხმის თანამშრომლები დაპატიჟა, რათა დაენახებინა რა განსხვავებაა ქართულ და რუსულ სიმღერას შორის. იმედი არ გაცრუებია, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. სწორედ ამ გასტროლის დროს, ანზორ კავსაძის უბადლოდ შესრულებული „ჩაკრულო“ იქნა ჩაწერილი და კოსმოსში გაშვებული სხვა მსოფლიოს მუსიკალურ შედევრებთან ერთად ... ბატონი პეტრე უბედნიერესი გახლდათ იმით, რომ სწორედ მან მიაწოდა ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმით“ პირველმა საზოგადოებას ... დღემდე მადლობელი იმ მუსიკოსისა, რომელმაც უცხოეთში გადახვეწილს არნახული ბედნიერება და სიამაყე განაცდევინა.
პეტრე ხვედელიძემ ამერიკის ხმაში მუშაობისას მიიღო თავისი უახლოესი მეგობრის ბ-ნ ლევან ზურაბიშვილის წერილი ეკლესიასთან დაკავშირებით.
ძვირფასო და საყვარელო ძმაო პეტრე...
იმედია კარგად და ჯამრთელად ხარ ამ 1972 წელში, უფალი ღმერთის წყალობით. ამ წერილს უფრო საზოგადოების საკითხზე გწერ, ჩვენი მომავალი ეკლესიის თაობაზე.
მაინტერესებს თუ მიიღე ჩემი გამოგზავნილი "ქართული ჭედურობის ხელოვნება" - შალვა ამირანაშვილის ავტორობით?
ეკლესიას რაც შეეხება ვიდრე შეერთებულ შტატებში მივმართავდი საჭირო იყო "ეტიკეტის" და "ტაქტის" მიხედვით, მიმემართა თქვენთან არსებულ სათვისტომოს ახალ თავმჯდომარე ელზა ცომაიასთვის (ეს რჩევა შენ თვითონ მომეცი). ორი დღის წინ მივიღე მისი თანხმობა. ტექსტის, ფულის, იურიდიული საქმე კარგად მიდის. თანხა ბინის შეძენისთვის დროულად შეგროვდება. გუშინ გვქონდა შეხვედრების დარბაზში ტრადიციული "ნინოობა" და ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრების დარიგება. ახლა შევწყვიტავ ამ წერილის წერას და საქმეს შევუდგები გეხვევით და გკოცნით, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო პეტრე.
მარად შენი: ლ. ზურაბიშვილი
ბატონი პეტრეს პირველი კონტაქტი ძმისშვილთან 1991 წელს შედგა, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა ახლობლების ნახვის სურვილი.
პეტრე ხვედელიძე,იგივე პედრო ამაჩი (ასე მიმართავდნენ ფრანგები).1967-85 წლებში „ამერიკის ხმის“ ქართული განყოფილების ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი - კიკა ჭალელი.ბ-ნ პეტრეს მეტსახელი გახლდათ ბურო.ერთხელ ამ სახელმა უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩააგდო:
ქ. კასტრში პოლკოვნიკ შარაბიძის ადიუტანტი იყო, რომელიც ქალაქის მთავარი ქუჩის სასტუმროში ცხოვრობდა. სანამ სასტუმრომდე მივიდოდა, გზად ერთი ხუჭუჭთმიანი გოგო ყოველთვის უცინოდა და ესალმებოდა. პეტრეც მისი დამტვრეული ფრანგულით ესაუბრებოდა და ასე დაახლოვდნენ. ერთ დღეს ის თავის მეგობრებთან ერთად იყო. დაახლოებით ნახევარი საათი ხელებითა და მწირი ფრანგულით ესაუბრებოდა, როცა ქართველი ლეგიონერები გამოჩნდნენ. დაინახეს თუ არა შემოსძახეს: ვა, ბურო ეს რა კარგი გოგოაო ... ფრაზა დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ გოგოები გაიქცნენ. ვერ მიხვდა, თუ რა აწყენინა. გადაწყვიტა ვითარებაში გარკვეულიყო და რადგანაც იცოდა, სად ცხოვრობდა, იქიტკენ გასწია. მიუახლოვდა თუ არა იმ გოგოს საცხოვრებელს, რომ ზემოდან რაღაც მოდიოდა და უცებ გვერძე გახტა. აღმოჩნდა, რომ მისმა "ლამაზმანმა" ზემოდან მდუღარე წყალი გადმოასხა. საბედნიეროდ არაფერი დაავებია. რამდენიმე თვის შემდეგ გაარკვია, რომ "ბურო" – bourrean ფრანგულად ჯალათს ნიშნავს.
თბილისში ყოფნისას იგი საპატიო სტუმრად მიწვეული იყო ჯავახიშვილის სახ. სახელობის უნივერსიტეტში სადაც საინფორმაციო-საგანმანათლებლო ასოციაციის კვალის პრეზიდენტ ბ-ნ შოთა ვაშაკიძის თაოსნობით ტარდებოდა პირველი ფორუმი, სადაც მონაწილეობდნენ ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერები, ექიმები და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.
ბ-ნი პეტრე დღემდე არ კარგავს თავის მეგობრებს. მასთან მეგობრობს ბევრი ქართველი ახალგაზრდა, რომლებთანაც იხსენებს ეპიზოდებს თავისი ცხოვრებიდან. სწორედ ერთ-ერთ მათგანს ქ-ნ ციცინოს მიეცა საშუალება მისი მოგონებათა ნაწილი გამოეცა წიგნის სახოთ "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით". მემუარებზე მუშაობა კვლავ გრძელდება
ამჯამად 93 წლის, უხუცესი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს ვაშინგტონში, წერს მემუარებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
წერილები, არქიული მასალები,
ციცინო ჯერვალიძის „პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“.

ფოტოგალერეა
თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის შარაძის სახელობის ემიგრაციიის მუზეუმში ბატონ პეტრეს ნათესავებთან, მეგობრებთნ ერთად ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა მის 95 წლის საიუბილეო საღამოში.