ამერიკის შეერთებული შტატები
მსოფლიო ემიგრანტთა თავშესაფარი, რომელმაც 1955 წ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიკედლა მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართველები, ეგრეღწოდებული მეორე თაობის ემიგრანტები.
აშშ–ში ჩასულ ქართველ ემიგრანტებს მასპინძლობას უწევდა ქართული ასოციაცია.
პატარა ქართულ ჯგუფს 1932 წ. ნიუ–ორკის შტატის სამართველოში გაუფორმებია ქართული სათვისტომოს ასოციაციის ლეგალური არსებობა. ამ ქართული ასოციაციის ფუძის ჩამყრელები ყოფილან: ბატ. დიმიტრი ალავიძე, ბატ. ვანო კობახიძე, თავადი სიკო ერისთავი, გიორგი მაჩაბელი, ირაკლი ორბელიანი, თავადი თეიმურაზ ბაგრატიონი.
პრინცი ჯორჯ მაჩაბელი ქართული ასოციაციის (სათვისტომოს) პირველი პრეზიდენტი იყო 1932 – 35 წლებში.
ნიუ–ორკში მეორე თაობის ემიგრანტებს ხვდებოდა ლევ ტოლსტოის საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი თეიმურაზ ბაგრატიონი, იგი იუგოსლავიის მონარქიის მფარველიობით იყო გაზრდილი, სიმპათიური ერთდროს ქართული კოლონიის პრეზიდენტი. ყველას დამხმარე და საზოგადო მოღვაწე.
აღსანიშნავია – ბატონ სიკო ერისთავის ამაგი ნიუ–ორკის სათვისტომოში. მისი მეთაურობით შეიძინეს ქალაქგარეთ, 65 მილის დაშორებით დასასვენებელი ადგილი "ალავერდი". ეს იყო ქართველების და კავკასიელების თვშეყრის ადგილი, სადაც ტარდებოდა საღამოები ფონდისთვის. ბატ. სიკოს გარდაცვალების შემდეგ, ბატ. მამია ზაქარაძე გახდა შეუცვლელი გამგებელი, მომვლელი. ხოლო ბატონმა კონსტანტინე ერისთავმა და მისმა მეუღლემ ანამ, ფინანსური დახმარება გაუწიეს. სამწუხაროდ, 2004 წ–ს ალავერდი გაიყიდა.

პირველ ეტაპზე გაგაცნობთ მეორე თაობის ემიგრანტების ბატონი გივი ფორაქიშვილისა და ბატონი გიორგი მორალიშვილი ცხოვრების განვლილ გზას.