ალექსანდრე ქართველიშვილი
“სრულიად შესაძლებელია ჩვენი ცოდნის ისე გაღრმავება,რომ მთვარეს გავცდეთ და ვენერას და მარსს მივაღწიოთ,მთავარია ენთუზიაზმი შემოქმედებითობა და გამბედაობა გვეყოს” ეს სიტყვები ეკუთვნის ალექსანდრე ქართველიშვილს, რომელიც ამერიკული სამხედრო ავიაციის ლეგენდად დარჩა.
ალექსანდრე ქართველიშვილი
ჩვენ ჩავატარეთ კვლევები მასალის მოძიებისთვის და მოწვეული გვყავდა ქართველი რეჟისორ-მკვლევარი რამაზ ბლუაშვილი მან მოგვაწოდა ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისეული და პროფესული დეტალები. ბატონმა რამაზმა წარმოგვიდგინა ქათველიშვილიშვილოის მიერ შექმნილი თვითმფრინავები რომელსაც დიდი როლი ეჭირა ამერიკის ავიაციაში.
მეორე მსოფლიო ომში, ასევე კორეასა და ვიეტნამში ალექსანდრე ქართველიშვილის შექმნილი თვითმფრინავები ამერიკული ავიაციის ძალას წარმოადგენდნენ.
ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. დაამთავრა პირველი გიმნაზია,1917 წელს იუნკერთა სასწავლებელში დაინტერესდა ტანვარჯიშით, ჩაეწერა ჰაერნაოსნობის წრეშიც. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში საარტირელიო ბატარეის მეთაურად. დაუახლოვდა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმს.
მაშინ გადაწყიტა ავიატორი გამხდარიყო. 1919 წელს სამხედრო განათლების დასასრულებლად ალექსანდრე პარიზში გაგზავნეს. ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დარჩენილმა აეროკლუბის დამთავრების შემდეგ უმაღლესი საავიაციო სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
ალექსანდრე ქართველიშვილმა საფრანგეთში აიხდინა ბავშობის ოცნება გამხდარიყო ახალი დარგის ავიათმშენებლის სპეციალისტი. ქართველიშვილი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას მაგრამ საქართველოში დამყარებულმა ბოლშევიკურმა წყობამ აიძულა საფრანგეთში დარჩენილიყო.
მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მილიონერ ჩარლზ ლევინთან დაახლოება, მათ ერთად შეიმუშავეს პროექტი რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დაუჯდომლად ჩაფრინდებოდა პარიზიდან ნიო-ორკში. სწორედ ამ პროექტის დახმარებით მოხვდა ის ამერიკაში. ამერიკაში 1941 წელს ცოლად შეირთო თავისი მდივანი ჯეინ როგინსონი. შვილები არ ჰყოლიათ.
თვითმფრინავებმა რომელსაც “uncle sam” ერქვა ცხრა საცდელი ფრენა გააკეთა, მაგრამ, იგი ძალიან მძიმე იყო, ხოლო მოტორები რომელიც ლევილმა შეიძინა არ შეესაბამებოდა პროპორციებს. ამით დასრულდა მათი ურთიერთობა.
ქართველიშვილს ამერიკაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა ამიტომ თავი რომ გაეტნა მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად ასევე გვიდა ეზოებს.
1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილ კორპორაცია “seversky aircraft company”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწრედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლის წინამორბედად. მის კორპორაციაში შექმნილმა მოდელებმა ამფიბია “sev-3” მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ორადგილიან p-35 სამხედრო მანქანად გადაკეთებულმა პოპულარობა მოიპოვა სამხედრო მფრინავთა შორის, იგი დიდ პარტიებად შეიძინა შვეიცარიამ, იაპონიამ, ჩინეთმა და ქართველიშვილს აღიარება მოუტანა.
1938 წელს კორპორაციის ხემძღვანელობაზე სევერსკიმ უარი თქვა. კორპორაცია გადაკეთდა “Republic avia-corporation” და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინერად დაინიშნა ალექსანდრე ქართველიშვილი.
1939 წელს კი ახალი გამანადგურებლის დაპროექტება დაწყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაცვის სამინისტროს 1940 წლის კონტრაქტით ქართველიშვილმა შექმნა გამანადგურებელი P-47 “მეხთამფრქვევი”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილება ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავები:მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმატება ხვდა, ატომური ბომბით აღჭურვილ რეაქტიულ გამანადგურებელს F-84. ასევე F-105 რომლითაც სენატორი ჯონ მაქქეინი ვიეტნამის ომის დროს დაფრინავდა.
აღსანიშნავია რომ ქართველიშვილზე ინფორმაციის მოძიება ძალიან რთული იყო რადგან იგი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა ამერიკაში. ამის გამო მისი ცხოვრება არ იყო ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.
ალექსანდრე ქართველიშვილს თითქმის არ უცხოვრია საქართველოში მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთელი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა. მან ზეპირად იცოდა “ვეფხისტყაოსანი”.
ის მთელი ცხოვრება ქართული საზოგადოების წევრი გახლდათ რის გამოც რამდენჯრემე პრობლემაც შეექმნა.მაგრამ მაინც ბოლომდე დარჩა ამ საზოგადოების წევრად და საწევროსაც იხდიდა. თუმცა, აკრძალვის გამო შეკრებებს ვერ ესწრებოდა.
