ვახტანგ საყვარელიძე
101 წლის წინ ქალაქ თელავში ილია და საშა საყვარელიძეებს შეეძინათ პირველი ვაჟიშვილი ვახტანგი. ის თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით, რის გამოც პირველი კლასის მოსწაველე ერთი თვის შემდეგ გადაიყვანეს მეორე კლასში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საბუღალტრო სასწავლებელში, თან მუშაობდა რევიზორ-ბუღალტრად.
1931 წელს დაოჯახდა ქალბატონ ეკატერინეზე. 1933 წელს მათ შეეძინათ ვაჟიშვილი თენგიზი, ხოლო 1939 წელს ქალიშვილი ნელი.
1941 წელს ბატონი ვახტანგი გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 3 თვით.ვახტანგის დედა და ცოლ-შვილი მის სანახავად ჩავიდნენ.წლინახევრის ნელიმ მამა იუცხოვა თენგიზმა კი ტირილი დაიწყო. დედის კითხვაზე თუ რატომ ტიროდა, ბავშვმა უპასუხა – "მამა აღარ მოვა" თითქოს ეს იყო მისი წინათგრძნობა.
1941 წლის 22 ივნისი:
"სალამი ჩვენებს,ეს არის მოვისმინეთ რადიო გადაცემა,რომ გერმანიამ დაიწყო ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.ჩვენ რა ბედი მოგველის არავინ იცის, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ძალიანაც ნუ იდარდებთ რაც, იქნება-იქნება მე აქ გავუფრთხილდები ჩემ თავს და მანდ თქვენ გაუფრთხილდით თქვენს თავს კატუშ! ბავშვებს ძალიან გაუფრთხილდი, დედი, კარგად იყავით, შენს თავს და ჩემს ცოლ-შვილს გაუფრთხილდი’’
ბატონმა ვახტანგმა თავისი ოჯახი ასევე მის უმცროს ძმას 16 წლის ლადიკოს ჩააბარა
"აბა შენ ხარ ახლა მამაკაცი მანდ, ეცადე უკაცობა არ დაატყო ოჯახს"
ბატონმა ლადომ არ შეასრულა ძმის თხოვნა, რადგანაც მოხალისედ წავიდა ჯარში. იგი ომიდან ორივე ფეხმოჭრილი დაბრუნდა. შუათნა ძმა კი ლევანი ომიდან აღარ დაბრუნებულა

ბატონ ვახტანგს ომის დაწყებამ ქალაქ თბილისში სამხედრო სამსახურში მოუსწრო. იგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად ფეოდოსიაში გაამწესეს. სწორედ აქ 1942 წელს ჩავარდა ტყვედ. საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული ყოველი დღე გაუსაძლისი იყო. მოგვიანებით ბანაკი გადაგზავნეს გერმანიაში.
ტყვედ ჩავარდნამდე ვახტანგი იწერებოდა,რომ ფრონტის ხაზზე შეხვედრია თავის ბიძაშვილებს, საშა და მიშა გოგიაშვილებს.
1942 წლის შემდეგ ოჯახს ვახტანგის წერილები აღარ მიუღია.
ომის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიის ქალაქ ზალსბურგში, სადაც ქართველ მეგობართან ერთად საკუთარი ხელით შეკეთებულ პატარა ოთახში დაიწყეს ცხოვრება.
თელავში საყვარელიძეების ოჯახს, ბატონი ვახტანგის შესახებ ჰქონდათ ერთადერთი ცნობა:
"უგზო-უკვლოდ დაკარგული"
თავად ბატონ ვახტანგს კი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ოჯახის შესახებ, რადგან საბჭოთა კავშირის დროს იკრძალებოდა ტყვედ-ყოფილის დაკავშირება ოჯახთან, უფრო მეტიც, არც ეგონა,რომ მისი ოჯახი კიდევ იარსებებდა. ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე მძიმე ფიქრები ოჯახზე, შვილებზე, ახლობლებზე. მათზე ინფორმაციის უქონლობის გამო, ათასგვარ უარყოფით ემოციებზე დაყრდნობით ფიქრობდა, რომ ისინი ალბათ ცოცხლები აღარ არიან _ პატარა ქალიშვილი ნელი, შერყეული ჯანმრთელობის გამო ცოცხალი აღარ ეგულებოდა, შესაბამისად მეუღლესაც აღარ თვლიდა ცოცხლებში, ხოლო ობლად დარჩენილი ვაჟიშვილი კი უპატრონოთა სახლში ეგონა მიბარებული.
