ვალერიან ძამია
ვალერიან ძამია დაიბადა და გაიზარდა თბილიში, სწავლობდა თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში, თუმცა სიცელქის გამო ბევრი სკოლის გამოცვლა მოუწია. ძალიან უყვარდა ოპერა, ამის გამო მას და მის მეგობრებს „ოპერის ბირჟავიკებს“ ეძახდნენ.
მართალია ბატონ ვალერიანის თაობას ნაკლებად მოსწონდა სამხედრო სამსახური, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სევასტოპოლში, საზღვაო სასწავლებელში გაგზავნეს , მერე კი ომი დაიწყო.
1943 წელს ვალიკო ძამია ტყვედ ჩავარდა. ალბათ ტყვეობაში დაიღუპებოდა კიდეც, რომ არა მისი ამხანაგი ვახტანგ მირიანაშვილი, რომელმაც მოახერხა მისი საკონცენტრაციო ბანაკიდან გაყვანა. დიდხანს იმალებოდა ჩრდილოკავკასიელებთან, რომლებიც დასუსტებულ ვალიკოს უვლიდნენ.
ომის შემდეგ იგი არა როგორც ტყვე არამედ როგორც თავისუფალი ადამიანი გერმანიაში მოხვდა. სწორედ მაშინ ინანა მან სკოლაში გერმანული ენის არ სწავლა. გერმანიაში იყო ბანაკი, სადაც ყველა საბჭოთა მოქალაქეს თავს უყრიდნენ, აწყობდნენ საჩვენებელ სასამართლოებს, ტყვეს შეკითხვას უსვამდნენ და პასუხსაც თვითონვე იძლეოდნენ, შემდეგ იქვე გამოჰქონდათ განაჩენი და საბოლოოდ ხვრეტდნენ.
ვალიკოს სამშობლოში დაბრუნება ძალიან უნდოდა. მას ერთი რუსი მეგობარი დუხანინი ჰყავდა. მისთვის რომ გაუმხელია სამშობლოში დაბრუნების სურვილი, პასუხად მიიღო, რომ საბჭოთა კავშირში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დაბრუნება, ამის გამო ვალიკო დაძრული მანქანიდან გადმომხტარა და გერმანიაში დარჩენილა. ბატონი შოთა შოთაძე, რომელიც მანქანაში ვალიკოსთან ერთად იმყოფებოდა, არის პიროვნება რომელიც თბილისში ყოფნის დროს ვალიკოს ოჯახს ესტუმრა. ოჯახის წევრებს ვალიკო დაკარგული ეგონათ, სწორედ ბატონი შოთას დახმარებით შეიტყვეს, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი იყო.
მიუნჰენში რადიოში მუშაობდა, ტექნიკურ განყოფილებაში. ენა უჭრიდა, ამიტომ ხანდახან გადაცემებიც მიჰყავდა. არ უნდოდა გერმანიიდან წასვლა, მაგრამ მისი პირველი უკრაინელი მეუღლის დაჟინებით 1956 წელს შეერთებულ შტატებში გაფრინდა. ნიუ-იორკში დასახლდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობდა. ჯერ დურგლობდა, მერე ხაზვის ნიჭი აღმოაჩნდა, შეისწავლა გათბობა-გაგრილების სესტემა, შემდეგ კი სამსახურში მოეწყო. ძალაუნებურად გვარის შემოკლებაც მოუწია. ძამიაშვილს „შვილი“ მოხსნა, რადგან ამერიკელებს მისი გვარის წარმოთქმა და წერა ძალიან უჭირდათ.
"სამშობლოს გრძნობა - ეს არის ადამიანის სულის ერთ-ერთი ურთულესი გამოვლინება, ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ყველაზე ზუსტი ორიენტირი; არ არსებობს დედამიწის წურგზე ადამიანი, ეს გრძნობა რომ არ ეუფლებოდეს, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია, რომ ნოსტალგია წმინდა ქართული ავადმყოფობაა.’’ - ასე ხსნიდა სამშობლოს მონატრებას ბატონი ვალიკო, მართლაც, ქართველებს მამულის სიყვარული სხვაგვარად გვესმის!
ერთი წუთიც არ ყოფილა, რომ მას თავის ქვეყანაზე არ ეფიქრა. კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისეთ მარგალიტებს როგორიცაა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და „მთვარის მოტაცება“, მიხეილ ჯავახიშვილის რომანები და მოთხრობები. სწორედ ამ წიგნების წყალობით მის ცხოვრებაში მოვიდა საქართველო, ქართული ენა, ქართული წიგნი, ქართული სიმღერა და ქართული სიყვარული.
ემიგრანტობაში პატრიოტული პოზიციის გატარება ადვილი არ იყო. მათთვის მთავარი რწმენა და იმედი იყო, იმედი იმისა, რომ დადგებოდა დრო, როცა სიტყვა ,,ემიგრანტი’’ მოღალატის ტოლფასი აღარ იქნებოდა, როცა საქართველოში ჩამოსვლის უფლება ექნებოდათ. მთავარი დრო და მოთმინება იყო, ამ ქვეყნად ყველაფერი იცვლება, ერთი რამის გარდა, უნდა გახსოვდეს ,,ვისი გორისა ხარ’’!
ემიგრაცია მძიმე გამოცდაა, საქართველოსგან შორს ისე უნდა იცხოვრო, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ხალხისთვის თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეს. ბატონმა ვალერიანმა მართლაც ღირსეულად განვლო ცხოვრების ეს რთული პერიოდი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოში. ამას გარდა იგი არაერთხელ დახმარებია ქართველებს სამეცნიერო-დოკუმენტალური ფილმის დაბეჭდვაში, გამოფენის მოწყობაში და სხვა მრავალი ღონისძიების ორგანიზებაში.