“გამანადგურებლის მეფის” ქართველიშვილის სახელი შეტანილი იყო წიგნში “who is who”. იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დირექტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ქართულ-კავკასიური საზოგადოების “ალავერდის” წევრობა, სადაც თანამემამულეებთან და კავკასიელებთან ჰქონდა ურთიერთობა.
თვითმფრინავის შექმნისას ქართველიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის აეროდინამიკას და გარეგნულ, ესთეტიურ მხარეს. ალექსანდრე პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობდა თავის კომპანიაში. იგი იყო ამერიკის ნაციონალური აერონავტული ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და სხვა საავიაციო ორგანიზაციების წევრი, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი.მან უცხო ქვეყანაში საკუთარ წარმომავლობაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება და სახელად ალექსანდრე ქართველი დაირქვა. ალექსანდრე ქართველი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ იორკში. და მისი საფლავი 30 წლის შემდეგ პირველმა ქართველმა რამაზ ბლუაშილმა მოინახულა. ნიუ-ორკში, მუზეუმად ქცეულ მდინარე ჰუძონის ყურეში დგანან 50-60-იან წლების თვითმფრინავები, ვერტმფრენები და საომარი საჭურველი, მათ შორის რეაქტიული ზებგერითი “Republik” F-84 “მეხათმფრქვევი”, როგორც ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამის- ალექსანდრე ქართველის ძეგლი.
რამაზ ბლუაშვილი გვიყვება: “სამი წლის წინ დეტრიოიტის ავიაშოუზე გავიცანი პიროვნება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც თავის დროზე ქართველიშვილის მიერ შექმნილი P47-ით დაფრინავდა. მე ვკითხე თუ რა იცოდა თვითმფრინავის შემქმნელის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ მისი ავტორი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი იყო. ძალიან შევწუხდი და ავუხსენი რომ ქართველიშვილი რუსი კი არა, ქართველი იყო.ქართველიშვილი ერთადერთხელ ყოლია ნანახი 1962 წელს მაგრამ ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი ჰყვარებია.
ძალიან გაუხარდა რომ ის საქართველოდან ყოფილა.”
კვლევა
რეჟისორ-მკვლევარ, რამაზ ბლუაშვილთან შეხვედრა რომ არა ბევრს ვერაფერს გავიგებდით დიდი ქართველის(მას დღემდე ასე მოიხსენიებენ ნასასა და ამერიკულ სამხედრო ელიტაში) შესახებ, რადგან მას შთამომავლობა არ დარჩენია. “სამი წლის წინ დეტრიოიტის ავიაშოუზე გავიცანი პიროვნება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც თავის დროზე ქართველიშვილის მიერ შექმნილი P47-ით დაფრინავდა. მე ვკითხე თუ რა იცოდა თვითმფრინავის შემქმნელის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ მისი ავტორი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი იყო. ძალიან შევწუხდი და ავუხსენი რომ ქართველიშვილი რუსი კი არა, ქართველი იყო.ქართველიშვილი ერთადერთხელ ყოლია ნანახი 1962 წელს მაგრამ ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი ჰყვარებია.
ძალიან გაუხარდა რომ ის საქართველოდან ყოფილა.”
ძალიან გაუხარდა რომ ის საქართველოდან ყოფილა.”
შეხვედრა რამაზ ბლუაშვილთან-რეჟისორი და მკვლევარი აშშ-ში
დასკვნა
“უწარსულოდ ვერ მოვიძიებთ სამომავლო გზებს”
სწორედ ამ სიტყვებმა გადაგვაწყვეტინა გაგვეხსენებინა უცხო ქვეყანას შეხიზნული ქართველი ემიგრანტები ალექსანდრე ქართველიშვილი და მიხეილ გრიგორაშვილი რომელთაც სამშობლოს მიტოვება სხვადასხვა გარემოებების გამო მოუხდათ და უცხო ქვეყნებში დაიდეს ბინა.
ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათი ცხოვრებისეული ისტორიების გაცნობა, ემოციებისა და განცდების გაზიარება.
ჩვენ ის თაობა ვართ, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავალს უწოდებენ.
მომავლისკენ კი ვერ გავიხედებით თუ არ ვიცით ჩვენი წინაპრების, მამების და ბაბუების წარსული.ამ წარსულით ვამაყობთ ,რაც გვაძლევს მომავლისკენ ხედვის ძალას.
ამ თემაზე მუშაობამ ბევრი რამე გვასწავლა, გაგვაგებინა და გაზარდა ჩვენი მსოფლმხედველობა.
P.S. თემა გაშუქდა გაზეთ "ახალი განათლების" 2017 წლის XI ნომერში.
თემა მოსწავლე ახალგაზრდულ სასახლეში დაჯილდოვდა სერტიფიკატით
გამოყენებული ლიტერატურა
რუსუდან დაუშვილი “ქართული ემიგრაცია ამერიკაში”
რუსუდან დაუშვილი “ქართველი მრეწველები და
გამომგონებლები ამერიკაში”
ელექტრონული ვერსიები,აუდიო-ფოტო მასალები. ქართველ ემიგრანტთა ჩანაწერები დღიურები ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები მოვიძიეთ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში.