ჩვენ შესახებ
სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს „არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა“, რომელიც ეძღვნება აშშ-ში მცხოვრებ მეორე და მესამე თაობის ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას.
2011 წელს გეოგრაფიაში საკონფერენციო თემების (იტალია, გერმანია, საფრანგეთი) დამუშავებისას IX კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველთა ისტორიით, რომლებიც ომის განმავლობაში ზემოხსენებულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ და საბოლოოდ ამერიკაში დაიდეს ბინა.
პროექტი:
პროექტში ჩართული მოსწავლეები:
2011 წელს გეოგრაფიაში საკონფერენციო თემების (იტალია, გერმანია, საფრანგეთი) დამუშავებისას IX კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველთა ისტორიით, რომლებიც ომის განმავლობაში ზემოხსენებულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ და საბოლოოდ ამერიკაში დაიდეს ბინა.
პროექტი:
- ეტაპობრივად მოსწავლე-ახალგაზრდულ სასახლეში სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებზე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომებით.
- დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ქალბატონმა ლოლა პეტროვამ და განათლების კორდინატორმა ქალბატონმა თეა კუჭუხიძემ.
- მოძიებული მასალები ემიგრანტებზე ეტაპობრივად იბეჭდება გაზეთ „ახალ განათლებაში“.
- შუქდებოდა საქართველოს ტელევიზიით „ერთსულოვნება“ გადაცემა „კვირიაკეში“.
- საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხზე.
- აშშ-ში ასოციაცია „კვალის“ პრეზიდენტი ბატონი შოთა ვაშაკიძის და პროექტის ხელმძღვანელის პედაგოგ ქეთევან ქიქოძის მიერ მოძიებული მეორე თაობის ემიგრანტთა არქივები 2014 წლიდან ინახება საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის „ემიგრაციის“ კაბინეტში.
- 2022 წელს 29 მაისს მოსწავლე ახალგაზრდული სასახლის ინტერკლუბის პედაგოგების და მოსწავლეების წინაშე პროექტ "არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზავს ზიანსა" შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა სკოლა ლიცეუმ მწიგნობარ*უხუცესის 10 კლასის მოსწავლე ნია კაპანაძე. მასალა გაშუქდა გაზეთ “ახალ განათლებასა“ 12-18.05.2022 წ. და პირველ საზოგადოებრივ არხზე, გადაცემა “ახალ დღეში“ 09.05.2022 წ.
- ვაგრძელებთ პროექტს აშშ–ში მე–2 თაობის ემიგრანტთა შთამომავლობაზე და მე–3 თაობის წარჩინებულ ემიგრანტ–ქართველებზე (V ეტაპი).
პროექტში ჩართული მოსწავლეები:
|
|