1955 წელს ბატონი ვახანგი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ნიუ-იორკში ძნელი იყო ნულიდან ცხოვრების დაწყება,თუმცა გამოსავალი მაინც იპოვნა. წამლებისთვის სხვადასხვა მცენარეებს აგროვებდა, აბარებდა და ამით ირჩენდა თავს. დაუღალავი შრომით დააგროვა გარკვეული თანხა,შეიძინა სახლი, რომელიც შეკეთებას მოითხოვდა და გადააკეთა კიდეც თავისი გემოვნებით. ნიუ-იორკში სახლის შეძენა მისთვის დიდი სიხარული იყო. თითქოს აიწყო უცხო მხარეში ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი მაინც არ იყო. ოჯახზე ფიქრი არ ასვენებდა.

ნიუ-იორკში ცხოვრებისას გაიცნო მასავით ტყვედ ნამყოფი ირაკლი მენთეშაშვილი,რომელსაც საქართველოში ოჯახთან უკვე ჰქონდა კავშირი. ბატონმა ირაკლიმ საქართველოში მცხოვრებ შვილებს სთხოვა თელავში მოეძებნათ ვახტან საყვარელიძის ოჯახი და გადაეცა მათთვის წერილი. 1965 წლის ნოემბერში, როდესაც ბატონმა ირაკლიმ ვახტანგის წერილი გადასცა მის ოჯახს
"ორ ახლო მეგობარს უნდოდა მის ოჯახთან დაკავშირება რათა მათ დახმარებოდნენ."
ქალბატონი კატო მაშინვე მიხვდა,რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო და შვილებს ახარა მამის გადარჩენა, საჭირო იყო ამ ინფორმაციის დაზუსტება.
როგორც ქალბატონი ნელი იგონებს,მან მაშინვე მისწერა ირაკლი მენთეშაშვილს წერილი, სადაც დაწვრილებით წერდა თავისი ოჯახის შესახებ და ბოლოს სთხოვა, რომ თუ ეს მამის ამხანაგი ის არის ვისაც ჩვენ ვგულისხმობთ, გვინდა მასთან კავშირის დამყარება. ირაკლიმ როდესაც ეს წერილი მიიღო მოიწვია ბატონი ვახტანგი. მან ვერ შეძლო წერილის წაკითხვა, ამიტომ ამის გაკეთებაც ბატონ ირაკლის მოუწია. 25 წლის შემდეგ ბატონმა ვახტანგმა პირველად გაიგო მისი ოჯახის ამბები,რომ მამა არ დაბრუნებულა, ომის შემდეგ არ დაბრუნებულა არც მისი ძმა ლევანი, ხოლო მეორე ძმა ლადო, დაინვალიდებულა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,რომ მის დედას და მეუღლეს არაჩვეულებრივად გაუზრდიათ ორივე შვილი, ქალბატონი ნელი გათხოვილა და წლინახევრის ნინო ჰყოლია, თენგიზი კი ჯერ არ დაოჯახებულა. ეს წერილი გახდა დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრების დამაკავშირებელი.
ქალბატონი ნელი იგონებს: "მამის წერილი,რომ მოვიდა ეს იყო ენით აუწერელი სიხარული ჩვენთვის, გამოჩნდა მამა რომელიც ცოცხალი აღარ გვეგონა. ის იყო კარგად და ცხოვრობდა ამერიკაში. გარეთ რომ გავედი, ყველაფერი ვარდისფრად ანათებდა, ყველაფერი ჩემთან ერთად მღეროდა."
ნიუ-იორკში ცხოვრებისას იგი დამეგობრებია მეორე თაობის ქართველ ემიგრანტებს: ირაკლი მენთეშაშვილს, არჩილ(ბონდო) კეკელიას, პეტრე ხვედელიძეს, კარლო გვარჯალაძეს, მიშა ჭელიძეს, ვანო შუღლიაშვილს, გოგი მორალიშვილის, გივი ფორაქიშვილს და სხვა.
საქართველოს რბილ კლიმატს შეჩვეულმა კაცმა ვერ აიტანა ნიუ-იორკის მკაცრი ჰავა და საცხოვრებლად კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გადავიდა. სანტა-ბარბარა ნამდვილი ესპანური დასახლებაა, ქათქათა ეკლესიებითა და სასახლეებით, პალმებითა და ლაჟვარდოვანი ზღვით. ყველაზე ძვირადღირებული ადგილია ამერიკის შეერთებულ შტატებში (ბევერლი ჰილსის შემდეგ) რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს მილიარდელთა ამ ქალაქში ბინა დაიდო ორმა ქართველმა, აქედან ერთ–ერთი იყო ბატონი ვახტანგ საყვარელიძე იგივე ვალტერ საყვარელი. უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას მიუღია გადაწყვეტილება თავდაუზოგავი შრომითა და ცხოვრების პატიოსანი წესით დაემტკიცებინა ყველასთვის ცივილიზებული ქვეყნის შვილობა. იგი მუშაობდა "general-electric"-ის ფირმაში სადაც გამოადგა საქართველოში ნასწავლი ბუღალტერია, ნახაზების კითხვა, აგებდა იახტებს, იღებდა შეკვეთებს და ამზადებდა პატარა დეტალებს კოსმოსური ხომალდისთვის. ამასთანავე სისტემატიურად იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში.