53 წლიანი განშორების შემდეგ 1994 წელს ბატონი ვალიკო მართლაც ესტუმრა საქართველოს. კითხვაზე, იმ დროისთვის იყო თუ არა ბევრი ქართველი შეერთებულ შტატებში და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, მისი პასუხი ასეთი აღმოჩნდა: „ათასზე მეტი კაცია, ზუსტად ვიცი, სიები მაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ათასი კაცი დათითოებულია, შეკრული არ არის, ბევრიც იმალება. ვისაც თავის შეყრა გვიხარია, შობას ან აღდგომას ეკლესიაში მივდივართ, მღვდელი გვყავდა ქართველი, ამერიკულ ეკლესიაში. ახლა სხვა შტატში გადავიდა, მაგრამ თუ ვთხოვთ, ჩამოდის ხოლმე. 26 მაისს, ნინოობას და 24 წლის აჯანყებას აღვნიშნავთ, ახლა 24 აგვისტოს მაგივრად 9 აპრილს ვიყრით ხოლმე თავს.“
პატარა ქართულ ჯგუფს 1932 წელს ნიუ-იორკის შტატის სამმართველოში გაუფორმებია ქართული სათვისტომოს ასოციაციის ლეგალური არსებობა, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს ემსახურებოდა და ჭეშმარიტ ცნობებს აწვდიდა საქართველოთი დაინტერესებულ ინსტიტუტებს და პიროვნებებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჩასულ მეორე თაობის ემიგრანტებს სწორედ ქართული სათვისტომო მასპინძლობდა. შემდგომში კი ბატონი ვალერიან ძამიაც გამხდარა ამ სათვისტომოს მდივანი.
ბატონი ვალიკო სიამაყით აღნიშნავდა, რომ ქართული კოლონიის საქმეებში განსაკუთრებით გაიზარდა ქართველი ქალების როლი. იმ დროისთვის მოღვაწეობდნენ: ელისაბედ ზალდასტანიშვილი, ნათელა ჩხატარაშვილი, მერი კვიტაშვილი და სხვა. მისი აზრით, ქართული კოლონიის ტრადიციებს ისინი ღირსეულად გააგრძელებდნენ.
ბატონმა ვალიკო ძამიამ შეინახა და შეინარჩუნა ქართველობა. იგი 42 წელი ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გულით დაატარებდა პატარა ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია. ის ხშირად ამბობდა: "ქართველები აქ - სამშობლოში და იქ - საზღვარგარეთ ერთი მთლიანია, ოღონდ ვაშლივითაა მომავლის თესლებით ამოვსებულ გულამდე შუაზე გაპობილი."

მისთვის ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის შეგნება, რომ ემიგრანტი იყო, ემიგრაციაში ცხოვრობდა. და იმისთვის, რომ ლტოლვილის მდგომარეობიდან გამოსულიყო უნდა ეცხოვრა ღირსეულად, ეშრომა მუხლჩაუხრელად. საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა ქართველად დარჩენილიყო და რაღაცით მაინც გადაეხადა მადლობა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.
ბატონმა ვალიკომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნათლად იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლშევიკური საბჭოთა იყო, მაინც საქართველო იყო, ქართველების ერთადერთი და განუმეორებელი სამშობლო. მას ეკუთვნის სიტყვები: ,,ჩემი და ყველა ქართველი ემიგრანტის ვალი იყო და არის: მუდამ გვახსოვდეს, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვქართველობდეთ და რასაც უნდა ვაკეთბდეთ - საქართველოს წარმოვადგენდეთ, მის სახელს ვუფრთხილდებოდეთ!’’
უკანასკნელ წლებში იგი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მზიამ, თავის ქალიშვილ, თამუნასთან, ერთად ამერიკაში ქართული კერა გაუღვივეს. ვალიკო ძამია კმაყოფილი აღნიშნავდა: „ახლა მაქვს, რასაც ჰქვია ნამდვილი ქართული ოჯახი: სტუმარმასპინძლობით, ღიმილით, ტკბილი სიტყვით, ალერსით, შენი ჭირიმეთი და შენ შემოგევლეთი, ტემპერამენტით, სიცოცხლის ხალისითა და ავკარგიანობით".
ბატონი ვალიკო იხსენებს: "ბატონ სიკო ერისთავს კავკასიელ ემიგრანტებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის წინ ნიუ-იორკიდან 65 მილის დაშორებით შუძენიათ დასასვენებელი ადგილი "ალავერდი’’. როდესაც სათვისტომო გაიზარდა "ალავერდი" გახდა დასასვენებელი და თავშესაყრელი ადგილი, როგორც კავკასიელების, ისე ქართველებისათვის". ბატონი ვალერიან ძამია და მისი მეუღლე ძალ-ღონეს არ იშურებდნენ "ალავერდის" გადასარჩენად. ისინი ყველაფერს აკეთბდნენ, რათა დაეინტერესებინათ და შეეყვარებინათ ახალი ემიგრანტებისთვის ეს ადგილი.

ა ლ ა ვ ე რ დ ი
ბატონი ვალერიან ძამია სულითა და გულით ნამდვილი პატრიოტი, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 2013 წლის 18 მარტს წმ. ლუკას ჰოსპიტალში. დაკრძალულია ნიუ-იორკში.
ბატონმა ვალიკომ მთელი სიცოცხლე რკინისებური კანონით გალია, რასაც სახელად სამშობლო შეარქვა.