1976 წლის აგვისტოში 35 წლის განშორების შემდეგ მამა–შვილი ბატონი ვახტანგი და ქალბატონი ნელი ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე. ნიუ-იორკის აეროპორტში ნელის დახვდა ირაკლი მენთეშაშვილი ოჯახით, ხოლო სანტა-ბარბარში მიშა ჭელიძე მეუღლით - ჰილდათი. ამის შემდეგ ქალბატონმა ნელიმ კიდევ ორჯერ მოინახულა მამა. ქალბატონ ნელიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამის ხელით გაშენებულმა ადესის ხეივანმა, "ოცნების ხიდმა" რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა გარდა ერთისა, მასში ქვეცნობიერად განხორციელდა სამშობლოს დაუოკებელი სიყვარული,გაუნელებელი სევდა და ოცნება მასზე. ასევე გააკვირვა ათასწლოვანმა ხემ.
1977 წელს მამის სანახავად ჩავიდა მისი ვაჟი თენგიზი, ხოლო 1989 ბაბუა მოინახულა მისმა შვილიშვილმა (ქალბატონი ნელის ქალიშვილმა) ქალბატონმა ნინო საყვარელიძემ მეუღლესთან, ბატონ დავით კახნიაშვილთან ერთად. თუმცა ვერ მოხერხდა თენგიზის შვილების შეხვედრა ბაბუასთან.
წარმოუდგენელი სიხარული იყო დედა–შვილის სატელეფონო საუბარი. სამწუხაროდ მათ ერთმანეთი ვერ ნახეს. გაზეთ "თელავის ალაზანში" გამოქვეყნდა წერილი "თელავშიც ელოდებიან", მაგრამ ეს ოცნება ბატონმა ვახტანგმა ვერ შეასრულა. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1993 წელს ისე გარდაიცვალა, რომ ვაჟის თენგიზის გარდაცვალებაც არ იცოდა (1991 წ.)

იგი დაკრძალულია სანტა-ბარბარას სასაფლაოზე. მამის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ, ვახტანგის მეგობრების დახმარებით ქალბატონმა ნელიმ შეძლო მამის საფლავის მონახულება, რომელსაც საქართველოდან წაღებული მისი ეზოს მიწა მოაფრქვია.
1988 წელს ბატონ ვ.საყვარელიძეს სანტა–ბარბარაში ესტუმრა ბატონი პაატა ნაცვლიშვილი, რომელმაც უსახსოვრა წიგნი ,,ბედნიერი ჭირისუფალი’’. წიგნის წაკითხვის შემდეგ ვახტანგს შეყვარებია დიდი მამულიშვილი რეზო თაბუკაშვილი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონია როდესაც მიეცა საშუალება ტელეფონით გასაუბრებოდა მას, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ბონდი კეკელიას სტუმრობდა.
გაზეთ "სამშობლოში" 1990 დაიბეჭდა სანტა-ბარბარაში მცხოვრები ვ. საყვარელიძის სამძიმარი ბატონ რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების გამო. ამონარიდი გაზეთიდან:
"ჩემის აზრით დიდი ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ სამუდამო ძილს ეძლევიან,ვინაიდან მათი დატოვებული შრომა სამუდამოდ ცოცხლობს და თაობიდან თაობებს გადაეცემა".
ქველმოქმედების სახით ბატონმა ვახტანგმა "საქართველოს უცხოეთთან წასული და თანამედროვე ურთიერთობების საზოგადოების ფონდში" ქალბატონ ნელის დახმარებით გადაირიცხა 500 მანეთი.
ქველმოქმედების სახით მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოსაც რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.
ფინანსური დახმარება გაუწია პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს, რომელმაც გაპრეზიდენტების შემდეგ მადლობის წერილი და ხელმოწერილი სურათი გაუგზავნა.
ჩვენ ხელთ გვაქვს წერილი და ლექსი, რომელიც ბატონ ვახტანგს მისმა მეგობარმა მიუძღვნა.
"ომის წლებში, სადღაც, გავიცანი ერთი ქართველი: ჩემზე ცოტა ახალგაზრდა იქნებოდა, ცოტა მაღალიც, გამხდარი თხელი სახე, მაგრამ იმისი სახის გამომეტყველებაში სისპეტაკე და დიდი ნებისყოფა გამოიხატებოდა. მისი თვალებიდან თითქოს ცეცხლის ნაპერწკლები ცვიოდენ ...
საღამო იყო ზაფხულის,მწვანეზე წამოვწექი მარტოდმარტო და ფიქრებში ჩავიძირე ... უცბად ეს ახალგაზრდა, სახელად ერემია, დამადგა თავზედ, ცოტა ხნის მერე იგიც წამოწვა ჩემს გვერდით და მუსაიფი გავაბი ერთხანს. მერე მან დასძინა: ბიჭო ვახტანგ!მე ძალიან ხათრი მაქვს შენი, მითხარი მოკლედ შენი ამბავი, მინდა ერთი ლექსი დაგიწეროო. მე მას ვუამბე ჩემი ბიოგრაფია მოკლედ, რის შემდეგ მან ჩქარა მარტოდ დამტოვა ისევ. ამ გარემოებამ ჩამაფიქრა: ასე უცბად რა უნდა დამიწეროს–თქვა ...
მეორე დღეს დილით ადრე გადმომცა დაწერილი ლექსი. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა ლექსი ბოლომდე წავიკითხე. ვფიქრობ ეს ლექსი სინამდვილეში არა მარტო მე მეხება, არამედ ყველას, ვისაც კი საერთო ბედი გვაქვს, ამიტომ ვაქვეყნებ მის მხოლოდ ზოგიერთ კუპლეტებს. ლექსი ასე იწყება:
ძმასა და მეგობარს ვახტანგის ! ერემიასგან
რა მოარჩენს ჩემი სულის წყლულს, ნუ მოვკვდები უცხო მხარეს,
დაჭრილ გულს რა გაამრთელებს, რაც ვიტანჯე ეს მეკმაროს,
ვინ მომაცლის დარდს და ვარამს, მე სამშობლოს მიწა ტკბილი
ვინ გაფანტავს ფიქრებს მწველებს. მოვკვდე მკერდზე დამეყაროს!
ვინ იხილავს მშობელ მხარეს, ამდენი ხნის ზამთრის შემდეგ
ცას ფირუზს და ზურმუხტს ველებს; ერთხელ მაინც გაზაფხულდეს,
ვინ მოუტანს მოხუც დედას რომ ქართველთა გულის ძგერა,
ბარათს ცრემლით დანასველებს. ნარნარ ხმებად ამაყრულდეს.
გული კვდება, როს ვიგონებ მაგრამ არა,მსურს ვიცოცხლო,
საქართველოს მზეს და მთვარეს; გავიტანო ბრძოლით ლელო,
ნეტავ ერთხელ თუ ვიხილავ კიდევ მინდა რომ ვიხილო
საოცნებო ზურმუხტ მხარეს !!! ჩემი სატრფო საქართველო.
არ ვინატრო სხვა სიმდიდრე, ვერა, ვერას დამაკლებენ ,
შენი ხილვით გამეხაროს; რაგინდ მტანჯავდენ მე მტრები,
დავეწაფო გულმხურვალემ დედავ ჩემზე ნუ ინაღვლებ,
მთის ნაკადულს და მის წყაროს. მე კვლავ სახლში დავბრუნდები. . .
ერემია ჩვენს ნაწილში არ იყო დიდი ხნის მოსული და, როდესაც მან ეს ლექსი დამიწერა.ის ჩვენი ნაწილიდან ისევე მოულოდნელად გაქრა როგორც შემოგვიერთდა." ასეთი იყო ბატონ ვახტანგის მიერ განვლილი საკმაოდ რთული გზა საქართველოდან შორეულ ამერიკამდე.
ვახტანგ საყვარელიძის ოჯახი დღესაც იზრდება და მრავლდება.
მისი შთამომავლები, ბატონი თენგიზის შვილები ლევანი,ვახტანგი,შვილიშვილები თენგიზი და ეკატერინე ქალაქ თელავში მის ფუძეზე ცხოვრობენ. ქალბატონი ნელი, ნინო და ბატონი დავით კახნიაშვილი წარმატებით უძღვებიან საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა–განათლების კეთილშობილურ საქმეს კერძო საგანმანათლებლო სკოლა–ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესში" ბატონი ვახტანგის კიდევ ერთი შვილთაშვილი მარიამი სწორედ ამ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია.

ეს ის ოჯახია, რომელიც იღწვის იმისთვის რომ მომავლმა თაობებმა ღირსეულად დააფსონ საქართველოდან შორს უცხო მხარეში ბედის უკუღმართობით მოხვედრილი მეორე თაობის ემიგრანტები, რომლებმაც ღირსეულად შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები.